ანტალიაში რა გინდა?!

თუ გართობა გინდა ქემერში წადი. ანტალიასთანაც ახლოა და სიტუაციაც უკეთესია გართობის მხრივ.
ფასებს რაც შეეხება:
სასტუმრო AI: 10 დღით რო აიღო დაგიჯდება კაცზე 250-400$ და ზევით
ტრანსპორტი: 150$ ავტობუსით, 200-250$ თვითმფრინავით
გართობა: ექსკურსიები იწყება 25$დან, კლუბებში შესვლა ბიჭებისთვის 30$, მაგრამ შეიძლება ტურისტულებისგან ან თუნდაც სასტუმროს ბარმენებისგან გაჩითო უფასო ან სიმბოლურ ფასიანი შესვლა. თვითონ კლუბებში ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს, მაგალითად ბოთლი არაყი 200$. ვისკი, ხილი, რედბული და ფისტაშკები 350$.
შოპინგ ცენტრები არის ქემერშიც და ანტალიაშიც. ქემერში ვალი აქვთ ვიღაცის და ფასებსაც ესეთს ადებენ.ბევრია ტრუხა საქონელი(განსაკუთრებით სუნამოები). მე ანტალიაში წასვლას გირჩევდი სავაჭროდ. ქემერიდან ანტალიამდე ავტობუსი (ე.წ. დოლმუში) 8 ლირა, ჩამოხვალ Migros-თან, კაი დიდი მოლია და დიდი არჩევანით, მაგის გარდა მაქედანვე შეგიძლია წახვიდე Deepo Outlet-ში, ელოდები დოლმუშ-ს ნომრით AC03 და ნახევარ საათში იქ ხარ (2,5 ლირა ჯდება ეს სიამოვნება).