PLACEBO_LOVERავსტრალიას რაც შეეხება...
მე მივიღე პერმანენტ-რეზიდენტის ვიზა მოსკოვის საელჩოში (მაშინ რუსეთში ვცხოვრობდი), მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო - 2000 წელს, და კანონები სულ იცვლება. ამიტომაც შემიძლია მხოლოდ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ზოგადად, დეტალების გარკვევა კი საელჩოში შეიძლება.
მოკლედ, რამოდენიმე ტიპის ემიგრაცია არსებობს, ოჯახური (ცოლი ან ქმარი თუ გყავს ავსტრალიელი, სხვა ნათესავებზე მაინცდამაინც არ ვრცელდება), ლტოლვილის და დამოუკიდებელი ემიგრაცია (დანარჩენი კატეგორიებიც შეიძლება იყოს, მე არ მახსოვს). მე ჩავაბარე საბუთები დამოუკიდებელ ემიგრაციაზე, რადგან იქ, მეგობრების გარდა, არავინ მყავდა. ამისთვის რამოდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო (მაშინ ასე იყო, ახლა არ ვიცი)
1.იყო 40 წლამდე ასაკის
2.უნდა გქონდეს უმაღლესი დამთავრებული
3.უნდა იცოდე ინგლისური (რასაკვირველია)
4.უნდა გაგაჩნდეს რაღაც თანხა (არც თუ ისე მცირე), რომ შენი თავის რჩენა შეგეძლოს პირველ ხანებში, სანამ მოეწყობი. ჩემს დროს ფულადი დახმარება ახლად ჩამოსული ემიგრანტებისთვის აღარ არსებობდა

5, ძალიან სასურველია, გქონდეს სტაჟი შენი პროფესიიდან გამომდინარე.
მოკლედ, ერთი ტონა საბუთების შეგროვება დამჭირდა თბილისში. საელჩოში გაძლევენ იმ საბუთების ნუსხას, ანკეტას და საერთოდ - ყველანაირ ინფოს ემმიგრაციასთან დაკავშირებით (ერთი დიდი ბუკლეტია).
საბუთების განხილვა ფასიანია. ზუსტად არ მახსოვს, მგონი მაშინ 700 დოლარი აშშ ღირდა. თუ მიიღეს, უნდა იჯდე დე ელოდო შეტყობინებას საელჩოდან, რომ შემდეგი ტური გაიარო. წესით, თუ კანდიდატურა აწყობთ, სადღაც 6 თვეში საბოლოო პასუხს მიიღებ. მაგრამ ესეც ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
ზუსტად არ მახსოვს, მგონი შემდეგი ტური ინგლისურის გამოცდა იყო (IELTS), დიდი არაფერი - საკმაოდ მარტივია. ისიც ფასიანია. მე ჩავაბარე
შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა - საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი უნდა იყო, ანუ (ღმერთმა დაგიფაროს) არ უნდა გქონდეს კიბო, ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის ჩხირი ავსტრალიაში საერთოდ არ არსებობს, ამიტომ ეს დაავადება ძალიან აშინებთ), ნუ, მოკლედ, მძიმე დაავადებები. მე ეს ტურიც გავიარე (ხო, ყველაფერში ფულს იხდი).
ცოტა ხანში მივიღე permanent resident-ის 5-წლიანი ვიზა. ანუ, აბსოლუტურად ლეგალურად ცხოვრობ იქ, შეგიძლია მუშაობა და ასე შემდეგ, მხოლოდ არჩევნებში ვერ იღებ მონაწილეობას, სანამ პასპორტს არ აიღებ. ახლა რაშია საქმე - ამ ვიზით შეგიძლია იარო ავსტრალიაში რამდენიც გინდა (ფინანსები თუ გაქვს, საკმაოდ ძვირია მგზავრობა და საერთოდ - ყველაფერი), მაგრამ საერთო ჯამში უნდა დააგროვო 2 წელი ავსტრალიაში ყოფნისა და ამის შემდხეგ უკვე გაძლევენ სრულფასოვან მოქალაქეობას (პასპორტს).
ჰო, კიდევ - პრიორიტეტს აძლევენ იმ ხალხს, რომელის თანახმაა იცხოვროს ისეთ შტატებში, სადაც მოსახლეობა ძალიან ცოტაა და მაინცდამაინც არავის უნდა იქ ცხოვრება (მაგ. ცენტრალურ ავსტრალიაში, ელის-სპრინგში - საშინელი კლიმატია, უდაბნო და მისი ჯანი

) მე მივუთითე ანკეტაში NSW შტატი, რომლის დედაქალაქი სიდნეია. ყველას იქ უნდა

რა თქმა უნდა. ძველი და ფანტასტიური ქალაქებია ზუსტად სიდნეი, მელბურნი და ადელაიდა. მარააა.... სიდნეი ყველას ჯობია.
აი ასეთი ამბები... თუ კიდევ რამე დაგაინტერესებს, დამიპიემე

ძალიან მოკლედ გითხარი ყველაფერი და ათასი ნიუანსია.
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.