ვენა სასწაულია. მაგრა მიყვარს, როგორც სამშობლო, ისე

მშვიდი, წყნარი და მხიარული, არააგრესიული ხალხის ქალაქი... (თბილისს როდის ეღირსება ეგ? )
ვენაში არის ერთი ძველისძველი რესტორანი/მუზეუმი, რომელიც პირველ ჩასვლაზე მე და ჩემს ძმაკაცს მართლა რესტორანი გვეგონა

. არა და - ღირსშესანიშნაობაა ქალაქის, ნუ ჰოფბურგის მერე მესამე თუ არა, მეხუთე მაინც

ALTE BACKSCHTUBE ჰქვია. ეგ იყო და არის რესტორანი მე-15 საუკუნიდან და დღეს პრაქტიკულად, მუზეუმია.
მე და ხოსამედინი (ჩემი ძმაკაცი) იქ საპახმელიოდ შევედით დილის 6 საათზე (ღია იყო!) და მას მერე აღარ გამოვედით. ანუ, აზრზე არ ვიყავით (გოიმობისა გამო), თუ სად ვიყავით.

ძალიან გაგვაკვირვა იმან, რომ პერიოდულად იქ კარი იღებოდა და ექსკურესიები შემოდიოდნენ და გიდები გრძელი ჯოხებით უთითებდნენ წარჩინებული ავსტრიელების პორტრეტებზე და რაღაცას უყვებოდნენ ტურისტებს

საჭმელ- სასმელი საუცხოო იყო... იქ გიახელით პირველად ვიინერ შნიცელ, სასწაული, აბსოლუტურად ფანტასტიკური დონის, იქ დავლიე პირველად ჰუბერტუსი (იშვიათი, ელიტარული ლუდია), იქ მომართვეს პირველად ვენური აპფელშტრუდელ...
რა დაჯდა არ ვიცი, არ მახსოვს, პირველად ვიყავი მაშინ ვენაში და ევროები არ იყო, კრონები იყო, თბილისში - კუპონები

მაგრამ დაჯდებოდა ბლომად, დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ორი გიჟი გრუზინეცის გარდა იქაურობას არავის გაჰკარებია, ჩვენ კი მთელი სამი დღე იქ გავატარეთ (ჭამის ამბავში).
გავდიოდით საქმეზე, ვბრუნდებოდით და დატოვებული საჭმელი, ნახევრად უკვე ნაჭამი და პრინციპში დავიწყებული, ისევ ცხელი და ახალი გვხვდებოდა. ანუ სერვისი იყო სასწაული.
ამას წინად ისევ მოვინახულე იქაურობა...

გაბანძებულია, არის ჩვეულებრივ რესტორნად ქცეული, პატრონი შეიცვალა.... რომ შევედით, ყველაფერი თითქოს იგივე იყო, მაგრამ ისხდნენ პატრონი და მისი ცოლი და მაყუთს ითვლიდნენ (ქეშს)...
პირველ ჩასვლაზე ის წინა პატრონი თვალითაც არ მინახავს, მაგრამ სადღაც უკან, ჩუმად უკრავდნენ მოცარტს, პაპაგენო/პაპაგენას უკვდავ დუეტს...

Mutantur tempora, et nos mutamur in illis....
* * *
crazy girl