მე სულაც არ მომეჩვენა მახინჯი და შავბნელი, პირიქით იმ ადგილებში სადაც მე დავდიოდი, ყველგან მუსიკა და ბევრი ყვავილი იყო, ძალიან ლამაზი, ხალისიანი და სიცოცხლით სავსე მომეჩვენა. შეიძლება მე ვიყავი სულ კარგ ხასიათზე იქ ყოფნის პერიოდში

დაახლოებით ერთი თვე ვიყავი.
მთავარი ღირსშესანიშნაობა მგონი მართლაც ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმია. კიდევ არის ბოტანიკური ბაღი. თუ მეჩეთები გაინტერესებს, მგონი ცისფერი მეჩეთი ქვია ყველაზე დიდს და ლამაზს. თუ ლურჯი. ღამე საკმაოდ ლამაზად ჩანს.
სასტუმროების ამბავი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რადგან სასტუმრო გაინტერესებს ე.ი. ღამე იქნები იქ და საღამოს შეგიძლია ცენტრალურ უბანში გაიარო, კიზილაი ქვია ცენტრალურ უბანს... აქეთ ხილი იყიდება, იქით ყვავილები... ძაან გამოცოხლებულია იქაურობა. ბევრგან გარეთაა გამოტანილი მაგიდები და გირჩევ ლაჰმაჯუნი გასინჯო. ერთი პატარა ქუჩაა მგონი საქარია ქვია, სულ კაფეები და ბარებია. ბევრგან რა თქმა უნდა თურქულ მუსიკას უკრავენ, თუმცა ახალგაზრდული ბარებიცაა, სადაც საკმაოდ კარგად ასრულებენ თანამედროვე რაღაცეებს... ყოველ შემთხვევაში ასე იყო ადრე, მე საკმაოდ დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიყვები
სტამბოლში არ ვარ ნამყოფი, იქ ალბათ ეს ყველაფერი 100-ჯერ უფრო მშვენიერია, მაგრამ რადგან ანკარაში გიწევს გაჩერება, გირჩევ პოზიტიური თვალით შეხედო და მისი თავისებური სილამაზეც დაინახო