მე მომეწონა მოკლედ დუბაიც და აბუდაბიც
დუბაიში ვნახე:
1. ბურჯ ხალიფა- მეტროთი მიხვალთ (სადგური ბურჯ ხალიფა/დუბაი მოლი), მეტროდან გადასასვლელია 10-15 წუთი შედიხართ პირდაპირ დუბაი მოლში, შენობის გეგმა ყველგანაა და მარტივად უნდა ჩახვიდეთ პირველ სართულზე სადაც არის ბილეთების გაყიდვის ოფისი (at the top). გაითვალისწინეთ, იმ დღის ან შემდეგი დღის ბილეთები შეიძლება გაყიდული დაგხვდეთ, ფასი მერყეობს 125 დირჰამიდან 500 მდე, გააჩნია ასვლის დროს.
აყვანით 40 წამში ჩქაროსნული ლიფტი ადის 124 ე სართულზე სადაც არის შემინული ტერასა და შეგიძლიათ დატკბეთ ხედებით.
2. დუბაი მოლი
ალბათ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი უამრავი მაღაზიით
მუშაობს დილიდან ღამის 12 საათამდე, გამონაკლისი აქვთ პარასკევი, გვიან იწყებენ მუშაობას.
3. მოცეკვავე შადრევანი - Dubai Fountain დუბაი მოლის წინ-, ყოველ საღამოს ყოველ ნახევარ საათში სხვადასხვა სახის კომპოზიციებია, არაბული, კლასიკური, თანამედროვე, საღამოს განსაკუთრებით ეფექტურია განათებების ფონზე...
4. ძველი რაიონი -- ბასტაკია - შეგიძლია ფეხით შემოიარო თავისუფლად
არის დუბაის მუზეუმი (დიდი არაფერი) თუმცა ნახავ როგორ ცხოვრობდნენ არაბები სანამ ტუზი დაეცემოდათ ნავთობის სახით

, ასევე მინი კვარტალია რესტავრირებული სახლების პატარა მაგაზიებით, ასევე არის კაფეები- მაგ. arabian tea house cafe... ასევე შეგიძლიათ გადახვიდეთ დუბაი კრიკ ის მიმართულებით და ნავით გადახვიდეთ მეორე ნაპირზე (სულ 1 დირჰამი ღირს)- ნახოთ ე.წ სოუქ-ები ანუ ოქროს და სუნელების მინი ბაზარი/ბირჟა - თუმცა ჩემი შეფასებით დიდი არაფერი. - ნუ ოქროს ყიდვა თუ არ გინდათ იმ შემთხვევაში

მისასვლელად - მეტროს სადგური - ალ ფაჰიდი (მწვანე ხაზზე)
5. ჯუმეირა ბიჩი-ღია პლაჟი თეთრი ქვიშის სანაპიროთი - მისასვლელად მეტრო (სადგური FGB) და მერე ტაქსი ან ფეხით 30 წთ
6. დუბაი მარინა - საკმაოდ ვრცელი ტერიტორია სადაც არის უზარმაზარი ცათამბჯენები, დუბაი მარინა მოლი-სავაჭრო ცენტრი, ფეხით სასეირნო ბულვარი, ღია პლაჟი.
მისასვლელად მეტრო (სადგური ჯუმეირა ბიჩ თაუერს) და მერე შეგიძლიათ გადაჯდეთ ტრამვაიში 1 ან 2 გაჩერება.
7. ემირეითს მოლი - ერთერთი დიდი სავაჭრო ცენტრი უამრავი მაღაზიით და მსოფლიოში ერთადერთი დახურული ზამთრის კურორტით (SKI DUBAI), საციგურაო მოედნით, ბევრი მაღაზიით და უზარმაზარი კარფურით.
მისასვლელად მეტრო-სადგური ემირეითს მოლი
იქვეა კემპინსკისა და შერატონის სასტუმროები, ანუ მათ შორისაა ეს მოლი
8. დუბაი მირაქლ გარდენ - Dubai Miracle Garden- ყვავილების ყველაზე დიდი ბუნებრივი ბაღია, სანახაობრივია, მდედრ ტურისტებს მოწონთ განსაკუთრებით

მისასვლელად ემირეითს მოლიდან ავტობუსი #30, და მერე ტაქსი,დაწერს დაახლოებით 12 დირჰამს. პირდაპირ არაფერი არ მიდის
9. იბნ ბატუტა მოლი - სავაჭრო ცენტრია რომელშიც 6 თუ 7 ნაწილია ყველა სხვადასხვა დიზაინში - არის ეგვიპტური, ინდური, სპარსული, ანდალუზიური, ჩინური, ტუნისური ნაწილები
მისვლა-მეტრო სადგრი იბნ ბატუტა მოლი
10. ასევე გავაკეთე უდაბნოს - დეზერტ საფარი ტური და აბუდაბის ტური- დავჯავშნე ონლაინ საიტიდან -
http://www.bookdubaitrip.com/ აქ სხვადასხვა ტურებია და დაჯავშნის შემთხვევაში, ან მეილზე გიდასტურებენ ან ტელეფონზე გირეკავენ, ენა ინგლისური, გადახდა ქეშითაც შეიძლება. მოგაკითხავენ და ტურის დასრულების შემდეგ საღამოს მოყავხარ. პუნქტუალურობით არ გამოირჩევიან

, თუმცა დასათვალიერებლად არაუშავდა.
პ.ს. აბუდაბიში, შეიხ ზაედის მეჩეთის დასათვალიერებლად წამსვლელებისთვის საყურადღებოა რომ პარასკევს არ უნდა წახვიდეთ და როცა წახვალთ გრძელი სამოსი უნდა გქონდეთ, კაცებზე შორტებზე აჩმახებენ, ქალებს აუცილებლად გრძელი და თავსაბურავი უნდა ჰქონდეთ
თვითონ მეჩეთი საკმად დიდია და ლამაზი და შთამბეჭდავი.....
სურათები მოგვიანებით