რომ შევაჯერო, ვილნიუსმა არ აღმაფრთოვანა.
პატარა ქალაქია, ძველი ნაწილი ლამაზია, მაგრამ რამდენიმე საათში მოივლი.
მომენტებში მგონია, რომ სადღაც დიღომში ვსეირნობ. ბევრი 5სართულიანი საბჭოთა კორპუსები დგას.
ინფრასტრუქტურულად იგრძნობა, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა. ბევრ მსგავსებას ვიჭერ და ალბათ, ეს განმიზიდავს.
ფასები იგივეა რაც გერმანიაში, მომენტებში რაღაცები უფრო ძვირიც ღირს, მაგრამ გერმანიაში უკეთესი ხარისხის პროდუქტებს ვყიდულობ.
პლუსებიდან, თევზი უყვართ <3 სუპერმარკეტებში საოცარი ასორტიმენტია.
გუშინ, ცხოვრებაში საუკეთესო სუში მივირთვი
გარეგნულად, ავითქვიფე მოსახლეობაში და ბევრს თავისიანიც კი ვგონივარ.
რუსულად ბევრი საუბრობს, ინგლისურად ნაკლები. უფრო ახალგაზრდები.
ვგრძნობ, რომ რუსეთი ახლოსაა, ალბათ, საქართველოს ბელორუსიზაციის შემდეგ, ბალტიისპირეთის ჯერიც დადგება

ქართველები მოსწონთ, გაჭირვების ჟამს, ემიგრაცია შეიძლება, ლეგალურად დასაქმების შანსები მეტია.
თუმცა საჩემო ქვეყანა არაა. ცივა, დეპრესიული ამინდია.
ბებიაჩემის სამშობლო, 4 საათის გზაზეა, ავტობუსით. ალბათ, შემდეგ ჩამოსვლაზე, იქაც შევივლი.
ახლა, ერთი სული მაქვს, რომ გერმანიაში დავბრუნდე.
ამ საარჩევნო დეპრესიის ფონზე, შვეიცარიის ბუნებაში სეირნობა თუ მიშველის