TorrentMannმოკლედ ესეთი რამეა.
რეგისტრირდები ამ საიტზე და დებ შენს ფოტოს.
შემდეგ ვთქვათ და გადაცყვიტე რომ ესტუმრო რომელიმე ქვეყანას ან ქალაქს. ვთქვათ იტალია და კერძოდ მილანი.
მაგრამ არ გაქვს ასე ვთქვათ ბევრი ფული რომ იქაურ სასტუმროში ან ჰოსტელში რომ იხადო და ამიტომაც ხსნი იტალიის ჯგუფს და ეძებ იტალიელ მომხმარებელს ამ საიტის კერძოდ მილანში როგორც ვთქვი. შეარჩევ შემდეგ რომელიმე ადამიანს რომელსაც ექნება პროფილში თანხმობა ვინმეს მასპინძლობაზე. მერე ადგები და გაუგზავნი რო აი გამარჯობა მე ეს ვარ, ამჟამად მილანში ვარ და ხომ ვერ მიმასპინძლებდი ასე ვთქვათ. და ყველაზე კარგი ის არის რომ ეს არის სრულიად უფასო. ანუ შენ გაქვს შანსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერ ქალაქში იპოვო მასპინძელი უპრობლემოდ. მაგრამ ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალო საიტი. ეს არის სტუმარმასპინძლობის და სხვადასხვა კულტურების, ტრადიციების გაცვლა, დამეგობრება მათთან იმ დროს როდესაც შენ უცხო ქვეყნის სტუმრობისას შეიძლება სასტუმროში ყოფნისას ვერ კი გაგეცნო ვინმე იქაური ან ადგილობრივი ასე ახლოს.
უმთავრესი აქ არის მეგობრული დამოკიდებულება ყველასთან.
ეს არ არის გაცნობის საიტი! (ამისათვის დარეგისტრირება არ ღირს!

)
და ყოველივე ასევეა საქართველოშიც. ანუ არსებობენ სტუმრები და მასპინძლები.
შენ შეგიძლია ამოირჩიო ან უბრალოდ ორივე იყო დროის სხვადასხვა პერიოდებში.
მიდიხარ იტალიაში? მაშინ ხარ სტუმარი.
ის მოდის შენთან, იმავე პრინციპით საქართველოში მაშინ შენ ხარ მასპინძელლი თუ ისურვებ რა თქმა უნდა.
რა უნდა ქნა ამისათვის?
უნდა გაიარო რეგისტრაცია და დადო შენი პირადი სურათი და შეავსო შენი პროფილი.
მინდა დავამატო რომ ეს არის ერთერთი საუკეთესო ონალიან ვებ გვერდი რაც კი მინახავს ოდესმე. უბრალოდ ძალიან გამპოსადეგი და ასაჭირო რამეა.

წარმატებები და იმედია ბერვრი დარეგისტრირდება კიდევ საქართველოში ამ საიტზე.