mahatma-gandhi[quote]მოკლედ ხომ არ გაგვიზიარებ საელჩოს პროცედურებს????
სასტუმრო და ბილეთი წინასწარ დაჯავშნე? თუ ტურისტულმა გააკეთა? ასევე საზღვევა მაინტერესებს როგორ ხდება და სად,,,
ასევე სხვა რა საბუთები მოგთხოვეს,, და გასაუბრებაზე რა კითხვები დაგისვეს ,,,
ნუ,, მოკლედდ, გაშალე ფრთები,,, და მოგვიყევი ყველაფერიიიიი,,,[/quote]

პროცედურა სტანდარტულია. ჩავეწერე სამი- ოთხი თვით ადრე ( მგონი ორიც საკმარისია), მაგრამ მე ეს არდადეგები უკვე დეკემბერში, 9 თვით ადრე მქონდა დაჯავშნილი და ვერ მოვითმინე. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, არ მივმართე ტურისტულ სააგენტოებს ( ნერვებს მიშლიან თავისი არაპროფესიონალიზმით!) და ჩემით დავჯავშნე სასტუმროები ( ზოგი მეგობრების რჩევით და ზოგიც Trip Advisor ის review - ებზე დაყრდნობით), მუზეუმები, რესტორნები - ყველაფერი.
საკონსულოში გასაუბრება ძალიან ცუდ პერიოდს დაემთხვა და მინდა მაგას დავაბრალო ზოგიერთი რამ. მე და ჩემი მეგობრები საკმაოდ ბევრ შენგენის ქვეყანაში ვართ ნამყოფი. ისიც გასაგებია რომ ყველა ქვეყნის საელჩოს თავისი პროცედურა აქვს, მაგრამ საკონსულოს თანამშრომელთან კონსულტაციის საფუძველზე ვიცოდი რომ ხელფასის ცნობა, საკრედიტო ბარათები და სეივინგ ექაუნთი საკმარისი იყო და და ჩეკების წარდგენა არ დამჭირდებოდა. თვითმფრინავის ბილეთებით, სასტუმროს ჯავშნით, დაზღვევით, ცნობით ხელფასის და შვებულების შესახებ, კონტრაქტის ასლით შეიარაღებული არხეინად მივედი დანიშნულ დროს. საბუთების მიღებაზე ცივი უარი მტკიცეს -ეხლა 12- ის 10 წუთიაო და 12 საათამდე თუ არ მოიტან 3000 ევროს ჩეკებს, მაშინ თავიდან ჩაეწერე და ალბათ გასაუბრება სადღაც ნოემბერში მოგიწევსო. სხვა შემთხვევაში, დღეს, საბუთებს ვერ მივიღებო. არრრრრრრრრ არსებობსო!!!!! ჩემდა ბედად საელჩოსთან ახლოს ვცხოვრობ და ფრენა-ფრენით ჯერ სახლში, მერე ბანკში, მერე საელჩოში . . . და 5 წთ დამაგვიანდა. ადრე იტალიის საელჩო ჩემი კორპორატიული ექაუნთი იყო და მე რომ ამ გოგოს ვევედრებოდი, ამ დროს ნაცნობი გამოვიდა და მერე გაიღო მოწყალება ოფიცერმა და მიიღო საბუთები. მოკლედ ასეთი საყვარელი გოგო იყო . . .
კითხვები სტანდარტული იყო - რომელ ქალაქებში მიდიხარ, რა მიზნით - არ ჩაღრმავებია.
დაზღვევა ალდაგი- ბისიაი- ში ვიყიდე
ვიზა ერთ კვირაში მოგვცეს
chorven:)[quote]სად და რა რეისით? შეიძლება, დაგემგზავრო [/quote]
[quote]
ავსტრიული ავიახაზებით მივფრინავთ 4 მეგობარი. გამიხარდება თუ ერთად ვიმგზავრებთ
akkai[quote]შარშან ამ დროს ვიყავი ზუსტად იტალიაში...წარმოუდგენელი სიამოვნება გელოდება წინ...
რომელ ქალაქებში მიდიხარ???
თუ საშუალება გექნება პორტოფინოში ჩაისეირნე აუცილებლად... [/quote]
ხოოოოოოო, ვიცი რომ დიდი სიამოვნება მელის

სტენდალის სინდრომი თუ დამემართა მერე ნახე შენ . . .
რომში, ფლორენციაში, ვენეციაში და ბარში მივდივარ ( წმინდა ნიკოლოზის საფლავზე). ალბათ პორტოფინოში ვერ მოვხვდები წელს

რითია ეს ქალაქი გამორჩეული?
მოკლედ მინდა შენგენის ერთწლიანი მულტი ვიზა. სხვა ქვეყნების ორწლიანი და ერთწლიანი მულტებიც მაქვს და არ მომცემენ ამას ვითომ???
This post has been edited by nanana on 8 Sep 2008, 16:16
Кризис дополз и до меня... Сыр ем с плесенью, вино пью старое, в машине езжу без крыши...:boli:
Don't go for less, take the best!