ბოლო 5 გვერდი წავიკითხე და დამატებით გირჩევთ:
დეირადან მგონი ბასტაკია ერქვა, ძველი უბანი გადადის ბორანი, ხის ძველებური, აღარ მახსოვს რა ქვია მაგ ნავებს, იქეთ ნაპირზე არის ეთნოგრაფიული სოფელი, სადაც მოსახვევმოხვეული ქალები ამზადებენ ადგილობრივ საჭმელებს და შეგიძლიათ დააგემოვნოთ, მაგრამ ამ ადგილობრივ საჭმელებში ყველა იყენებდა ვიოლას ტიპის მდნარ ყველს, სამკუთხედებში რომაა, ხელთათმანი კი ეცვათ ზრდილობისთვის, მაგრამ ამ ხელთათმანიანი ხელით გართმევენ ფულს, და სხვ... ასე რომ თქვენზეა გასინჯავთ თუ არა, მე გავსინჯე და დიდი არაფერია...
დუბაიში არაბებს განსაკუთრებული სუნის ტანსაცმელი აცვიათ, ამ სოფლებში შეგიძლიათ შარფი გადააფარებინოთ იმ სურნელოვან "სანთელზე" და ეს სუნი გექნებათ თან, რომ ჩავედი თავიდან მაღიზიანებდა, მაგრამ მერე შემიყვარდა ეს სუნი

აქვეა ეხლანდელი დუბაის შეიხის საგვარეულო სახლი, რომელიც ეხლა მუზეუმია და ბევრი ფოტოა ამ ნავების, სახელი რომ დამავიწყდა

და მარგალიტის მოპოვების შესახებ, საინტერესოა... დუბაიში მგონი მეტი მუზეუმი არაა

ძალიან იაფია უნებრივი ქვებით დამზადებული სამკაულები! და სხვა სუვენირებიც, აქვე ნახავთ რუკებს და ბუკლეტებს
ბურჯ ხალიფაზე ასვლა: ნუ ცხადია არ დაიჯერებთ რომ გითხრათ იქ ასვლა არ ღირსო

მე მითხრეს მაგრამ არ დავიჯერე, რადგან თქვენც არ იშლით გეტყვით რომ ინტერნეტით ნაყიდი ბილეთი 3ჯერ იაფია ვიდრე იქ ადგილზე ნაყიდი, ფასები არ მახსოვს მაგრამ ნამდვილად ასეა. atthetop ამ სავაჭრო სიტყვით მოძებნით როგორ იყიდოთ ბილეთი და დუბაი მოლში მითითებულ საათზე 30 წთ ადრე მიხვალთ და დაადასტურებთ რომ მიხვედით, მეტი ადრე მისვლა საჭირო არაა. ასვლა ჯობია მზის ჩასვლისას, თუმცა ეს საათები ყველაზე წინ იყიდება ამიტომ საკმაოდ ადრიდან უნდა დაიჭიროთ თადარიგი. ყველაზე საინტერესო ამ ასვლაში არის ლიფტი

, რომელიც ცხადია ყველაზე სწრაფია მსოფლიოში... შესვლისას გიღებენ ფოტოს და გამოსვლისას ლამაზ ყდაში ჩადებულ ალბომს გთავაზობენ, შენ რომ გაგეხარდება ისინიც გაიხარებენ და გეტყვიან ფასს... რომელიც უკვე აღარ გაგეხარდება, არ მახსოვს რამდენია და უარს რომ ეტყვი, ისინი ამ ლამაზი ჩარჩოდან შენს გაღიმებულ ფოტოს ამოდღლიზავენ და ნაგვის ყუთში ჩააგდებენ

, მაგრამ იქვე სუვენირების მაღაზიაში შეგიძლია შეიძინო სხვა სუვენირები სამი წრის და atthetop წარწერით.
ატლანტისის აკვა პარკი ძალიან მაგარია, წყალი მუდმივად 28 გრადუსია, მე საღამოს ვიყავი, (ხო, იანვარში ვიყავი, კიდევ თებერვალი და სხვა დროს უკვე აღარ გირჩევთ წასვლას დუბაიში - ძალლლლლლიან ცხელა) და რომ ციოდა ფეხებს წყალში ვითბობდი

ისე წადით, რომ დრო ბევრი გქონდეთ, აუცილებლად ყველა ატრაქციონი მოსინჯეთ, განსაკუთრებით გირჩევთ დაშვება არის ზოგჯერ დახურულ სივრცეში მოსრიალებ, არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ საიდან იწყებოდა გვიან ვიპოვეთ.
არ დაზოგოთ 50 დოლარი და აუცილებლად წადით ჯიპ ტურში უდაბნოში! ეხლა რა ხდება. არის უუუუუუამრავი კომპანია, რომლებსაც გაყავთ ხალხი უდაბნოში ლენდ კრუიზერებით. ამ უუუუამრავიდან ვთქვათ 10-10 კომანია ერთად მიდის უდაბნოს "სოფელში", ანუ ასეთი "სოფლებიც" ბევრია, მაგრამ თუ მზის ჩასვლის გადარება გინდათ ტუროპერატოს მოსთხოვეთ სურათი სად მიდიხართ თქვენ, იმიტომ რომ ჩემი სოფლიდან მხოლოდ ელექტრობოძები ჩანდა, სარეკლამო ფოტოებში კი მშვენიერი ჩასვლებია რეკლამირებული. მაგრამ ეს არაფერია, იმდანნაირ სიამოვნებას მიიღებთ ამ გასვლით ეს დაგავიწყდებათ. ჯერ სილიანი უდაბნო, სანამ საბურავებს დაუშვებენ, შემდეგ ექსტრემალური ტარება "სილის შხეფებით", თვითომ სოფელი ოაზისივით შუაგულ უდაბნოში, ხნით დახატვა - 10 დღიანი ტატუ, გრანდიოზული ვახშამი და მოცეკვავეები! ყველას ხომ მუცლის ცეკვა ამახსოვრდება, ჩვენ რუსი გოგო გვყავდა მუცლის ცეკვაზე, რუსები კარგები არიან მაგრამ არა ამ საქმეში... სამაგიეროდ კაცი ტრიალებდა მანათობელი ბზრიალასავით ზუსტად 20 წუთი! სასტუმროში შემოგთავაზებენ ამ ტურს, ჯიპი მოგაკითხავთ სასტუმროში და მოგიყვანთ სასტუმროში. დაუვიწყარი დღე გექნებათ!!
სკი დუბაიში კი ვაპირებდი შესვლას, მაგრამ იანვარში ვიყავი და რომ გადავიანგარიშე, 70 დოლარად გუდაურში 3 ჯერ ავიდოდი ნამდვილ თოვლზე და ნამდვილად კარგ ტრასებზე, ამიტომ ვიდეოებით ნანახი ვიკმარე

რაც შეეხება შოპინგს... რამდენადაც ვიცი დიდი ხანია უკვე იაფად იქ აღარაფერია, ყოველშემთხვევაში მე ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიის მაღაზია ვნახე და იგივე ფასებია რაც აქ, სხვა თემაა ისეთი რამე იყიდო, რაც აქ არ შემოაქვთ, ვთქვათ ახალი მოდელის ფოტოაპარატი და სხვ.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!
This post has been edited by Marcha on 25 Aug 2012, 21:07