Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რიო დე ჟანეირო
, კოპაკაბანა და რამე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ultra Cosmopolitan
ბუზღუნა
ჯგუფი: Registered
Ultra Cosmopolitan
ბუზღუნა
ჯგუფი: Registered
წერილები: 462
წევრი No.: 54024
რეგისტრ.: 21-February 08
#8818617
· 13 Mar 2008, 18:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არ დამაგდეს კაცო ქადაგად! მინავათი ბატონო, მინავათიიიიი! გეყურებააა!
ბოდიში მარა მაინც დაწერე შენეული ვერსია! გეხვერრრრრწებიიიიიიი!
მადლობა ყურადღებიზაააა!
შენს მერე მე რა უნდა დავცერო?! შენ გამოგდის კარგად და დაცერე ხოლმე, ჩვენ კიდე სიამოვნებით წავიკითხავთ
--------------------
Nobody is perfect! I am nobody.
Politicians are the same all over. They promise to build bridge even where there is no river.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bocmani
ღმერთმანის ძმა
ჯგუფი: Members
bocmani
ღმერთმანის ძმა
ჯგუფი: Members
წერილები: 12491
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07
#8818709
· 13 Mar 2008, 18:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავიწვი მეც შარშან! ძაან მაგრად თან! საშინლად!
სახე ამძვრა მარა ზღვა მაინც ძაან მიყვარს!
QUOTE
აჰ, თავმდაბალია ეგა, არ იზამს მაგას.
დასკვნა აქედან! ბავშვობის მეგობრები!
--------------------
in hoc signo vinces
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3866
წევრი No.: 35703
რეგისტრ.: 30-May 07
#8818755
· 13 Mar 2008, 18:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bocmani
QUOTE
ბავშვობის მეგობრები!
ჰო, თითქმის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 53200
რეგისტრ.: 12-February 08
#8826166
· 14 Mar 2008, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ ეს არ მანახო!
--------------------
Veni, vidi, vici
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2734
წევრი No.: 1349
რეგისტრ.: 22-October 02
#8838433
· 15 Mar 2008, 07:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამშაბათს მივდივარ 1 კვირით და აუცილებლად მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fataqend
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
fataqend
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5034
წევრი No.: 22305
რეგისტრ.: 7-August 06
#8838863
· 15 Mar 2008, 10:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pareto
QUOTE
სამშაბათს მივდივარ 1 კვირით და აუცილებლად მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს...
--------------------
Three lions on a shirt
Jules Rimet still gleaming
30 Years of hurt
Never stopped me dreaming.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3866
წევრი No.: 35703
რეგისტრ.: 30-May 07
#8838976
· 15 Mar 2008, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pareto
QUOTE
სამშაბათს მივდივარ 1 კვირით და აუცილებლად მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს...
დავიბოღმე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 53200
რეგისტრ.: 12-February 08
#8846589
· 15 Mar 2008, 23:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
pareto QUOTE სამშაბათს მივდივარ 1 კვირით და აუცილებლად მოგახსენებთ შთაბეჭდილებებს...
დავიბოღმე. user.gif
მარტი წყეული თვეა ჩემთვის ისტორიულად. პარეტომ მომკლა მე. აღვესრულე!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2734
წევრი No.: 1349
რეგისტრ.: 22-October 02
#8849204
· 16 Mar 2008, 07:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fataqend
Tix
Iulius
კარგით ეხლა...
დახარბების განზრახვით არ მითქვამს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 53200
რეგისტრ.: 12-February 08
#8849392
· 16 Mar 2008, 10:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pareto
QUOTE
fataqend Tix Iulius
კარგით ეხლა... smile.gif
დახარბების განზრახვით არ მითქვამს
ალბათ ლონდონით მიფრინავ. სან-პაულუში ჯდება და მერე თვითონ იქ, სადაც რომ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
Tikk
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3866
წევრი No.: 35703
რეგისტრ.: 30-May 07
#8850035
· 16 Mar 2008, 12:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
pareto
QUOTE
დახარბების განზრახვით არ მითქვამს
განზრახვა კი არა, შედეგია მთავარი...
