ყველაფერი დაიწყო 2012 წელს. ამ დროს მივიღე გადაწყვეტილება იმიგრაციის შესახებ. იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2 კითხვა სად და რა გზით? ავიღე ფურცელი და ჩამოვწერე რამოდენიმე ქვეყანა ფურცელზე. კანადა, ავსტრალია, აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები. დავიწყე ამ ქვეყნებში ეკონომიკური, განათლების და საიმიგრაციო მონაცემების მოგროვება. ამის შემდეგ გამოიკვეთა ლიდერი აშშ.
როცა ჩამოვყალიბდი ქვეყანაზე კიდევ ავიღე ფურცელი და ჩამოვწერე სავარაუდო მოქმედების ეტაპები:
--პროფესიის არჩევა, ანუ რა სპეციალობით უნდა გავაგრძელო ზრდა.
--ლეგალიზაციის გზა.
--ენა.
--ბავშვების განათლება.
--საცხოვრებელი შტატის შერჩევა.
--ვიზა.
1.პროფესიის არჩევა.
დავგუგლე ამერიკის ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მიმართულებები და პროგნოზები მომავალ 50 წელიწადზე. საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე IT (Information technology) და QA (Quality assurance). კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგი ყველაზე სწრაფად განვითარებადია დღეს აშშ-ში. ამის შემდეგ დავგუგლე ყველაზე მოთხოვნადი და სტარტისთვის შედარებით ადვილი დაპროგრამების ენის ძებნა. ვინაიდან site development არის ძალიან მოთხოვნადი დრეისთვის არჩევანი შევაჩერე HTML5, CSS, java[ertad]script, PhP. საღამოსვე ვიყიდე ეს წიგნი და დავიწყე სწავლა

ჩემი აზრით სასარგებლოა რაღაც საფუძველი რომ გექნება ჩაყრილი ცოდნის თვალსაზრისით მომავალ პროფესიაში სანამ წარხავ იმიგრაციაში.
2.ლეგალიზაციის გზა.
აშშ-ში ლეგალიზაციის გზების შესწავლის საუკეთესო წყაროა
http://www.uscis.gov/ ამ საიტის და აშშ საიმიგრაციო კანონმდებლობის 2-3 თვის შესწავლის მერე გამოიკვეთა რამოდენიმე გზა ლეგალიზაციის: ა) green card, ბ)პოლიტიკური თავშესაფარი, გ)სამუშაო ვიზა H-1B, დ)E2 ვიზა.
ა) green card, ეს კი შევავშეთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის მაგრამ დიდ იმედებს არ ვამყარებდი ვინაიდან შანსი ძაან პატარაა.
ბ)პოლიტიკური თავშესაფარი. ეს თემა ქართველებისთვის საინტერესოა ვინაიდან ბევრი სარგებლობს ამით. ამ ლინკზე არის პოლითიკურ თავშესაფართან (Asylum) დაკავშირებული ყველა საკითხი
http://www.uscis.gov/humanitarian/refugees-asylum/asylumგანაცხადის გაკეთება არის ადვილი პროცედურა ანუ ამისთვის ადვოკატი სულაც არ არის საჭირო. საჭიროა მხოლოდ ისტორიის დაწერა, ფორმა I-589 შევსება, მტკიცებულებების ბაზა (ცნობები, ფოტოსურათები, ახლობლების წერილები), ქვეყანაში არსებული მდგომარეობა (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნები), სტატიები ინტერნეტიდან ან გაზეთებიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის ფორმა I-589, ამ ფორმის მიხედვით ხდება მსჯელობა ინტერვიუზე.ვისაც ეზარება ინგლისურად შესწავლა საკითხის აგერ თარგმანი ყველა საჭირო მასალის იმედია ვინმეს გამოადგება ჩემი შრომა. (ვინაიდან ინგლისურ იურიდიულ ტერმინოლოგიაში ცოტას მოვიკოჭლებ იმედია ცოტას მაპატიებთ)
http://allshares.ge/download.php?id=84A6A44A51ეს არის ინსტრუქცია პოლიტიკური თავშესაფრის განაცხადის გაკეთების და ფორმა I-589 შევსების.
