2 დღის წინ ჩამოვედი. შთაბეჭდილებები დიდია, ვეცდები გაგიზიარო
პირველი ისაა რომ რაც არ უნდა გეგმო წასვლამდე შენი ტური, იქ ჩასვლის შემდეგ აუცილებლად შეიცვლება.
სად ვჭამოთ:
იაფად ჭამა მე 3-5 ევრო მიჯდებოდა, პიცა ან რამე ეგეთი, 10 ევროდ ნორმალურად შეჭამ, ისე ეცადე ისეთი სასტუმრო აარჩიო საუზმე რომ შედის. დილით კარგად ჭამა მნიშვნელოვანია.

საჭმელი ყველანაირია, ყველა ქვეყნის სამზარეულო და რამე. მე მექსიკური და არგენტინული გავსინჯე. ორივე მომეწონა. ეროვნული (ჰოლანდიური) რაც ვჭამე არ მომეწონა.
სად მოვწიოთ:
ყველგან. შანსი არაა ცენტრში 5 წუთი იარო და კოფიშოპს ვერ გადააწყდე. სუნით იგრძნობ ბოლობოლო. ეცადე ბარგს სანამ არ დააბინავებ სასტუმროში არ მოწიო მანამდე. საშინელი მოსაწევია, ორიენტაციაზე მოქმედებს საშინლად (სექსუალურზე არა

) სადაც დაბოლილმა გავიარე იმ ადგილებს ფხიზელი ვერ ვაგნებდი და პირიქით. ხო კიდე ბარიგის მოძებნა თუ დაგჭირდა რედ ლაითზე ყველა კუთხეში ჩანთიანი ტიპი დგას და სიგარეტზე მოკიდებას გთხოვს. ეგაა

მეტი არაფერი ვიცი, მე ბალახის გარდა არაფერს გავკარებივარ. არ დამჭირვებია ბარიგები
რა ვნახოთ:
გირჩევ ნავით გასეირნებას, sex museum - სახალისოა, Heineken experience - თუ ლუდი გიყვარს, რათქმაუნდა red light district, და თუ ფოტოების გადაღება და პოზიორობა გევასება - მადამ ტუსოს. მხატვრებზე და სამხატვრო მუზეუმებზე ვერაფერს გეტყვი, ვან გოგი დაკეტილი იყო და დანარჩენი არც მიძებნია. კიდე ათასი რამეა სანახავი, მაგას ინტერნეტშიც მოიძიებ
დღის განმავლობაში ეგეთ ადგილებზე დავდიოდი, საღამოს კოფი შოპის მერე უბრალოდ დავხეტიალობდი ქუჩებში. ეგეც მაგრად ასწორებს.
ღამე:
ჩემი რეისი ყოველღამე იყო: კოფიშოპი, რედ ლაითზე ჩასეირნება-შესეირნება, თუ ჯაზი-ბლუზი გევასება რედ ლაითზე არის პატარა ბარი კასაბლანკა, კაი ბენდები უბერავენ, ასევე რედ ლაითზეა რაღაც კლუბი, სახელი არ მახსოვს. სარდაფში ჩასასვლელია და სერიოზული ჯაზ-ბლუზ ბენდები უბერავენ და რადიოში ლაივ ბროდქასთია. ძაან მაგარი სიტუაციაა. ასევე burbon street blues club. თუ კლაბები გევასება უდიდესი არჩევანია. ძირითადად პარასკევი-შაბათი ინგრევა.
შოპინგი:
დამზე უამრავი მაღაზიაა ყველანაირი ფასებით. მამენტ 100 ევროდაც გაიზმანები ნორმალურად
ერთადერთი რაც გამიტყდა ის იყო რომ მარტო ვიყავი. თუ მეგობრები მიდიხართ ძალიან გაგისწორდებათ. ჩემი რჩევა იქნება ძილს რაც შეიძლება ცოტა დრო დაუთმეთ

წარმატებები