დაგვხოცე აქ ხალხი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28242
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#8853135
· 16 Mar 2008, 18:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Iulius
- ჯიგარო, მე ვიყავი სექტემბერში რიოში ერთი კვირით. ვერ ვიტყვი, რომ ძაან ვიგულავე - მივლინებით ვიყავი და თავზე ნაღდად არ დამიმხვია იქაურობა, მაგრამ ეგ ჩემი ცხოვრების გამორჩეული ერთი კვირა იყო.
სიმართლე გითხრა, პარიზის შემდეგ არქიტექტურულად სხვა ქალაქების სილამაზის აღქმა მიჭირს (რომში არა ვარ ნამყოფი და მასზე არ ვსაუბრობ) და მაგ მხრივ რიოს განსაკუთრებული შთაბეჭდილება ნაღდად არ მოუხდენია. ნამდვილად არაა ისეთი შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლები, როგორც - ევროპაში. ეგ პორტუგალიის კოლონია იყო, ის კი მაინცდამაინც მდიდარი იმპერია არასოდეს ყოფილა. პორტუგალიელთა აშენებული შენობებიც განსაკუთრებულად არაფერია, მაგრამ ქალაქში ორ ერთნაირ შენობას ვერც კი ნახავთ და მისი სილამაზე ამ მრავალფეროვნებაშია, მაგრამ მთავარი მაინც (ჩემი გემოვნებით, თორემ ვისთვის როგორ) მართლაც რომ ულამაზესი ბუნებაა... ეს განსაკუთრებით კარგად მთებიდან ჩანს - შაქრის მთიდან და კონკოვარდოს მთიდან, სადაც ქრისტეს ის განთქმული ქანდაკება დგას... სამწუხაროდ, იქ ასვლისას წვიმა და იმდენად მაგარი ნისლი იყო, ქანდაკებაც ძლივს ვნახეთ - 10 წუთითაც კი არ გაფანტულა ნისლები... სამაგიეროდ, რაც ვნახეთ - ოოოო... ის ქანდაკება არაა, გეგონება, ცოცხალი ადამიანი დაგყურებს თავზე დაფიქრებული სახით. თან, ამხელა მასიური ფიგურა, გაშლილი ხელებით, ერთიანად თეთრი და რაღაც მისტიური განწყობა გეუფლება... ცუდი იყო, რომ იქიდან ქალაქი კარგად ვერ დავათვალიერეთ, მაგრამ ეს წინა დღეს გავაკეთეთ შაქრის მთიდან. საოცარი სანახაობაა - ლურჯი ოკეანე და მინ ნაპირას გაფენილი ქალაქი, აქეთ - კონკორვადოს მთა (მგონი, სახელს სწორად გამოვთქვამ, თუ არადა, მაპატიეთ
), იქით - ჯერ კოპაკაბანას თეთრი პლაჟი, მის შორიახლოს - წითელი პლაჟი, შორს - მარაკანას მოკრავთ თვალს, ქალაქის შემოგარენში ძაან ლამაზი პატარა მთებია აღმართული, ოკეანეში კი დაუსახლებელ-აუთვისებელი, ძირითადად პალმებით დამშვენებული პატარ-პატარა კუნძულები მიმოფანტულან... თუმცა ამ სილამაზის აღწერა შეუძლებელია. ეს უნდა ნახო...
თვითონ ქალაქი გერმანული ქალაქებივით არ კრიალებს, მაგრამ სკვერები და ამგვარი ადგილები მაინც შესაშურადაა მოვლილი. საერთოდ, ბრაზი.ია თუ ასე განვითარებული ქვეყანა იყო და ამდენით გვისწრებდა, ვერც წარმოვიდგენდი - იმ დონემდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. თუმცა, სასტუმროებში ნაღდად არაა მომსახურების ევროპული დონე. ქალაქში და განსაკუთრებით - კოპაზე აბსოლუტურად ყველა ცნობილი ბრენდის სასტუმროს ნახავ, მაგრამ ევროპაში მომსახურების დონე მაინც უფრო დახვეწილია.
