უცებ უცებ გავიარე დამოკლედ შევაჯამოთ ყველას აზრი

ნახეთ ვან გოგი, გოგენი, რიკსმუზეუმი, ჰოლანდიის მუზეუმი, ქარის წისქვილები, ჰენიკენის ლუდხანა-მუზეუმი, წითელი ფარნების ქუჩა, ნემო და დააკვირდით ველოსიპედზე ამხედრებული ჰოლანდიელი ქალების უკანალის ფორმას. )))
დააგემოვნეთ ჰოლანდიური სამზარეულო. ნესის ქუჩაზე ვესტუმროთ ერთ-ერთ ავტორიტეტულ და ძველ კაფეს "ნეს კაფე"-ს.
რა არ უნდა ვქნათ:
1. ქუჩაში ბარიგებისგან არაფერი ვიყიდოთ,
2. საფულეს გავუფრთხილდეთ,
3. დე ვალენს აღმოსავლეთით ძალიან არ გავცდეთ,
4. წითელი ფარნების ქუჩაზე ფოტო არ გადავიღოთ,
5. არხებში არ ჩავხტეთ,
6. მაღაზიებში არ შევევაჭროთ (ფასის დაკლება და ა.შ., თურქებთან და მსგავს ელემენტებთან მაგ. სუვენირებში კიდევ შეიძლება)
7. დამ სქვერზე ირლანდიელების პაბში არ შევიდეთ!!!!
8. საგზაო მოძრაობა არ დავარღვიოთ.
9. ველოსიპედებს ვუფრთხილდეთ!!!!
პ.ს. ეწვიეთ კაფე TOMAZ-ს, Begijnensteeg ჩიხში. უგემრეიელსი საჭმელები, ბელგიური ლუდი და ყველაზე ოჯახური და მყუდრო ატმოსფერო.
ტომაზიც კარგი ტიპია, პატივს გცემთ. საკმაოდ ნაკითხია და ბევრი რამ იცის საქართველოზ
უცილებლად ნახეთ კოFი შოპი ბულ დოგ..პირველი ქოFი შოპია
კლუბი ისქეიფი...სტანდარტული დღე როცაა და განსაკუთრებული არაფერი ხდება Fრეიმბასთერები უკრავენ..მიქსავენ თუ რაცაა და მაგარია ..და იმდენი დანცე ფლორი აქვთ და იმდენი ოთახი რო დაიბნევით მარა ძააალიან მააგარია
კიდე აუუუუცილებლად უნდა ნახოთ ლივინგ თუმოროუ-ს შოუ რუმ...და ნახავთ რა გაჯეთები და ათასი წვრილმანი იქნება ჩვენ ცხოვრებაში 50-70 წლის მერე...როგორი იქნება ჭკვიანი სახლები...ოფისები და ა.შ...მოკლედ საოცრებაა უდიდესი თან
სექს მუზეუმშI შესვლა არ ღირს. ეროტიკ მუზეუმი საკმარისია, ამავდროულად უკეთესიც და საინტერესოც. იხალისებ მაინც
კვება იგივეა რაც ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში და შოფინგი თუ გაინტერესებს ერთი ქუჩაა Oude Hoogstrat სადაც ყველა Fashion ბრენდის მაღაზიაა, მაგრამ ფასები მაღალია
შოპინგი კი ერთი დიდი ქუჩაა უეჭველი იპოვი იმიტო რო ზუსტად ცენტრშია და ცენტრალური სადგურიდან თითქმის რემბრანტ ქვეარამდე ჩადის ყველაფერი მანდაა როგორც სუვენირები ასევე საბრენდო მაღაზიები! თუ ძვიიანი ბრენდე გხიბლავს ბიენკოფში შედი დიდი მოლია დამსქვეარზე და კიდე ვან გოგის მუზეუმთან არი პატარა ქუჩა იქაც კარგი ბრენდებია!
.ჩემი ყველაზე დიდი მოწონება ბრუერსგრახტმა დაიმსახურა....ჰაარლემის მოედნიდან რო წამოუყვე ცენტრისკენ, ყველაზე ლამაზი დარაბებიანი სახლები და სუფთა ამსტერდამსკი პონტები მანდ არის ალბათ, თან თუ კარგი ამინდია საერთოდ....გამოხვალ დამრაკზე (ცენტრალური ქუჩა) მარცხნივ იქნება რკინიგზის სადგური (რომელიც ძაან ლამაზია) და ჩამოუყვები მარჯვნივ დამის მოედნამდე, რომელიც მთავარ მოედნად ითვლება...ისე ჩემი რჩევა იქნება ბოუთტრიპი აიღე, სულ რაღაც მაქსიმუმ 10 ევროში მოგატარებენ არხებით მთელ ამსტერდამის ცენტრს....
სად ვჭამოთ:
იაფად ჭამა მე 3-5 ევრო მიჯდებოდა, პიცა ან რამე ეგეთი, 10 ევროდ ნორმალურად შეჭამ, ისე ეცადე ისეთი სასტუმრო აარჩიო საუზმე რომ შედის. დილით კარგად ჭამა მნიშვნელოვანია. საჭმელი ყველანაირია, ყველა ქვეყნის სამზარეულო და რამე. მე მექსიკური და არგენტინული გავსინჯე. ორივე მომეწონა. ეროვნული (ჰოლანდიური) რაც ვჭამე არ მომეწონა.
