Ambitious_Personჯამურად რამდენჯერ ვიყავი დუბაიში - ძალიან უნდა დავფიქრდე, რომ გავიხსენო.
ერთხელ ვიყავი სამუშაოდ - დანარჩენი ტურისტულად, ვიქ-ენდებზ და ა.შ.
რატომ კითხულობ?

9 დან 9მდე რომ მუშაობ - ეგ შენს კონტრაქტში გიწერია, რომ დღეში 12 საათI უნდა იმუშაო?
თუ გიწერია - ოკ (მეეჭვება), მაგრამ თუ არ გიწერია და შენ მაინც მუშაობ დღეში 12 საათI - ეს შენზეა დამოკიდებული კონტრაქტის გარეშე დავალებულ საათებს თუ დავალებებს შეასრულებ თუ არა. არავინ არ გადგება თავზე თოფით.

რომელი სასტუმროს თანამშრომელმა გითხრა რომ 1 ოთახში 5-6 თანამშრომელი ცხოვრობს?
სასტუმროს სახელი მომწერე.
პასპორტს იტოვებენ სანამ ბინადრობის მოწმობა დამზადდებ - ამის მერეც თუ დაიტოვეს - უნდა გამოართვა.
მე როცა დამჭირდა - გამოვართვი.
არ უნდოდათ მოცემა, მაგრამ სასამართლო რომ ვახსენე - მაშინვე შევიდა და გამომიტანა.
შეჯამება:
დედიკოს კალთის ქვეშ მცხოვრები ადამინი, რომელიც სხვის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით - არ უნდა წავიდეს საზღვარგრეთ სამუშაოდ იქნება თუ საცხოვრებლად არც დუბაიში, არც ამერიკაში და არც კანადა-ინგლისებში და ან ინდოეთში.
ჩემი მეგობარი ძალიან სახლი-სკოლა, სახლი-უნი, სახლი-სამუშაო გოგო იყო.
რამოდენიმე თვით სასწავლებლად წავიდა (32 წლის ასაკში) საზღვარგარეთ (მარტო,) და ნერვოზ-ფსიხოზებით დაბრუნდა - იმდენად გაუჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება.
პ.ს. ხელფასები დაწვრილებით მიწერია ჩემს პოსტში.