აქ კრიმინალზე იყო ლაპარაკი. არ გაშინებთ, მაგრამ იქ არის უბნები - ფაველები, სადაც პოლიციაც კი არ შედის თურმე. დროთა განმავლობაში ერთგვარი პარიტეტი დამყარებულა - პოლიცია იქ არ შედის, იქაური კრიმინალები გარეთ არ გამოდიან. რიოს მოსახლეობის ზუსტი რიცხვი ვერ დაგვისახელეს, რადგან თურმე ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. გვითხრეს, აქ ხალხი იბადება და ისე კვდება (ძირითადად, იმ ფაველებში), დაბადების მოწმობა, პასპორტი და ამგვარები რომ არაა აქვთ და არც აღირიცხებიან სადმეო... მე ფოტოაპარატით და ლეპტოპით ვიყავი ჩასული და გიდმა საგანგებოდ გამაფრთხილა, რომ აპარატით ქუჩებში სიარულს მოვრიდებოდი. მართალია, კი დავდიოდი და ყველაფერი უექსცესოდ ჩამთავრდა, მაგრამ... გიდმაც გაგვართხილა და მერე სასტუმროშიც, იქაურ მაღაზიაში მომუშავე რუსმა გოგოებმაც გაგვიმეორეს, ქუჩაში ტაქსებს ნუ გააჩერებთ, სასტუმროდანვე აიყვანეთ, თორემ იმან შეიძლება სადმე შეუხვიოს და შიშველ-ტიტველი დაგტოვოს შუა ქუჩაშიო... სხვა შორის, ჩემს მერე იქ ექიმები იყვნენ კონფერენციაზე და იმათგან ვიცი, რომ თურმე აეროპორტიდან სასტუმროში ტაქსით მიმავალი აზერბაიჯანელები გაუჩერებიათ და მართლა საცვლების ამარა დატოვესო... დაჟე, საბუთებიც კი წაუღიათ და მერე საელჩოს დონეზე მოუგვარებიათ მათი პრობლემა... თურმე ისინიც ეჭვობდნენ, რომ ის ტაქსისტი შეკრული იყო კრიმინალებთან და იმათ წინასწარ იცოდნენ, სად უნდა დახვედროდნენო... ერთხელ ეგრე მეც გვარიანად მანერვიულა ერთმა ტაქსისტმა, მაგრამ გადავრჩი.
ზოგადად, იქ ყველაზე ცუდი განცდა ისაა, რომ მსხვერპლის როლში გრძნობ თავს. იქნებ არც არაფერი მოხდეს, მაგრამ გიდების თუ ტურისტული ფირმების მოვალეობაა, მოსალოდნელ საფრთხეზე გაგაფრთხილონ. არადა, ეს საფრთხეები რეალურია. როგორც იქაურმა ქართველებმა გვითხრეს, ქუჩებსა თუ პლაჟებზე დაყაჩაღებები დღისითაც კი ხდება. ძირითადად, ამგვარებს ძირითადად პატარ-პატარა ნაბიჭვრები აკეთებენ, თუმცა ქალაქზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების გავლენაც საგრძნობიაო.
