აზრზე არ ვარ მანდი რა საჭმელია : )
ეგენი ძირითადად ინდური სუნელებით შეზავებულ შემწვარ ხორცს ჭამენ (არაბებზე ვამბობ).
Middile East-ში საჭმელად მე Chili's-ში და Apple Bees-ში დავდიოდი.
განსაკუთრებით Apple Bees-ს სტეიკები მიყვარს.
ნიამ, ნიამ : )
ხო და ღამის კლუბები დიდები და კარგები - პონტია ფეხი ჩაგივიდეს : )
აი, მაგალითად, როგორიც არის არმანი ქლაბი და Cavali ქლაბ... შიგ არ შეგახედებენ.
შესასვლელში Door Manager-ი დგას და ის გეუბნება - მაგიდას თუ დაჯავშნი - შეგიშვებ.
მაგიდის ფასი 3 000 დირჰამიდან 4 000 დირჰამამდე მერყეობს.
გიჟები არიან.
People by Cristal - ჩემი ოცნება იყო მანდ მოხვედრა, 2 სართულიანი უზარმაზარი კლუბია.
მივედით მე და ჩემი რუმმეითი გოგო ჩაცმულ-გამოპრანჭულები (დრეს კოდის აღწერილობა წინასწარ გამოვაგზავნინე იმეილზე ამ ქლაბს) შესაბამისად მათი დრეს კოდისა და შესასვლელში დაცვამ ზედაც არ შემოგვხედა.
გაფუჭებული პლასტინკასავით იმეორებდა: only by reservation! only by reservation!
ამის მერე,(2-3 თვის შემდეგ) მაინც ''ვითავხედე'' და მივადი კავალი კლუბში, რომელიც ასევე მხოლოდ რეზერვაციებიანებს და შიშკა ხალხს უშვებდა.
ჩემი დაბადების დღე იყო და თუ არ შემიშვებდნენ - ვაპირებდი იქ ამბის აწევას და ჩემი ID-ს ფრიალს - როგორ ბედავთ და ჩემს დაბადების დღეზე კლუბში არ მიშვებთ მეთქი : )
(მანდ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მედიას - თუ კლიენტი რას დაწერს მათ სასტუმროზე Trip advisor-ზე ან ბუქინგზე ან ფეისბუქზე.
და შეგიძლია ეს ყველა სასტუმროში ფარად გამოიყენო

)
ხო და დაცვასთან ნაგლად მივიჭერი (ამჯერად მარტო წავედი) და მეთქი გამარჯობა, თქვენს კლუბში უნდა შევიდე მეთქი.
ვა, მართლაო?
კი მეთქი : )
Only by reservation! - დაიწყო.
მეთქი - დღეს ჩემი დაბადების დღეა!
ცოტა ხანს შეყოვნდა და : უი, მართლა? შედი!
გვერდზე გადგა და გზა დამითმო.
მეგონა მეკაიფებოდა და ჩანთის გახსნა დავიწყე რომ აიდი ამომეღო და მეჩვენებინა და უკან მდგომმა დაცვან - მოდი, მოდიო.
რაკი გითხრა შედიო - ე.ი. შეგიძლია შეხვიდეო.
მოკლედ ასე მოვხვდი რობერტო კავალის ბრენდ ღამის კლუბში.
დიდი არაფერი იყო.
ზომით დიდი კი იყო : ) მაგრამ ისეთი არაფერი.
dance floor ფაქტიურად არ აქვთ. პოდიუმია მოდელების გასავლელად და იმაზე ცეკვავდა რამოდენიმე ადმიანი.
wasted time and money. ვერ ვიცეკვე, წამოვედი ასე

