Vixen2000$ - საბანკო საქმე თუ გაქვს დამთავრებული - შეიძლება ბანკში გადაგიხადონ ამდენი.
სასტუმროებში დაბალი ხელფასებია და ამიტომ ყველა სასტუმროს აქვს თავისი პერსონალისთვის გამოყოფილი საერთო საცხოვრებელი კორფუსები ან ვილები.
ოთახების დალაგებაზე თვეში 320$-ია.(იშვიათად პატარა ჩაევიე სტუმრებისგან)
რესეფშენზე თვეში 800$. ზოგი სასტუმრო რაღაც %-საც აძლევს.
მიმტანის ხელფასი თვეში 410$ + ჩაევიე. თუ კარგი, მუშა რესტორანია/ბარია - ჩაევიე თვეში გექნება 300$-400$-მდე.
ტრენინგები რომ ჩახვალ ყველა სასტუმროშია 2 ან 5 დღიანი, მაგრამ ამ ტრენინგებზე კონკრეტულ შენს სამუშაოს არ გასწავლიან.
ეს არის კომპანიის მუშაობის სტრუქტურის გაცნობა, ქვეყნის გაცნობა(კანონები, წესები).
სააგენტო თუ გიშოვის სამუშაოს 600$ უნდა ჩაახუტო

შენითაც შეგიძლია იშოვო სამუშაო.
ამ ვებ საიტზე
catererglobal.com
აქ პოსტავს თავის ვაკანსიას ყველა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და კრუიზ გემებიც არის ხოლმე ხანდახან.
რესეფშენზე გამოცდილების გარეშე არავინ აგიყვანს რადგან რაღაც პროგრამა უნდა იცოდე და ნამუშევარი უნდა იყო იმ პროგრამაზე.
ოპერას ეძახიან პროგრამას.
ოთახების დალაგებაზე და მიმტანად - თუ გამოცდილება არ გაქვს - აგიყვანენ ''დამხმარედ''.ასისტენტად.
ამ შემთხვევაში შეგიძლია დაწერო რომ გაქვს გამოცდილება.
100 წელი არ გადაამოწმებენ შენ საქართველოში მართლა მუშაობდი ამა და იმ სასტუმროში/რესტორანში თუ არა.
ენების ცოდნა ძალიან დიდი პლიუსია.
დუბაისთვის რუსული ენის ცოდნა - ძალიან დიდი პლიუსია რადგან ბევრი რუსი ტურისტი ჩადის.
* * *
Ambitious_Personპმ რო მმოგწერე რამოდენიმე კვირის წინ - არ მიპასუხე