ფეხბურთზეც იკითხა ვიღაცამ რაღაცა და მარაკანაზე ფლამენგო-კრუზეიროს თამაშსაც დავესწარი. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ფლამენგო-ვასკუ და გამა იყო, მაგრამ იქ ვეღარ წავედი. არადა, მაშინ ბევრად დიდი ზეიმი ყოფილა, მაგრამ იქ რაც ვნახე, ისიც საოცრება იყო... საქართველოში სტადიონზე ქუდი რომ შემიგდონ, გამოსატანად არ შევალ - გავარტყი ამათ ფეხბურთს, იქ ნანახის მერე ჩვენი ფეხბურთი უფრო ამაზრზენად მეჩვენება. მაშინ ფლამენგო სადღაც ბოლოსკენ იყო, მაგრამ მაგ პერიოდიდან დაიწყო აღმასვლა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა, კრუზეირო კი სამეულში იყო და, მგონი, მეექვსეზე გავიდა ბოლოს... ევროპული მასშტაბით, სადღეისოდ არც ერთია გრანდი, მაგრამ მთელი 90 წუთი ბურთი რომ არ გაჩერებულა და ტემპი არ დავარდნილა... გამოვშტერდი, ისეთი დაძაბული თამაში იყო, ხოლო ფეხბურთელები... მაგიდის ტოლა მონაკვეთზე ისე ატყუებდნენ კაცს, პირდაღებული ვუყურებდი... იქ შუქნიშნებთან ბავშვები დგანან - ზოგი ვაჭრობს, ზოგი - მათხოვრობს, ზოგი - ჟონგლიორობს... ერთი და იგივე მარშრუტით დავდიოდი ის ერთი კვირა და ერთ ჟონგლიორ ბიჭს ვცნობდი უკვე. 12-13 წლის ბავშვი იქნებოდა, მაგრამ ჩოგბურთის ბურთს ხელის კიდურის ყველა მონაკვეთით - მაჯით, იდაყვით, ბეჭით იმდენხანს კენწლავდა, მე ცქერით ვიღლებოდი.
სულ იმას ვფიქრობდი, ამის დამუღამებას რამდენი შრომა დასჭირდებოდა-მეთქი...
სხვა, რა გაინტერესებთ, მკითხეთ და გიპასუხებთ...
P.S. აუ, რამდენი მიწერია.
This post has been edited by
tavadze
on 16 Mar 2008, 18:29
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
Iulius
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 164
წევრი No.: 53200
რეგისტრ.: 12-February 08
#8853595
· 16 Mar 2008, 19:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
ძმაო, ბევრი კარგი რომანის კითხვით არ მისიამოვნია ისე, როგორც შენი ნაწერით ვიკაიფე. ეტყობა, გიგრძვნია იქაური ამბები. არქიტექტურის ამბავში პარიზის შემდეგ რომელიმე ქალაქის, მათ შორის რომის, აღქმაც ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იმას თავისი ბარონი ოსმანი (ჰაუსმანი) არ ჰყოლია და ბულვარები არ გაუშენებია. სამაგიეროდ, სიძველე თუ გიტაცებს, რომი მაინც რაღაცას გეტყვის. მე ჩემი სახელიდან და წოდებიდან გამომდინარე იქ დაგხვდები ნედახადია კოლიზეუმა, ვდგავარ ასე ორი ათასი წელია.