http://allshares.ge/download.php?id=EEF00B5976 * * *
აგერ არის პოლიტიკური თავშესაფრის საქმის ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია საფუძვლად უდევს ბრაზილიელი გეის ისტორია, ყველა საფეხური გაწერილი აქვთ
https://immigrationequality.org/issues/law-...knowledgements/ასევე რუსული თუ იცით
ყველაზე კარგი ფორუმებია
http://www.ulitka.com/%D0%BF%D0%BE%D0%BB%D...B8%D1%89%D0%B5/http://www.govorimpro.us/%D0%B1%D0%B5%D0%B...olee-asylum-99/ * * *
უი მართლა თუ ვინმე ხართ ებრაელი და ამის დამტკიცებას შეძლებთ ამერიკის მხარისთვის თქვენზე ვრცელდება "ლაუტენბერგის" შესწორება. ეს ნიშნავს რომ თქვენ მოგენიჭებათ დევნილის სტატუსი მარტო იმიტომ რომ ხართ ებრაელი და ამისათვის თქვენ არ გიწევთ მტკიცება იმისა რომ იდევნებით თქვენს ქვეყანაში (ვინაიდან ამერიკამ აღიარა 2 მსოფლიო ომის შემდეგ ებრაელი ერი როგორც ჩაგრული ერი). ოღონდ უნდა გადაამოწმოთ ზუსტად ვინაიდან არის წლები როდესაც ეს ლაუტენბერგის შესწორება არ მოქმედებს.
თუ ქართული თარგმნების კითხვაც დაგეზარათ. მაშინ ამ თემაში მკითხეთ.
შეგიძლიათ დაგუგლოთ ადვოკატების მისამართები დაურეკოთ მათ გაიაროთ კონსულტაცია მოუყვეთ თქვენი ისტორია თუ გაგაჩნიათ ასეთი (მე პირადად ველაპარაკე რამოდენიმეს სკაიპით ამაში ისინი ფულს არ იღებენ).
ხო გაითვალისწინეთ ის ფაქტიც რომ პოლიტიკური თავშესაფრის ინტერვიუზე, სასამართლოში ან სააპელეციო სასამართლოში რომ დაგიმტკიცონ თქვენს მიერ ყალბი მონაცემების წარდგენა შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა(იშვიათია ეგეთი შემთხვევები მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ).
გ)სამუშაო ვიზა H-1B.
ეს გზა ავირჩიე პირადად მე. ადრე ამ ვიზით ხდებოდა მანიპულირება და ფიქტიური გარიგებები. 2012 წლის შემდეგ დაწესდა ხელფასის მინიმალური ზღვარი 85.000$ დოლარის ოდენობით რომელიც დამსაქმებელმა უნდა გიხადოთ წლიურად.(ამან ავტომატურად მოსპო ყველა მაქინაცია ამ სფეროში). აღნიშნულ ვიზაზე თქვენ ვერ გააკეთებთ განაცხადს ეს უნდა გააკეთოს თქვენმა დამსაქმებელმა. ამ ვიზების რაოდენობა შეზღუდულია 2013 წელს იყო 65.000 ვიზა და როგორც წესი აპრილის პირველივე რამოდენიმე დღეში თავდება ხოლმე(ფინანსური წლის დასაწყისია 1 აპრილი). სტატისტიკის მიხედვით ამ ვიზაზე ძირითადი პრეტენდენტები არიან სამეცნიერო, კვლევითი წრეები წარმომადგენლები და უმრავლესო ეძლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მოღვაწე ხალხს.
2013 წელს ვცადე რეზიუმების გაგზავნა და რამოდენიმე ინტერვიუც გავიარე (ინტერესის გულისთვის და გამოცდილების მისაღებად). მაგრამ აშშ-ს ტერიტორიის გარეთ ასეთი ანაზღაურების სამსახურის შოვნის შანსი არის მიზერული (თუ რა თქმა უნდა თქვენ არ ხართ რომელიმე სფეროს დიდი სპეციალისტი). თან უმრავლესობა დამსაქმებლებისა ითხოვს პირისპირ შეხვედრას.
