#44574224 · 12 May 2015, 19:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
keks
| QUOTE | ბილეთები რა ღირს ვინმემ თუ იცით რომ დაწეროთ ? ავია და ავტობუსისაც. კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს, ID ბარათით შევძლებ გადასვლას ? პასპორტი გამოსაცვლელი მაქვს |
ავტობუსის სადღაც 100 ლარი მგონი,იქიდან რომ მოვდიოდი,აშთიზე 100 ლირა ღირდა და ალბათ აქედან წასასვლელიც სადღაც მასე ეღირება. ID ბარათით გადასვლა პრობლემა არაა.
თავად ქალაქს რაც შეეხება,არის რა,ვცხოვრობდი რამდენიმე თვე,სანახავი ბევრი არაფერი, რაც არის - ანითქაბირი,ჰაჯი ბაირამის მეჩეთი,რამდენიმე მუზეუმი,ანკარის ციხე,მორჩა,ბეიფაზარია კიდევ ანკარასთან ახლოს,მაგრამ როგორც მახსოვს ქალაქის ნაწილად არ ითვლება. ანკარის ციხეც და ჰაჯი ბაირამიც საკმაოდ ცუდ უბნებშია,თუმცა დღისით არაფერი მოხდება დიდი ალბათობით,მაგრამ ზოგადად გეტოიზებული,კრიმინალიზებული ადგილებია. სხვა,ნუ სავაჭრო ცენტრებია ბევრი,ძირითადად ესქიშეჰირის გზაზე,აშთიდან უნივერსიტეტებისკენ მიდის ტრასა და იქითა მონაკვეთზე. ბუნებრივი სილამაზე,ისტორიული მემკვიდრეობა და ა.შ. თუ გაინტერესებთ,ანკარაში მაგისთვის წასვლა არ ღირს. რუხი,დაგეგმილი ქალაქია,სადაც თავად მაცხოვრებლების უმრავლესობაც იმის გამოა,რომ ან საშოვარზეა ან სტუდენტია ანაც სახელმწიფო სამსახურის განაწილებითაა.
--------------------
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.
|