კიდევ უნდა გადავიკითხო შენი ნაწერი. ეს გაფრთხილებები ერთ რამედ ღირს. ჩემი ნაცნობი ნამყოფია და მეუბნებოდა, ვინც მაფრთხილებდა, მგონი, იმან გამძარცვაო. ორჯერ გაძარცვეს და კიდევ იქით მიიწევს და ჩემი რა გასაკვირია. და ქალებიო... და ისაო, ღამით კოპაკაბანაო და კერძებიო და, მოკლედ გადარეული ვარ. ვზი აქ, ვდგავარ იქ და გული მაინც კოპაკაბანისკენ მიმიწევს. და მარაკანა და რამე და ფლა-ფლუ? ფეხბურთი ხომ არ გინახავს მარაკანაზე და ბოტაფოგოში ხომ არ ყოფილხარ, კოპაკაბანასთანააო. იქაო, ეკლესიები დღისით ეკლესიებია და ღამით დისკოთეკებიო! დავეცი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28242
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#8853968
· 16 Mar 2008, 19:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Iulius
QUOTE
ფეხბურთი ხომ არ გინახავს მარაკანაზე
საკმაოდ ბევრი ვწერე მაგაზეც. აი, თუ არ გჯერა:
QUOTE
ფეხბურთზეც იკითხა ვიღაცამ რაღაცა და მარაკანაზე ფლამენგო-კრუზეიროს თამაშსაც დავესწარი. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ფლამენგო-ვასკუ და გამა იყო, მაგრამ იქ ვეღარ წავედი. არადა, მაშინ ბევრად დიდი ზეიმი ყოფილა, მაგრამ იქ რაც ვნახე, ისიც საოცრება იყო... საქართველოში სტადიონზე ქუდი რომ შემიგდონ, გამოსატანად არ შევალ - გავარტყი ამათ ფეხბურთს, იქ ნანახის მერე ჩვენი ფეხბურთი უფრო ამაზრზენად მეჩვენება. მაშინ ფლამენგო სადღაც ბოლოსკენ იყო, მაგრამ მაგ პერიოდიდან დაიწყო აღმასვლა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა, კრუზეირო კი სამეულში იყო და, მგონი, მეექვსეზე გავიდა ბოლოს... ევროპული მასშტაბით, სადღეისოდ არც ერთია გრანდი, მაგრამ მთელი 90 წუთი ბურთი რომ არ გაჩერებულა და ტემპი არ დავარდნილა... გამოვშტერდი, ისეთი დაძაბული თამაში იყო, ხოლო ფეხბურთელები... მაგიდის ტოლა მონაკვეთზე ისე ატყუებდნენ კაცს, პირდაღებული ვუყურებდი...
QUOTE
მარაკანა და რამე და ფლა-ფლუ?
აი, ეგ თამაში ჩემი წამოსვლიდან სადღავ 2 კვირაში გაიმართა. კი დამწყდა გული, ჩემს იქ ყოფნას რომ არ დაემთხვა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რიოში რომ მომახვედრა და მაგ ერთ დანაკლისს ავიტან.
ზატო, მარაკანაზე ორჯერ ვიყავი - მაგ თამაშის მერე სპეციალურას ექსკურსიაზე წავედით და ყველაფერი დაგვათვალიერებინეს - მუზეუმიდან დაწყებული, გასახდელებით დამთავრებული... მინდორზე ფეხბურთელთა ასავლელი გვირაბიდან ავედით და უშუალოდ მინდორზე არ გვიშვებდნენ, მაგრამ იქ მისულს რა გამაჩერებდა, იმ ბალახზე ფეხი არ დამედგა - ერთი ნახტომით გადავევლე დამცავ ჯებირს და სანამ გამომაგდებდნენ, ერთი ფოტოც მოასწრეს თანმხლებებმა. ვერ აღგიწერ, რა გრძნობა იყო იმ დერეფანში, იმ გასახდელებში, საშხაპეში თუ სტადონის სხვა ოთახებში სიარული, სადაც ფეხბურთელები დადიან, დადიოდნენ თუ ივლიან... იმათ ნაკვალევზე სიარული მართლა სხვა რამე...
სხვათა შორის, თამაშისას მოგუგუნე მარაკანა სულ სხვა იყო და მეორე მისვლაზე პატარძალივით წყნარი და გარინდებული - სულ სხვანაირად ლამაზი.
QUOTE
ბოტაფოგოში ხომ არ ყოფილხარ, კოპაკაბანასთანააო.
მხოლოდ გავლით და არა სასეირნოდ. მე ბოტაფოგოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი - კოპას მეორე მხარეს, სან კონრადოში. სადღაც 1 საათი ჭირდებოდა ავტობუსს, სხვა ტრანსპორტი კი მხოლოდ ტაქსია, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს - 1 წუთი - 1 რეალი. ანუ, იმდროინდელი კურსით, 0,5 დოლარი. ჯამში საკმაო ფული გამოდის.
ბოტაფოგოს სტადიონთანაც მიწევდა გავლა-გამოვლა...
