მადლიკი ძვირია, ზოგადად ჰოლანდია სხვა ევროპის ქვეყნებზე ძვირია. რაც შეეხება ამსტერდამს, გიჟურად ძვირი მომეჩვენა მე. ნაგავ საჭმელში იმდენი გადავიხადე, მაგ ფასად საფრანგეთში ნორმალურად შევჭამდი, ნუ ესპანეთში და იტალიაში ხომ მთლად უკეთესად.

ანუ ძვირი არის, თან იმის გამომ რომ ძალიან ტურისტულია, თავში აქვთ ავარდნილი და არც ხარისხი მომეწონა პროდუქტის თუ მომსახურების.
არადა ერთი მარიხუანას სუნად აქოთებული ქალაქია და პლანეტაზე ერთადერთი, სადაც ზუსტად ვიცი აღარასოდეს დავბრუნდები. ვერ ვიგებ თუ ნარკუშა არა ხარ, მაგ ქალაქში რა სიამოვნება უნდა ჰპოვო. თან ირევიან ისეთი მასები, მე პირადად რომ გადამიხადო ფული, იმ სიფათებს არ ვუყურებ

)
სწავლას რაც შეეხება, ამსტერდამის უნივერსიტეტია მანდ და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი, ორივე კარგია, განათლება ზოგადად კარგია ჰოლანდიაში, სტეპენდიებიც არის, უბრალოდ აი ამსტერდამის "სუპერ ჰაერს" თუ აიტან