საოცარი ქალაქია, შემიყვარდა პირველივე დღიდან, რასაც ევროპის სხვა ქალაქებზე ვერ ვიტყოდი
მომენტალურად გხდის ბედნიერს, თავაზიანს, თავისუფალს, ლაღს (თუმცა სანამ ტურისტი ხარ ეს სხვაგანაც იგრძნობა

)
თბილისიდან ჩასულს პირველად რამაც გამაოცა იყო სიმშვიდე, საოცრად მცირე ოდენობის მანქანა
და მიუხედავად იმისა, რომ დამთან ვცხოვრობდი ღამით ფანჯარა ღია რომ დამეტოვებინა დისკომკომფორტს ხმაური არ შემიქმნიდა
ცალკე თემაა ველოსიპედები, რომლებიც ისე დადიან როგორც მანქანები, უნდა იყო ძალიან ყურადღებით თორემ სადღაც შეიძლება აილეწო ან პირიქით, სხვა ალეწო (საკუთარი გამოცილებიდან ვამბობ

) და კიდევ უფრო ყურადღებით უნდა იყო თრემთან. თუმცა ქართველი მძღოლებისგან განსხვავებით ძალიან თავაზიანები არიან..
ერთ დღეს დილით ჩავედი ჰააგაში.. ველიკით წავედი ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, სულ 8 კმ გავიარე.. იყო ძალიან მაგარი შეგრძნება და ლამაზი, იმიტომ რომ ველოსიპედის ბილიკი მიუყვება ტყის პირს.. მაგრამ ამავე დროს ძაან მეშინოდა, ადგილობრივები ისე დაქრიან.. ქალები ბავშვებით, მინი მოპედები და შენ ერთ გზაზე.. შენ რომელსაცზაფხულის არდადეგებზე სოფლის შარაგზაზე თუ გაგიტარებია მხოლოდ ველო
ჰო, ჰააგას რაც შეეხება ძალიან ლამაზი, მშვიდი და მოსაწყენი ქალაქია, თავისი მდორე ტემპით და საქმიანი ხალხით (რა თქმა უნდა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სამართლის ცენტრია)..
თვითონ ამსტერდამი ულამაზესია, პატარ-პატარა არხებითა და ხიდებით, ოდნავ დახრილი ძველი კაუჭიანი სახლებით, კოფიშოპებით, უგემრიელესი ჰოლანდიური ვაფლით და ყველით..თუმცა ამ კოფიშოპებზე არსებული ქართული მითი, რომ ჩახვალ მაშინვე იმსხვრევა.. ყველგან ვერ იყიდი მარიხუანას, არის სპეციალური ადგილები სადაც საყიდლად უნდა მიხვიდე.. არსებობს მარიხუანის საინფორმაციო ცენტრი სადაც ყველანაირი ინფორმაციას გაწვდიან, რა როგორ და რანაირად.. ქუჩაში ყველგან მოსაწევის სუნი დგას.. ჩემი ჰოსტელის წინ რომ ვჯდებოდი და არამარტო, ფაქტობრივად გამოდიოდა მეც ვეწეოდი

ძალიან ლამაზია ყვავილების ბაზრობა, საიდანაც ბანსაის თესლი ჩამოვიტანე..
იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მუზეუმია სულ რამოდენიმე ვნახე.. აი ეროტიკისა და სექსის მუზეუმი დიდი ვერაფერია.. ვან გოგის და რემბრანდტის მუზეუმში უნდა შეხვიდე, საღამოს რედ ლაითზეც გაისეირნო და არავითარ შემთხვევაში ფოტო არ უნდა გადაიღო, თორემ უცებ ძლიერი ტკივილი შეიძლება იგრძნო კეფაში
აუცილებლად უნდა ესტუმრო vondelpark-ს, ულამაზესია და შეგიძლია იპიკნიკო და ბარბექიუც მოიწყო..

This post has been edited by teo_charkviani on 7 Nov 2014, 15:00