გამარჯობა , ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. პოლონეთში გვინდა წასვლა მე და ჩემ ძმაკაცს მეტალიკის კონცერტზე, ივლისში. არასრულწლოვანი ვარ ის სრულწლოვანია მაგრამ ვიზა არასდროს აუღია. მე 3 ჯერ მაქვს შენგენის ვიზა, ხოდა რა მაინტერესებს, საიტზე უწერიათ ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:
1.გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში. - ეს რას ნიშნავს, ანუ ერთხელ უეჭველი უნდა მქონდეს ვიზა უკვე? ანუ ჩემს ძმაკაცს არ ჩაურტყავენ?
2.სამედიცინო დაზღვევა მინიმუმ 30 ათასი ევროს ოდენობის, რომელიც მოქმედებს მთელ შენგენის ზონაში - ქსეროასლით. - დაზღვევის გარეშე ვერ წავალთ თუ რა გამოდის?
3. არასრულწოვანის საზღვარგარეთ დამოუკიდებლად გამგზავრების შემთხვევაში, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა - (ნათარგმნი ინგლისურად ან რუსულად - ქსეროასლით); - ჩემ შემთხვევაში (არასრულწლოვანი ვარ) მხოლოდ მშობლების ნებართვა საკმარისია ? თუ აუცილებელია მინდობილობის გაფორმება ვინმეზე.
რომელი ვიზა მჭირდება მე, C D A კატეგორიებიდან?
და კიდევ ერთი რამ, რამდენიხნით ადრე შეიძლება განცხადების შეტანა და რამდენხანში იქნება პასუხი, რომ ბილეთი ტყუილა არ ვიყიდოთ.
ძალიან გთხოვთ დამაკვალიანეთ გაურკვევლობაში ვარ და არ მინდა გამაზვა მეტალიკის