iversonშენ მგონი მატრიცაში ხარ ჩარჩენილი ჯერ კიდევ და.. ჩვენ გინდა აგვიხილო თვალი?
მე პირადად, როცა არავინ იყო, არც მსურველი მოდერატორობისა და.. არც მსურველი აქაორობის შეცვლისა, წავაყენე პრეტენზია მოდერატორობაზე, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მიმეხედა განყოფილებას, ზუსტად ისე, როგორ მაჰათმა განდიმ დაწერა რამდენჯერმე.. გამესუფთავებინა განყოფილება ისეთი თემებისგან, როგორებიც არ შეესაბამებოდა ამ განყოფილებას და ასევე წევრების ნაწერები. შენ არ გინახავს ყველა თემა და არ იცი - მე კი ვნახე რამდენიმე და ვერც წავიკითხე ბოლომდე.
მოდერატორი ჩემთვის არის ზუსტად იგივე წევრი ამ ფორუმისა, როგორიც ყველა ჩვეულებრივი. უბრალოდ აქვს მას შესაძლებლობა დახუროს, შეასწოროს და დასაჯოს სხვა წევრი ბანის ან ვორნის სახით - რა თქმა უნდა სამართლიანად.
მე ეს იყო რაც ვითხოვე და დასამალი არც მაქვს არაფერი. მივწერე ადმინისტრატორსაც და სუპერ მოდერატორსაც, რომ მსურდა ამ განყოფილების მიხედვა. სანამ მათ რაიმე მოიფიქრეს და გადაწყვიტეს - გამოჩნდა ჩემს გარდა რამდენიმე მსურველი და, მე ჩემი თავი ზედმეტად ჩავთვალე - რადგან არიან სხვებიც, მე ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, იმიტომ, რომ მოდერატორობა არ მინდოდა - მაგრამ ამ განყოფილების მიხედვა მინდოდა და მგონი გადაწყვიტეს კიდეც რაღაც და რაც საჭირო იყო ამ ეტაპზე გაკეთდა.
შენ კი რაღაც მეეჭვება იცოდე მოდერატორის ფუნქცია.
რატომ შეწუხდი ასე ძალიან - ვერც ამას მივხვდი და.. რაც შეეხება თვალის ახელას - დიდი ხანია ძალიან რაც თვალები ავახილე და.. თავისფლება კიდევ, მე ცხოვრებაში ვარ თავისუფალი და.. ამ ფორუმშიც, იქ სადაც მოდერატორია და.. იქ სადაც არ არის მოდერატორი.
სადღაცას თითქოს მოვკარი თვალი, რომ შენც გინდოდა მოდერატორი ყოფილიყავი და.. დარწმუნებული ვარ კიდევ, რომ შემოგთავაზონ არ იტყვი უარს

აი მე კი თამამად შემიძლია ვთქვა უარი.
მე აწი არანაირი პრეტენზია არა მაქვს ამ განყოფილებასთან, მთავარია ყურადღება გახშირდეს და.. ისევ ისეთი აღარ გახდეს "მოგზაურთა კლუბი".
This post has been edited by რუსთაველი on 2 Jun 2008, 15:21