makratelaCAT და ავტობუსი გამორიცხე. თუ გაინტერესებს განსხვავება გეტყვი: ქეთ მიდის 16 წუთში ცენტრამდე, (ელექტრიჩკა 20 წუთში) ანუ გაჩერება არ აქვს არსად და ღირს 15€, ავტობუსი ღირს 8€, ძირითადად აეროპორტის თანამშრომლები დადიან, რომლებისთვისაც უფასოა.
დანარჩენი ყველა ერთიდაიგივე ღირს, და მოგწერე უკვე ონლაინ ჯობია იყიდო და ტელეფონში გექნება, წინა პოსტებს გადახედე.
ისე აპარატებში იყიდი, აეროპორტის აპარატში მგონი ვერ ყიდულობ რამოდენიმე დღიან ვენის ბილეთს, არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ხვალ ვბრუნდები ათენიდან და ვნახავ კიდე ზუსტად.
აეროპორტი არაა ვენის ზონაში, 2 გაჩერებაა ვენის ზონამდე, ანუ 17,10€ ბილეთში არ შედის ეგ ორი გაჩერება მაგრამ ღირს 1,7€, ანუ აპარატში თუ იყიდი (ლიანდაგებზე სანამ ჩახვალ იქაა აპარატები) და 17,10€ ვენის ბილეთი გაქვს უკვე, მიუთითებ აპარატში რომ გაქვს ვენის ზომა და ყიდულობ ვენის ზონამდე მხოლოდ.
თუ არ გაქვს ღირს 4 და რაღაც და შედის ვენაც, რამდენი ხანი შეგიძლია იმგზავრო არ მახსოვს ზუსტად.
Wien Mitte Landstraße ეს გაჩერება გაწყობს, მერე გადაჯდები მეტროში უ3 ზე, მიმართულება Ottakring.
ორნაირი მატარებელია ჩქარი მატარებელი (შედარებით პატარები) და რეგიონალური (შედარებით დიდები).
რეგიონალური ზოგჯერ არ აჩერებს მითეზე, პატარები ძირითადად ყველა. მაინც შეხედავ ეკრანზე წერია ყველაფერი.
ÖBB Scotty
ÖBB
Qando Wien
ესენი გადმოწერე თუ გინდა, სად როგორ მიხვიდე გიწერს, ცოტა უკეთესად ვიდრე გუგლი.
არაფერი სახელი არ აქვს, ჩვეულებრივი ბილეთია ერთი კვირის.
მოკლედ ონლაინ იყიდე და დამთავრდა, დაივიწყე ეს მგზავრობა
ÖBB ამ აპლიკაციაში შეგიძლია იყიდო ყველაფერი.
თუ არ იყიდი ბილეთს (როგორც ილიამ გირჩია

) და ამოვიდნენ (ძაან ხშირად არ ამოდია მაგრამ შანსიც არის, და დაგაჯარიმეს დიდია ჯარიმა, ქალაქში მგონი 80€ და აეროპორტში უფრო მეტი, სიშორის მიხედვით ჯარიმაც იზრდება.
This post has been edited by elen7 on 4 Jan 2019, 11:00