იაფი ადგილი მე დუბაიში არ მინახია

))
ტექნიკაა იაფიო, ყვრლა ამას ამბობს, თუმცა მე ვერ მივაგენი იაფს.
ნასირ სქვერი მიმასწავლეს, მეტროდან რომ ამოხვალ (beniyas sq.) მანდ არის წვრილ-წვრილი მაღაზიები ტექნიკის.
ტანსაცმელი არაა იაფი. რამდენიმე შოპინგ ცენტრში ვიყავი და იქ სულ ბრენდ მაღაზიებია მაღალი ფასებით.
ერთადერთი (შედარებით) იაფი მაღაზია ვნახე დუბაის ძველ ნაწილში, ბასტაკია ქვია, მუზეუმია და იქვეა პატარა მაღაზიები. იაფი არის, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მე რამეების არჩევა.
კიდევ, ალ რიგას ქუჩაზეა ბევრი მაღაზია. და გრინ მოლი მირჩიეს კიდევ, მგონი ახალი გახსნილია და შედარებით დაბალი ფასები ქონდათ.
ჩემთვლის ყველაზე მოსახერხებელი საშოპინგოდ იყო დეირა სითი ცენტრი - ალ რიგას ქუჩაზე ვცხოვრობდი და იქვეა ახლოს. ალ რიგას მეტროს სადგურიდან ერთი გაჩერებაა.
გადასაადგილებლად მეტროს ვიყენებდი ან ფეხით დავბოდიალობდი. სასტუმროსთან იყო ახლოს, იაფი და სულ გრილი. ტაქსი ძვირია შედარებით და დიდი ხანი მიწევდა ლოდინი (დღის მონაკვეთს გააჩნია).
რაც შეეხება ასაკს - 21 წლამდე უფროსი უნდა გახლდეს ვინმე, მარტო ვერ წახვალო. ეს რომელიღაც საიტზე წავიკითხე. მაგრამ აქ ტურისტულ სააგენტოში სულ გადამრიეს, მარტოს, ახალგაზრდა გოგოს არ გაგიშვებენ და შეიძლლება დუბაის აეროპორტიდან მოგაბრუნონ უკანო... მერე ფლაი დუბაიში დამამშვიდეს, აქ თუ მოგცემენ
ვიზას ე.ი. იქ საზღვარზე პრობლემა არ შეგექმნებაო
ჯობია შენც ფლაი დუბაის ოფისში გაარკვიო.
Ninoshka71) ძალია ცხელა.
2) გააჩნია შენთვის რაა საინტერესო. მე სიძველეები უფრო მაინტერესებს და დუბაის ძველ უბანთან ვცხოვრობდი ახლოს. დასათვალიერებლად მგონი ჯობია ზამთარში წახვიდე. მე მარტის ბოლოს ვიყავი და სიცხე იყო უკვე. დიდი ხანი ვერ ვჩერდებოდი გარეთ.
ჩემი რჩევა იქნება, დუბაის არხში გაისეირნე და უდაბნოში წადი ჯიპ-ტურით.