მოკლედ შეგაშინებთ, დახმარებაზე რა გითხრათ
აქ ამერიკაზეც ამბობენ ყველას ურტყავენო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება შენგენის ვიზას, მე პირადად არ ჩამირტყეს ჰოლანდიის საელჩოში (ესპანეთში ვაპირებდი) . იმ ადამიანებს ალბათ ვერ გადავწონი ვისაც პრობლემა არ შექმნია, მაგრამ ფაქტია. არც მიფიქრია უარს რომ მეტყოდნენ. არანაირი პრობლემა არ მქონია (მეუღლესთან ერთად ვაპირებდი), დანაზოგიც გვაქვს, ბავშვიც გვყავს

სამსახურებიც გვაქვს და ასევე შარშანდელი ვიზა მაქვს (იტალიის). პასპორტი გადასაგდები გამიხადეს (ალბათ იცით, რომ ფუჭდება ამ დროს პასპორტი).
მოკლედ, კარგად დაფიქრდით, ილოცეთ

მეტი არაფერი, დიდად რჩევებსაც ნუ ენდობით. ვიმეორებ, არანაირი პრობლემა არ მქონია და ასე მოხდა.