ზუსტად ამას მიუსადაგე ჩემი ემიგრაციის გრაფიკი აგვისტოს დასაწყიში გამგზავრება, 2 სექტემბერს სწავლა 6 თვის განმავლობაში, მარტის დასაწყისიდან დამსაქმებლი ძებნა. იმის გათვალისწინებით რომ ამ სფეროში კადრების დიდი დანაკლისია შანსები რეალურია.
H-1B ვიზის და 1 წლის მუშაობის მერე შეგიძლიათ დამსაქმებელს თხოვოდ და შეგივსებთ მუდმივი ბინადრობის განაცხადს (green card)
გაითვალისწინეთ ის გარემოებაც რომ H-1B ვიზების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება ( სწორიც არის ასეტი ტიპის ემიგრანტები უფრო კარგია ქვეყნისთვის). რესპუბლიკელების საიმიგრაციო რეფორმაში რომელსაც სავარაუდოდ წარადგენენ 2014 სენატში უმრავლესობით მოსვლის შემდეგ და გაგრძელდება რამოდენიმე წელი ამ რეფორმის განხორციელება. ამ რეფორმის გატარების შედეგად ამ ვიზის რაოდენობა გაიზრდება 2-3 ჯერ და შეიძლება green card ლატარიაც ჩაანაცვლოს, მაგრამ ეს ზუსტად არავინ არ იცის.
დ) E2 ვიზა. ინვესტორი სავაჭრო შეთანხმებით.
ეს არის ჩემთვის გეგმა "ბ". ვიზის ეს ტიპი გულისხმობს აშშ-თვის ისეთი ბიზნეს გეგმის წარდგენას, რომლის შედეგად 5 წლის განმავლობაში დასაქმებული იქნება მინიმუმ 10 ადამიანი და ჩაიდება ინვესტიცია. ინვესტიციის ოდენობა არ არის განსაზღვრული. კანონში წერია ეგეთი ტერმინი "გონივრული და შესაბამისი ოდენობა". სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეს ოდენობა ბოლო წლებში არის 175.000-500.000 $. ლეგალიზაციის ეს გზა არის ყველაზე ძვირი გზა მაგრამ არც ისე დროში გაწერილი. ამ ვიზის მიღება უფლებას გაძლევთ შეიტანოთ განაცხადი მუდმივ ბინადრობაზე.
* * *
3. ენა.
როგორც კი მე გადავწყვიტე აშშ-ში ემიგრაცია იმ მომენტიდან დავიწყე ენის გაუმჯობესება. ვინაიდან მქონდა ენის ცოდნის ბაზისი უფრო გამიადვილდა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ჩემი აზრით ენის ათვისება ნულიდან (ამისათვის უამრავი ინტერნეტ უფასო თუ ფასიანი საშუალება არსებობს). პირადად მე ვუყურებ სტანფორდის უნივერსიტეტის ლექციებს, კინოებს სერიალებს სუბტიტრებით. სულ რომ არ გამოგივიდეთ არაფერი იმიგრაციის თვალსაზრისით ენა მაინც დაგრჩებათ. აუცილებლად ისწავლეთ ენა ეს ბევრად გაგიადვილებთ იმიგრაციის გზას და დაგეხმარებათ უკეთესი სამსახურის შოვნაში.
4.ბავშვების განათლება.
ჩემი ბავშვები სასკოლო ასაკის არიან ამიტომ მათ კარგ განათლებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელო აქვს. ეხლა აგიხსნით აშშ-ს განათლების სისტემის პრინციპს ის განსხვავდება საქართველოს განათლებისგან.
დავიწყოთ იქიდან რომ აშშ- ტერიტორიაზე ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება მიუხედავად მისი სტატუსისა (ანუ რეზიდენტია ბავშვი თუ არალეგალი ამერიკის მთავრობა მას მიცემს სასკოლო განათლებას).
