განათლება მქონდა და გამოცდილება, ინგლისურიც კარგად ვიცოდი ძალიან, ჩამოვაყალიბე ჩემი კომპანია და ემგირანტებს იურიდიულ მომსახურებას ვუწევდი, იაფი ფასი მედო, მერე იმდენი კლიენტი მომასკდა ვერ ავუდიოდი და სხვა დიდ კომპანიაში მიმიღეს პარტნიორად,
მოგებული ქეისების დიდი რაოდენობა მქონდა და მოკლედ კარგი პროფილი.
რომ გითხრა ეხლა მილიონებს ვაკეთებ მეთქი არა, მარა ნუ ვამართლებ ჩემს ემიგრაციას. მერე შვილებიც აქ შემეძინა და ახლა ამერიკის დიდი პატრიოტიც ვარ
მარა ნაღდი ამერიკა არის ტეხასი, არიზონა, კალიფორნია. ნიუ იორკით მით უმეტეს ბრაიტონ ბიჩით არ უნდა შეგექმნას ამერიკაზე წარმოდგენა.
ძალიან კონტრასტული ქვეყანაა, ნახავ ადგილებს რომელიც საქართველოს 90-იანებს სანატრელს გაგიხდის
ზოგადად თუ ამერიკაში დიდი გეგმები გაქვთ. ეს არის ბიზნესის ქვეყანა, შეიძლება მოხუცს მოუარო, შეიძლება ბავშვს, შეიძლება კოკაკაბანაში იმუშავო ბარმენად და ღამეში 1000 დოლარი გააკეთო, მარა ამერიკა არის მაინც ბიზნესის ქვეყანა.
მე ბევრი ქართველი ვიცი, 25-60-60-ის ნაირი კომპანიებით გამდიდრებული და საქართველოსთვის მილიონერად ქცეული, ბევრი ვიცი დაცვის კომპანიებით გამდიდრებული, კი 10-15 წელი მარა მაინც მოდის ბოლოში წარმატება. ბევრი ვიცი კონტრაქტორობით გამდიდრებული, ანუ სახლების რემონტი აშენება.
მარტივი ციფრი, ამერიკის 14 ტრილიონი ეკონომიკიდან 70% არის ამერიკელების მიერ განხორციელებული შესყიდვები, აქ ყიდულობენ ყველას და ყველაფერს, ნებისმიერ პროდუქტს გაყიდი.
საქართველოში მე ბიზნესის კომპლექსი მქონდა, რამოდენიმე წამოვიწყე და წარმატებას ვერ მივაღწიე და სულ შიში მქონდა რამე შევქმნა და ვაი თუ არ გამეყიდოს.
ამერიკა ეს არის ბაზარი, აქ შექმენი მართლა რამე ან სერვისი ან პროდუქტი და ადრე თუ გვიან მიაღწევ წარმატებას. მოთმინებით და თანმიმდევრულობით ოღონდ. ასევე ფულზე არ უნდა ინერვიულო, ფული მოვა, სესხს აიღებ დაბალ პროცენტში თუ მართლა კარგი ბიზნეს პროექტი გაქვს.
This post has been edited by fibonacci on 27 Apr 2014, 00:17