ქართველებს რა დალევს გერმანიაში მარა მე ისეთ უცნაურ ვითარებებში მხვდებიან რომ...
რამდენიმე თვის ჩამოსული ვიყავი ბრემენში და თავი ერთადერთი ქართველი მეგონა მთელს ქალაქში, ერთხელაც ბრემენის ძველ უბანში "შნორში" მივსეირნობ (ტურისტების საყვარელი ადგილია) და ჩემი ყურადღება 2 მანდილოსნის ძალიან ხმამაღალმა ლაპარაკმა მიიქცია: "შეხედე გოგო, ძველ თბილისს როგორ ბაძავენ ეს გერმანელებიც"

რეაქცია რათქმაუნდა ისტერიული სიცილი, მერე გამოცნაურება. დუსელდორფიდან აღმოჩნდნენ კარგა ხსნის ჩამოსული ქართველები, ბრემენში გავლით და დასათვალიერებლად იყვნენ.
შემდეგში აღმოვაჩინე რომ ბრემენში ქართველების ბუმია, ჭორებით გავიგე 400ზე მეტიაო (საკმაოდ ბევრი არცთუ ისე დიდი ქალაქისთვს), ბევრი გავიცანი, დავუმეგობრდი და ძალან უსაფრთხოც გამოდგა, მაგრამ ერტ საღამოს ჰოპთბანჰოფის გაჩერებაზე ტრამვაის ველოდები და მესმის ქართულები, ბნელა, გავიხედე და ვხედავ 2 ქართველ ბიჭს, ცდილობენ ტელეფონზე დარეკვას და ვერ ახერხებენ ავტომატიდან (ვერ გაუგეს ტექნიკურად), თან მახლავს რამდენიმე მეგობარი (ამერიკელი, ჰოლანდიელი, სომეხი, ბანგლადეშელი), ხოდა მეც გადავწტვიდე თანამემამულეებს დავხმარებოდი, მაგრამ უცებ საუბარს რომ მოვკარი ყური გადავიფიქრე. ლაპარაკი მიდიოდა ვიღაც ახვარზე, რომელიც ამათ უნდა დახვედროდა და მერე საქმეზე უნდა წაეყვანა, თავიდან წილს აიღებდა... მოკლედ მთელი გეგმები. ჩემდაჭირად ამ სომეხმა ქართულის ტონი იცნო და ხმამაღლა დამიწყო ლაპარაკი შეხედე ქართველებიო, მეც იხტიბარი არ გავიტეხე და არა გცხვენია ქართულს და ალბანურს(საიდან მოვიგონე არ ვიცი) ვერ არჩევთქო, მე სომხურს სხვა ენებში არ ვურევთქო, მოკლედ თავი დამნაშავედ იგრძნო და გაჩერდა. ისე ამ სომეხმა იცის მხოლოდ 1 ქართული ფრაზა: "შენ უკუდო მამალი ხარ" საიდან აზრზე არ ვარ.
კიდევ ჩემი ბულგარელი კურსელი ეჩეთავებოდა ვიღაც გერმანელ მეგობარს სკაიპიდ, ამ დროს მე თავზე ვადგავარ და უცებ ამ გერმანელის პროფილზე დაყეებული ფონი მეცნო. ყველაზე ბანალური პეიზაჟი რომელია აბა საქართველოში? რაღათქმაუნდა ჯვარიდან გადაღებული მტკვარი და არაგვი. ეგრევე გამოვაკითხინე ამ ჩემს მეგობარს და აღმოჩნდა რომ ეს გერმანელის საქართველოშI იყო შარშან და ძალიან კარგი შთაბეჭდილებებიც გამიზიარა.
ბრუსელში რამდენ პაბშიც ვიყავი გატენილია კედლები ქართული ფულებით. ყველაზე საინტერესო ისაა რომ ერთ პაბში (მანეკენ პის, ანუ იმ ბრუსლელელი პსიკიანი ბიჭის გვერდზე არის პაბი) დოლარებს ვაკვირდებოდი და 1 დოლარიანზე მაღალი კუპიურა ვერ ვიპოვე, მარა ქართულ ფულებში 5 ლარიანზე ნაკლები ვერ აღმოვაჩინე. 10 ლარიანი მეც მივაწებე იქ
აგერ ვიღც ქართველების "შემოწირულობები", ქნებ ვინმეს გეცნოთ საკუთარი ფული:




ბერლინში მომიწია ერთ საღამოს ვატობუსით ჩასვლა, ძალიან ბნელა, ბერლინის ცობში ვარ და ვცდილობ მივაგნო მეტროს. მოკლედ არაფერი გამომდის. კაციშვილის ჭაჭანება არაა და ვხედავ ერთ უზარმაზარ შენობას (საგამოფენო პავილიონია ზობთან, ძალიან ცნობილი), შევლასლასდი და იქაც სიჩუმეა. ერთი უზარმაზარი დარბაზია, დარბაზის ცენტრში დგას დდი მაგიდა (დესქ) და 1 გოგო. გარშემო ბენლა და სცარიელეა (მაზიოფურ კინოებში რომაა). მოკლედ მივედი ამ გოგოსთან და გატეხილი გერმანულით ვცდილობ ავახსნევინო სადაა მეტრო. უცებ ვხედავ რომ ამ გოგოს მკერდზე აქვს დროშები იმ ქვეყნების რომელ ენებზეც საუბრობს. გერმანულს, ინგლისურს, რუსულს, ბეულგარულს და ფრანგულს შორის აღმოვაჩინე ქართული დროშაც. სახელად ერქვა სოფო. გვარი დამავიწყდა და ქართულად რომ ვკითხე რაღაც მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა, ქართულადვე მიპასუხა მარა ჯობდა არ ეპასუხა: "ე იქინე რო გარახვალ იმ ქუჩას, დეინახავ მწვანე რაცხა რომაა და..." როგორც აღმოჩნდა დიდი ხნის წამოსული ყოფილა გურიიდან. სხვათაშორის ძალიან ლამაზიც იყო

ბერლნს რაც შეეხება ქართული სიმბოლოებით ხომ არის სავსე

ჯერ ბერლინის ძველ მუზეუმში, მერე კიდევ პერგამონის მუზაუმში წავაწყდი ვანის ოქროებს, მედეას ოქროს სახელით. ძალიან ამაყი ვიყავი (წარმოშობით ვანიდან ვარ თან და...)
ესეც ფოტო:




...და ბოლოს რაიხსტაგში ვინც ყოფილხართ, ნანახი გექნებათ. გერმანელებმა დანგრეული შენობა ისე აღადგინეს რომ ძველი კდლების უმრავლესობას კოსმეტიკური რესტავრაცია არ გაუკეთეს, ანუ კიდევ ეტყობათ ნატყვიარები და ნაჟრაპნები, ხანძრების და ბომბების კვალი. ხოდა ერთ-ერთ მტავარ კედელზე, რომლის წინაც ყოველდღიურატ უამრავი პარლამენტარი, მთავრობის წერვი და უცხოელი სტუმარი დაბლაყუნობს ამოვიკითხე ართული წარწერები, გვარები, მისამართები, თარირები (Yველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროინდელო კანეშნა

)
აგერ ვიზულაციაც:
ოდიშარია:


საქართველოს შვილი:


დანარჩენი ისტორიები მერე, ნელ-ნელა