QUOTE
გული მაინც კოპაკაბანისკენ მიმიწევს.
იქაურები ამბობენ, კოპა გაბანძდა უკვე და ახლა სხვა პლაჟი უჯოკრავსო. მაგრამ ეს საშუალო ფენისთვისაა ხელმისაწვდომი და ამიტომაა პოპულარულიო, ის კი ძირითადად მდიდრებზეა გათვლილიო. ის პლაჟიც გვანახეს და სახელიც გვითხრეს, მაგრამ არ მახსოვს...
QUOTE
და ქალებიო... და ისაო, ღამით კოპაკაბანაო და კერძებიო და,
ქალეები სულაც არაა ისე იაფი, როგორც აქაა გავრცელებული ხმები. ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში ძაან ლამაზი ნაკადი დადის, თუმცა ვისაც ზანგები და მულატები უყვარს, იმისთვის ლამაზიც იქნება, მე კი მგონია, რომ ქართველი ქალების პატრონებს სხვები არ უნდა გვეხარბებოდეს.
ევროპაში ყოფნის ჩემმა ხანმოკლე გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ჩვენი ქალები საუკეთესოთა შორის არიან... თუმცა რიოში საუნებში ან მასაჟ-ცენტრებში თუ წახვალ, იქ კი გამორჩეული "ტავარია".
კერძებიც ნორმალური აქვთ - ჩვენნაირ ხორცისმოყვარულებს ნაღდად არ გაუჭირდებათ. თევზის და ხორცის - ქათმის, ძროხის, ძაან დიდი არჩევანია და არც ძვირი არაა. ხორცეული ქართულ კერძებს წააგავს. მაგალითად, იქაური მწვადი არაფრით ჩამოუვარდება ჩვენებურს. იქ არის რესტორნების ქსელი - საგანგებოდ, ხორცის, თევზის რესტორნები, სადაც 40 $ გადაიხდი და მთელი დღე ნუ გამოხვალ გარეთ - ჭამე, რამდენსაც შეძლებ. არავინ გიკონტროლებს, 40 $-ში რამდენს შეჭამ და რამდენი სახეობის კერძს... სიმართლე გითხრა, იქაურ ხილზე უფრო გემრიელი ჩვენებური მგონია. სასტუმროში საზამთროც იყო, ნესვიც და შავი ლეღვიც, მაგრამ მიხოს მოყვანილი საზამთრო ბევრად ტკბილია და რა ვქნა...
და კრიმინალს რაც შეეხება, ამბობენ, რომ ეგრე საშიში ჩრდილოეთია, ხოლო სამხრეთში ნამდვილი ევროპააო. ჩემი ნაცნობი კურიტიბაში ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობდა - ახლა ჩრდილოეთში, ფორტალეზაში გადავოიდა სამუშაოდ, და იმისგან ვიცი, რომ სამხრეთში უფრო ევროპელები ცხოვრობენ და სტილიც შესაბამისია - ქალაქების არქიტექტურა, წყნარი და უსაფრთხო ცხოვრება და ამგვარები... დაჟე, ქალაქებია, სადაც გერმანულად ლაპარაკობენ, რადგან იქაურთა შთამომავლები ცხოვრობენო...
QUOTE
სიძველე თუ გიტაცებს, რომი მაინც რაღაცას გეტყვის.
როგორ არ მიტაცებს. რომს მაგ სიძველეებისთვის აქებენ - მაგაშია მთელი მიმზიდველობაო და მეც მაგიტომ მაინტერესებს. იმედია, იმ იდუმალებასაც შევიგრძნობ.
This post has been edited by
tavadze
on 16 Mar 2008, 19:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
pareto
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2734
წევრი No.: 1349
რეგისტრ.: 22-October 02
#8854397
· 16 Mar 2008, 20:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Iulius
არა, ნიუ იორკში ვარ და აქედან მივფრინავ. სან პაულოში ჩაფრენა კი მომიწევს.
Tix
მაპატიეთ...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(7)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0296 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.