ადვილად და დაჟე უპრობლემოდ უშვებდნენ მარინაზე იყო, Grosvenor House by Luxury Collection Hotels.
ძალიან მაგარი ბარ-კლუბი იყო, Club Embassy.
და შარშან რომ ჩავედი - დაკეტილი დამხვდა.
დაცვამ მითხრა - კლიენტი არ იყო და გააუქმესო.
ბოლოს ისევ მარინაზე წავედით, Media One Hotel.
მანდ არის ღამის კლუბი.
მხოლოდ მამაკაცს ან მამაკცების ჯგუფს არ უშვებენ - წყვილი უნდა იყოს ან შერეული ჯგუფი(2ვე სქესის).
+ ფეის კონტროლია (თუ მუდმივი კლიენტი არ ხარ - ჩაცმულობით შეგაფასებენ შენ იქ ფულის დამხარჯავი ხარ თუ 1 ჭიქის დასალევად მოხვედი და იმის მიხედვით ან შეგიშვებენ - ან არა.

აუარება ხალხია, ბართან რიგში უნდა ჩადგე რომ სასმელი აიღო.
2ჯერ ვიყავი, 2ვეჯერ სამშაბათს, Ladies Night.
ამ დღეს შესულ მანდილოსნებს აძლევენ 3 ჟეტონს და ამ ჟეტონით შეუძლიათ აიღონ სასმელი უფასოდ და არის ხოლმე ერთი ამაბავი

ყველა კლუბს აქვს ეს წესი სამშაბათობით. ზოგი 1 სასმელს აძლევს მოსულ მდედრობითი სქესის სტუმრებს, ზოგი 2-ს, ზოგი 3-ს.
ისეთ სასმელებს აძლევენ - არ მომწონს არც ერთი მათგანი და იქვე გავაჩუქებდი ხოლმე გოგოებში (ხან ბიჭებში) იმ ჟეტონებს და ჩემთვის სხვა სასმელს ვყიდულობდი.

პ.ს. შარჟა - ერთადერთი ემირატია მთელს 7 ემირატში სადაც ალკოჰოლი და ღამის კლუბები აკრძალულია

მაგრამ ძალიან შორს არც ხარ.
ღამე მითუმეტეს გზა თავისუფალია და ნახევარ საათში მიხვალ ღამის კლუბების ადგილზე.
ერთი კლუბია კიდევ მანდ, შეიხ ზაიდ როუდზე.
შარჟადან რომ მოდიხარ - მარჯვნივ, გზის პირზე.
რომელ სასტუმროშია - ესეც არ მახსოვს.
მანდაც მკაცრი კონტროლია, მაგრამ ღამის 11მდე თუ მიხვალ და სინგლ გოგოებს დაელოდები და სთხოვს რომ მათთან ერთად გამოცხადდე შესასვლელში (ვითომ ერთად ხართ) - შეგიშვებენ

1-2ჯერ მეც შევიყვანე ასე გარეთ მოფუსფუსე მარტოხელები

ზერო გრავითი არ ვიც, არ ვყოფილვარ.
* * *
აუუუუუ.
რამდენი დამიწერიააა...
ბოდიში.
დაწვრილებით აღწერა ჩემი გამოუსწორებელი წიკია.
ხო და რამინდოდა მეთქვა, კიდევ ერთ ბარს აქებდნენ.
იბნ ბატუტა შოფინგ მოლთან არის,
სასტუმროს ჰქვია Ibn Battuta Sun Gate.
მეტროს გაჩერებაც არის მანდ (მანდ ვცხოვრობდი. კარგი უბანია).
მაგრამ სულ არაბული სიმღერებიაო - რამდენჯერაც დავერეკეთ, ასე გვითხრა ტელეფონ ოპერატორმა და არ წავედით.
არ მახსოვს ვინ მითხრა თუ ინტერნეტში ამოვიკითხე ეხლახანს - ყოველი მე4ე მუსიკა შეიძლება იყოს არაბული, დანარჩენი ჩვეულებრივი ქლაბ მუსიკებიაო.
არა და ოპერატორმა გვითხრა - მხოლოდ არაბული მუსიკებია, არაბულია ქლაბიაო.
კლიენტიც ყოველთვის ბევრი ყავთ, როგორც მსმენია.
შარჟადან ძალიან შორს არის, დუბაის მე2ე ბოლოშია, აბუ-დაბისკენ.