სად მოვწიოთ:
ყველგან. შანსი არაა ცენტრში 5 წუთი იარო და კოფიშოპს ვერ გადააწყდე. სუნით იგრძნობ ბოლობოლო. ეცადე ბარგს სანამ არ დააბინავებ სასტუმროში არ მოწიო მანამდე. საშინელი მოსაწევია, ორიენტაციაზე მოქმედებს საშინლად (სექსუალურზე არა ) სადაც დაბოლილმა გავიარე იმ ადგილებს ფხიზელი ვერ ვაგნებდი და პირიქით. ხო კიდე ბარიგის მოძებნა თუ დაგჭირდა რედ ლაითზე ყველა კუთხეში ჩანთიანი ტიპი დგას და სიგარეტზე მოკიდებას გთხოვს. ეგაა მეტი არაფერი ვიცი, მე ბალახის გარდა არაფერს გავკარებივარ. არ დამჭირვებია ბარიგები
რა ვნახოთ:
გირჩევ ნავით გასეირნებას, sex museum - სახალისოა, Heineken experience - თუ ლუდი გიყვარს, რათქმაუნდა red light district, და თუ ფოტოების გადაღება და პოზიორობა გევასება - მადამ ტუსოს. მხატვრებზე და სამხატვრო მუზეუმებზე ვერაფერს გეტყვი, ვან გოგი დაკეტილი იყო და დანარჩენი არც მიძებნია. კიდე ათასი რამეა სანახავი, მაგას ინტერნეტშიც მოიძიებ
ღამე:
ჩემი რეისი ყოველღამე იყო: კოფიშოპი, რედ ლაითზე ჩასეირნება-შესეირნება, თუ ჯაზი-ბლუზი გევასება რედ ლაითზე არის პატარა ბარი კასაბლანკა, კაი ბენდები უბერავენ, ასევე რედ ლაითზეა რაღაც კლუბი, სახელი არ მახსოვს. სარდაფში ჩასასვლელია და სერიოზული ჯაზ-ბლუზ ბენდები უბერავენ და რადიოში ლაივ ბროდქასთია. ძაან მაგარი სიტუაციაა. ასევე burbon street blues club. თუ კლაბები გევასება უდიდესი არჩევანია. ძირითადად პარასკევი-შაბათი ინგრევა.
შოპინგი:
დამზე უამრავი მაღაზიაა ყველანაირი ფასებით. მამენტ 100 ევროდაც გაიზმანები ნორმალურად
ერთადერთი რაც გამიტყდა ის იყო რომ მარტო ვიყავი. თუ მეგობრები მიდიხართ ძალიან გაგისწორდებათ. ჩემი რჩევა იქნება ძილს რაც შეიძლება ცოტა დრო დაუთმეთ
სექს მუზეუმი სუფთა იდიოტობაა თUმცა 4 ევრო ღირს შესვლა და არაფერი დაშავდება შედი გაერთობი ცოტას ))
თუ სერიოზული მუზეუმები გინდა - ვან გოგის მუზეუმი (y)
ხო კიდე, მეტროს სადგურებში იყიდება ფაბლიქ ტრანპორტის დღიური აბონიმენტები და ეგენი აიღეთ ბევრ ფულს დაზოგავთ. 5 დღიანში გადავიხადე 20 ევრო და ავტობუსებშI, მეტროებში და მოკლედ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში უფასოდ ვმგზავრობდი. ისე ძალიან ძვირი ღირს..
ჭამაში წაგივა ყველაზე მეტი ფული. ეცადე იაფიანი ფასტფუდები ნახოთ. ფარვო ქვია ერთერთ ქსელს თუარ ვცდები.
კარგი გადაწყვეტილებაა ქუჩებში ბოდიალი. თუ კარგი ამინდია ისეთ ქალაქებში როგორიცაა: რომი, ამსტერდამი, ვენეცია, პარიზი მუზეუმებში შესვლაზე არ უნდა დაკარგო ადამიანმა დრო. ეგ ქალაქები თვითონაა მუზეუმები. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ.
ისეირნე წრიულ ხრახტებზე (არხები) სადაც იმდენ სილამაზეს ნახავ, თვითონ გაოცდები.
ასეულობით ულამაზესი ძველი სახლია (ჰეირენჰაუს) 16-17 საუკუნეებში აშენებული. ოდნავ წინ დახრილები, უზარმაზარი კაუჭით სახურავთან.
მუზეუმები მუზეუმპლაინზეა, ფეხითაც შეგიძლია მიხვიდე და ტრამვაითაც.
ყვავილების ბაზარი Hotel d'Europe-თან არის, მანდვეა რემბრანტპლაინიც, ორიენტაციისთვის.
ყვავილების ბაზრობის უკანა ქუჩაზე ფრთხილად იყავი, მანდ გარყვნილების ჭაობია. სადაც ღამის კლუბებში და კაფეშანტანებში მარტო იქაური თიკო სადუნიშვილების ყოფაქცევის ქალები დადიან.
ძალიან ლამაზია ყვავილების ბაზრობა, საიდანაც ბანსაის თესლი ჩამოვიტანე..
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მუზეუმია სულ რამოდენიმე ვნახე.. აი ეროტიკისა და სექსის მუზეუმი დიდი ვერაფერია.. ვან გოგის და რემბრანდტის მუზეუმში უნდა შეხვიდე, საღამოს რედ ლაითზეც გაისეირნო და არავითარ შემთხვევაში ფოტო არ უნდა გადაიღო, თორემ უცებ ძლიერი ტკივილი შეიძლება იგრძნო კეფაში
აუცილებლად უნდა ესტუმრო vondelpark-ს, ულამაზესია და შეგიძლია იპიკნიკო და ბარბექიუც მოიწყო..
მადლობა მე
საქართველო...
Juventus... Valencia... Torpedo...
ყველაფერი მარტივი გენიალურია...