ჩამოვედი და დავწერ შთაბეჭდილებებს:
ესე იგი, რისი ნახვა შევძელი:
ბუქარესტი - საერთო ჯამში ქალაქი დიდად არ მომეწონა. არაფერი რაღაც განსაკუთრებული. რიგითი პოსტკომუნისტური დიდი ქალაქი, უსახური შენობებით და არც თუ ისე სუფთა ქუჩებით. ნუ ვილიჯ მუზეუმი კარგი იყო, მაგრამ რამე განსაცვიფრებელი არა. პარლამენტის წინ კაი საპოზიორო ადგილია. ანთიმოზ ივერიელის მონასტერიც მომეწონა, ლამაზი, ორგუმბათიანი ტაძარია. იქვეა პარლამენტთან. ძველ ქალაქში სტრიპტიზბარების და მობორდელო დაწესებულების სიმრავლე მეცა განსაკუთრებით თვალში. ერთ იქაურს ვეკითხები, პროსტიტუცია ლეგალურია აქ მეთქი და არაო. მარა ჩვენი ბუნება და მინერალური წყლები ყველას კიდია და ლამაზი ქალებით ვიზიდავთ ტურისტებსო. განსაკუთრებით ზღვაზე ჩამოდიან, ზაფხულში ჩვენი ქალებისთვისო

ნუ რაც მომეწონა და რითიც ათი თავით ჯობია თბილისს, არის გამწვანება. ბევრი დიდ-დიდი პარკი, თავისი საყვარელი ტბებით. და ყველგან სულ ხეები, ხეები, სიმწვანე, თან ველოსიპედის ტრასები. უფასო ველოსიპედები პირველად ვნახე თან. ნუ მე დრო არ მქონდა რომ ერთსაათიან რიგში ჩავმდგარიყავი, მარა თვითOნ ფაქტმა გაასწორა.
ბრაშოვი - ბრაშოვმა ძაან დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. ^____^ საყვარელი, ტიპიური ევროპული ქალაქი. ეტყობა გერმანული ხელი

<3 სამწუხაროდ შავ ეკლესიაში შესვლა ვერ მოვახერხე, დაკეტილი იყო და ეგ დამრჩა გულში ცუდად, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ძალიან მაგარია. ქალაქის ძველ ქუჩებში და გალავნის გარშემო სეირნობა მთელი სიამოვნებაა. უფასო ტური გიდთან ერთად კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. + ჟანდარმერიის დღეს დაემთხვა და რუმინული პოლიციის შეიარაღებაც მოვსინჯე

სტრადა სფორიი მომეწონა კიდე, ევროპის ზოგის თქმით ყველაზე ვიწრო და ზოგის თქმით მესამე ყველაზე ვიწრო ქუჩა. საყვარელი რამეა ;3 საერთო ჯამში ძალიან მომეწონა. რუმინეთში თუ ჩახვალ, მაგის უნახავად არ უნდა წამოხვიდე.
ბრანი - ციხე გარედან შთამბეჭდავია. ზღაპრებში რო რაღაც ჯადოსნური ციხესიმაგრეებია ხოლმე, მაგას გავს. სასურათედ და საპოზიოროდ საუკეთესო ადგილია

შიგნიდან დიდი არაფერი, რაბათის არ იყოს, ნამეტნავად აქვს თანამედროვე ხელი შევლებული. ისე დრაკულას სახელით მაგრა მანიპულირებენ. საერთოდ ნამყოფია თუ არა ის კაცი მაგ ციხეში, ეგ ვერ გაურკვევიათ. ერთი ღამე გაათია ერთხელო, რაღაც ვერსია არსებობს და არადა მანდ ჩამსვლელთან უდიდეს ნაწილს ზუსტად დრაკულას სახელი იზიდავს

არადა უდრაკულოდაც საკმაოდ საინტერესო სანახაობაა. თან საყვარელი, მშვიდი სოფელი. სიამოვნებით გავათევდი სადმე მანდვე კარავში ერთ ღამეს, მაგრამ სამწუხაროდ გადარბენაზე ვიყავი

