Kal1mbjaთქვენ მოგეცათ ჩემი ცოდვა, ნახევარი ჩუმადანი ტყუილად რომ მათრევინეთ

სიცივე და ჰუმუდითი არა ტოროლა!

ნორმალური ამინდი იყო მთელი კვირის განმავლობაში!
უტრეხტშიც ვიყავი, ეინდჰოვენშიც, ჰააგაშიც, როტერდამშიც და ამსტერდამშიც.
ერთადერთი ცრიდა პერიოდულად და ცოტა მომაბეზრებელი იყო მუდმივი მოღრუბლულობა.
მარა რა ყინვა და რის სიცივე, საიდან მოიტანეთ?

თავიდან თხელი საზაფხულო პიჯაკით დავდიოდი და არავითარი სიცივე არ მიგრძვნია. მათ შორის ჰააგის პლიაჟზეც.
ამსტერდამში კვირის ბოლოს ჩავედი და ჩვეულებრივ მოკლესახელოებიან მაისურზე გრძელსახელოებიანი ჯინსის ლაითად დათბილული პერანგი მეცვა, რომელსაც ვერ ვიკრავდი იმიტომ, რომ დამცხებოდა. და საწვიმარიც სულ თან მქონდა რასაკვირველია.
ამ დღეებში ფოტოებს დავდებ და მერე ამიხსენით ერთი, ამას ეძახით ყინვას და სიცივეს?

6 კაცი იყო ჩემთან ერთად და მათაც ისევე ეცვათ, როგორც მე.
უკანა გზაზე აეროპორტში 40 ევრო გადამახდევინეს წონის გადაჭარბების გამო და სულ თქვენი ბრალია!

რა ჯანდაბად მინდოდა ან თბილი ქურთუკი ან ჯემპრი...
მოკლედ, უნდა დაგიპადიეზდოთ კაცმა და ის 40 ევრო აგახიოთ
Reservoir Dog