სკოლა გაყოფილია 3 ნაწილად Elementary (1-5 კლასი), Middle (6-8 კლასი) და High (9-12 კლასი). სახელმწიფო ყველა სკოლაში სწავლა არის უფასო.
სკოლები აშშ-ში მიბმულია ტერიტორიას. (ანუ იცხოვრო გლდანში და იარო ვაკის სკოლაში არ გამოვაა ). აქედან გამომდინარეა შემდეგი. სადაც დიდია ქონების გადასახადი იქ როგორც წესი კარგი რეიტინგი აქვთ სკოლებს, ვინაიდან property tax ძირითადად მიდის სკოლების დაფინანსებაზე. ყველა სკოლას აქვს თავის სექტორი თუ ცხოვრობთ იმ სექთორში მაშინ ივლით ამ სკოლაში. სკოლის რეიტინგზე არის დამოკიდებული ბინის ქირის ღირებულება მაგ: ქუჩის ერთი მხარე ეკუთვნის კარგი რეიტინგის მქონე სკოლას და ქირა არის 1500$ ხოლო ქუჩის მეორე მხარე ეკუთვნის ცუდი რეიტინგის მქონე სკოლას და იქ ქირა იქნება 1000$. ბინის ფასების ნახვის დროს ზოგ შემთხვევაში შეიძლება 2-ჯერ მეტიც იყოს სხვაობა ქირას შორის.
სკოლაში ბავშვის მისაყვანად საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ განათლების ცენტრს. თან უნდა იქონიოთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი რომ ცხოვრობთ ამათუიმ მისამართზე (მაგ: დენის გადახდის ქვითარი, ქირის გადახდის ქვითარი, ინტერნეტის გადახდის ქვითარი და ა.შ). ბავშვს ისე არ ჩარიცხავენ სკოლაში თუ არ გაუკეთებთ ყველა საჭირო აცრას. მე პოლიკლინიკიდან ავიღე აცრების ისტორია და ვათარგმნინე. მაგრამ შეიძლება მაინც გაგიშვან ექიმთან და იქ გაგაკეთებინონ ანალიზი აქვშ თუ არა ჩატარებული ყველა აცრა ბავშვს. აცრების ფული თქვენი გადასახდელია.
მოგიწევთ კიდევ ფორმის ყიდვა თქვენი ფულით დანარჩენს მოქცემთ სახელმწიფო. ხო მართლა შეგიძლიათ კიდევ სკოლის დირექციას მიმართოთ და მოითხოვოდ უფასო სადილი.
საბავშვო ბაღები ამერიკაში ფასიანი შტატების და ქალაქების მიხედვით ფასიც მერყეობს 500-900 საშუალოდ.
* * *
სკოლების რეიტინგების საიტებია
http://www.greatschools.org/http://schooldistrictfinder.com/http://www.schooldigger.com/ამ საიტების მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ ყველა მონაცემი სკოლის შესახებ (აკადემიური მოსწრების დონე, მასწავლებლების ოდენობა, მოსწავლეების ოდენობა, მოსწავლეების რასის მიხედვით თანაფარდობა და ა.შ.)
არის ასევე უძრავი ქონების საიტი და იქაც აჩვენებს თუ რომელ სკოლას მიეკუთვნება ესა თუ ის სახლი და რეიტინგი
http://www.zillow.com/ * * *
5. საცხოვრებელი შტატის არჩევა.
ვინაიდან მოღვაწეობის სფეროდ ავირჩიე კომპიუტერული ტექნოლოგიები შესაბამისად მოვძებნე ქალაქები სადაც ყველაზე უფრო განვითარებულია ეს დარგი. ავიღე ფურცელი და ჩამოვწერე:
-ნიუ-ორკი
-დალასი
-სან-ფრანცისცო
-ჩიკაგო
-ბოსტონი
-სიეტლი
-დეტროიტი.
