1 დღე ჰელსინკში
მე და ჩემი ჩინელი ძმა და მეგობარი რენი დავაჯექით ბორანს ტალინში და გავეშურეთ ჰელსინკისკენ. ვნახე ის, რაზეც ადრე ბევრჯერ მქონდა გაგონილი - როგორ გადაჰქონდა ფინელ ოღრაშ ლოთს ტალინში გაცილებით იაფად ნაყიდი არაყი, მაგრამ სამწუხაროდ სურათი არ გადაგვიღია
რენი ჩაფიქრებული გასცქერის ფინეთის ყურეს

ბორანში დათრეულ რუკას ვეცნობი

ჩავედით, ნავსადგური.

რენმა ფუნთუშით მიიზიდა თოლიები, რამაც ჩემში და გამვლელ-გამომვლელებში პანიკა გამოიწვია. ის ორი ტიპი ადგა და წავიდა

ამ რაღაცასთან ყველა იღებს სურათს და მე ხომ არ ჩამოვრჩებოდი

ძალიან ერთფეროვანი ქუჩებია და საერთოდ, რაღაც კვადრატული ქალაქია. არ მოგვეწონა.

ძალიან მაგარ, 4-სართულიან მუსიკალურ მაღაზიას გადავაწყდით. რამოდენიმე ფოტო გადავიღე გიტარისტი მეგობრისთვის შესახარბებლად

ძალიან დაღლილები და გათიშულები დავსხედით პარკში და ტალინის ბორნის გასვლამდე ქუჩის ჟონგლიორებს ვუყურებდით