საერთოდ არ მიყვარს ქალაქების შედარება, რადგან მივიჩნევ რომ ყველა ქალაქს აქვს რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული, რომელიც გიზიდავს და გხიბლავს; ისევე როგორც ყველა ადამიანს აქვს თავისი ქალაქი, ადგილი სადაც ბედნიერად იცხოვრებდა იქ რომ დაბადებულიყო

ჩემი ქალაქი ლონდონია, ბრიტანული კულტურის ფანი ვარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მაგრამ....... ვერ წარმომიდგენია ამ ქვეყნად ადამიანი, რომელიც ჩავა პარიზში და ეს ქალაქი არ მოეწონება!!
საოცარი ენერგეტიკის ადგილია, თავისი ულამაზესი შენობებით, მოჩუქურთმებული სასახლეებით, პატარა "ბებერი" კაფეებით და წვრილი ქვაფენილი ქუჩებით. ვერც ერთი სურათი, ნახატი თუ გადაცემა ვერ გადმოსცემს თურმე ამ მომაჯადოვებელ სილამაზეს, ეს ყველაფერი თავად უნდა ნახო, შეიგრძნო და განიცადო.
მართლა დაუვიწყარი საახალწლო მოგაზაურობა გვქონდა მე და ჩემს დაქალებს. ყველას ვურჩევ რომ წავიდეს და ერთხელ მაინც ნახოს ეს ულამაზესი ქალაქი

ცხოვრებაში პირველად მივხვდი და განვიცადე საკუთარ თავზე ის რასაც გულისხმობდა ჰემინგუეი როდესაც დაწერა "If you are lucky enough to have lived in Paris as a young man, then wherever you go for the rest of your life, it stays with you, for Paris is a moveable feast."
მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ რა
* * *
SeNioRiTa*ზანგია უზომოდ ბევრი, მიაქვთ ზანგებს იქაურობა, გადაჯიშდა საფრანგეთი
Life can seem short or life can seem long, depending on how you live it.