ზუსტად 103 კმია. ქემერთან შედარებით დაშორება დიდია, ალანიაში ვინც ნამყოფია იმათთვის ნორმალური მანძილია.

დალამანის აეროპორტი ერთერთი ყველაზე ცუდი აეროპორტია, რაც კი ოდესმე სადმე მინახავს.
მარმარისის ბუნება 10 თავით ჯობია ანტალიის მხარის ბუნებას.
ერთნაირი ვარსკვლავების შემთხვევაში ქემერის სასტუმროები ჯობია მარმარისის სასტუმროებს.
ტურები მარმარისში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. ფასები იწყება 10$დან და ადის 100$მდე. ( ყოველთვის ნებისმიერი რამის ყიდვისას შეევაჭრეთ, თუ თურქს არ ევაჭრები რაღაცნაირად სწყინს, მგონი საქონლის გაყიდვაზე მეტად ურთიერთობა უხარიათ

) ცენტრიდან დაცილების პროპარციულად მცირდება ტურებზე ფასები. არ დაიჯეროთ ზღაპრები უკეთეს ხარისხსა და დაზღვევის მსგავს ვითომ უპირატესობებზე. ყველა ოპერატორს ხალხი მიყავს ერთი და იგივე გემზე, იახტაზე, ავტობუსით და ა.შ.
ფასებით მარმარისი უფრო ძვირია (ევროპელი ტურისტების დიდი რაოდენობის გამო). მაგალიტად ტაქსი ბარ სტრიტიდან სასტუმრომდე(2 კმ) ჯდებოდა 20ლირა.
რუსები, უკრაინელები და ბელორუსები ცოტანი არიან. ბევრნი არიან ინგლისელები და გერმანელები, ასევე თურქები ბაირამის დროს.
newoneდამიჯერე ცდები.

მთვრალი რუსიც, ინგლისელიც და ქართველიც ერთნაირია.
განსაკუთრებით ის ხალხი დამეთანხება, რომელიც აუზში იყო მაშინ როცა ინგლისელმა ნასვამმა მამაკაცმა არწყია პირდაპირ აუზში.
ის ხალხიც დამეთანხმება ვინც ინგლისელი ქალების ჩხუბს შეესწრო.