მერე ჩამოვწერე ის კრიტერიუმები რომლებიც ჩემთვის მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილის ასარჩევად:
-სახელფასო ანაზღაურება
-ვაკანსიების ოდენობა
-სკოლების რეიტინგი
-უძრავი ქონების ფასები
-ეკოლოგია
-კლიმატური პირობები
ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით გაიკვეთა ლიდერი San-francisco,Bay area, Silicone valley. ერთადერთი რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო არის ბინის ქირის ფასი რომელის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქზე 2-3 ჯერ ძვირია. მაგრამ ამას თავისუფლად ფარავს ხელფასის ოდენობა რომელიც ერთი ორად მეტია ვიდრე ამ სფეროს სხვა შტატის მუშაკებისთვის.
ეს პირადად ჩემი არჩევანია.
* * *
6. ვიზა.
ეს ეტაპი ჩემთვის არ იყო რთული. ვინაიდან მოგზაურობის გამოცდილებაც და ფინანსებიც ხელს მიწყობდა.
ყველა საჭირო პროცედურა და მათი თანმიმდევრობა არის აღწერილი ამერიკის საელჩოს საიტზე.
http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-niv-visaapply.aspხო და კიდევ ნუ აძლევთ იმ კომპანიებს ფულს ვინც გაძლევთ თანხის სანაცვლოდ გარანტიებს ვიზის ჩარტყმაზე "ტუფტაა" ყველაფერი. გასაუბრებაზე ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. თქვენი ძირითადი მოვალეეობაა აჩვენოთ კონსულს თქვენი რაც შეიძლება მყარი კავშირი საქართველოსთან (სამსახური, შვილები, ქონება, მშობლები, დანაზოგი ბანკში და ა.შ.). ხო კიდევ ნუ ელოდებით სანამ კონსული რამეს გკითხავთ ის ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ ინფორმაციით რაც ანკეტაში შეავსეთ თუ რამის მიწოდება გინდათ ნუ გერიდებათ და უთხარით ყველაფერი.(მაგ. აჩვენეთ თქვენი სავარაუდო მოგზაურობის მარშრუტი, სასტუმროს ჯავშნები, ბილეთების ჯავშნები, სანახაობების ჩამონათვალი და ა.შ.) ამ ყველაფრის მოძიება და დაჯავშნა არის სრულიად უფასო.
პირველ გაუგებრობას იწვევს ხოლმე DS-160 ანკეტის შევსებაა, ეს არის ნაბიჯნაბიჯ ინსტრუქცია
http://forum.awd.ru/blog/hakimus/ds160_b-722.htmlმეორე გაუგებრობა. დაკავშირებულია ვიზის ხანგრძლიობასთან დაკავშირებით. ანუ ძირითადად საქართველოთვის გაიცემა პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში 10 წლით დიდებისათვის და 5 წლით ბავშვებისთვის ვიზები. მაგრამ უშუალოდ დროის იმ მონაკვეთს რომლის დროსაც თქვენ შეგიძლიათ ლეგალურად ამერიკის ტერიტორიაძე განსაზღვრავს ოფიცერი ამერიკის საზღვარზე. მას უფლება აქვს განსაზღვროს თქვენი ამერიკაში ყოფნის დრო 1 დღიდან - 6 თვემდე, ან საერთოდ უკან გაგატრიალოთ თუ შენიშნა საიმიგრაციო განზრახვა.
ფუუუუ მოვრჩი.
ეს არის დაახლოებით ინფორმაციის 10% რაც მომზადებული მაქვს იმიგრაციისთვის მზადების პერიოდში მეტის დაწერისთვის ნერვები არ მეყო )))
თუ გინდათ ხარჯებსაც დაგიწერთ, რაც მე მიჯდება მაგრამ ეს ჩემს კონკრეტულ სიტუაციაზე არის მორგებული და არ შეიძლება ჩაითვალოს დოგმად ყველასათვის.
* * *
ვიცი ბევრი რამე გამომრჩა. კითხვები დასვით თუ გაინტერესებთ რამე, დეტალურად გავშლი კითხვის თემას.