ისე მაგის წინ რომ პატარა ბაზარია, მანდ მაგნიტების გარდა არ ღირს არაფრის ყიდვა. ერთი ბოთლი ღვინო (რა თქმა უნდა დრაკულას სახელობის ხდ ) მანდ 25 ლეი დამიფასეს და მერე ბრაშოვში, სუპერმარკეტში 12 ლეიდ ვიყიდე.
ნუ რაც მომეწონა კიდე ის იყო, რომ იტალიაში ჩათლახებმა ყველგან დააიგნორეს ჩემი სტუდბილეთი, ევროკავშირის მოქალაქე უნდა იყოო და მანდ გაჭრა თავისუფლად და 25-ის მაგივრად 10 ლეი გადავიხად შესვლაში ხდ
სამწუხაროდ პელეშის ციხე ვერ მოვასწარი :/
სლენიკ მოლდოვა - ძალიან მაგონებდა ბორჯომს და ლიკანს. ხეობაში ჩაფლული პატარა სოფელი თუ დაბა. გარშემო ნაძვნარით დაფარული მთებით და უამრავი მინერალური წყლის წყაროთი. წყალი დასალევად საზიზღობაა, მლაშე და გოგირდის გემო აქვს, მაგრამ ძალიან სასარგებლოაო აქეს და ადიდეს. ბუნება მართლა მაგარი იყო. თან ერთი დღე მოთოვა და თოვლმა საერთოდ გაალამაზა. ;3
ტერგუ ოკნა - მანდ მარილის მაღაროა მაგარი. მიწის ქვეშ 13 სართული. ავტობუსით ვიარეთ 3-4 კილომეტრი გვირაბში. ძალიან ლამაზი და პატარ წმიდა ბარბარეს ეკლესიაა პირდაპირ გამოქვაბულში. კედლებს ენას რო აუსვამ მლაშეა ;დდ ისე მაღაროს გარდა ყველაფერი ვნახე იქ. გასართობი ცენტრი აქვთ მოწყობილი მიწისქვეშ 240 მეტრზე. პინგ-პონგის მაგიდები, ინტერნეტ კაფე და ა.შ.

თვითონ მარილის წარმოება ბოლო, მეცამეტე სართულზე მიდის, ძალიან მაგრად მინდოდა ჩასვლა და ნახვა, მარა ჩემმა მეგზურებმა უარი მითხრეს, აფეთქებები მიდის და წინაზე ვიღაც პორტუგალიელი ჩავიყვანეთ, ნატეხი მოხვდა და სახე გაეხსნა შუაზეო და ვერ გავრისკავთო. როგორ არ ვეხვეწე მარა

ნუ ბუქარესტიდან მაგის სანახავად წასვლა ღირს მეთქი რო გითხრათ რავიცი, მარა მანდეთკენ თუ მოხდებით ბაკეუს მხადეს, ღირს შევლად.
ხალხი, იმენა რუმინელები, კარგი ტიპები არიან ძალიან. ნუ ვინც გავიცანი და დავუმეგობრდი, ჯიგარი ტიპები იყვნენ ყველა და ისედაც, უცხოებიც. ერთ სრულიად უცხო გოგოს რაღაც ვკითხე ქუჩაში და მეტროთი 2 გაჩერება გამოგვყვა, მიგვიყვანა, ტელეფონი მოგვცა, თუ რამე გაგიჭირდათ დამირეკეთო და გაბრუნდა. პროსტა ციგნები უტეხავთ. სტერეოტიპი არ ყოფილა. მართლა ძალიან ბევრნი არიან. განსაკუთრებით სადგურებზე და მასეთ ადგილებში და ძალიან დაძაბული ვიყავი. წებოს პირდაპირ ქუჩაში იყნოსავენ. ერთი მინსკელი მახლდა და რო დაინახა ქუჩაში წებოს იყნოსავენო, გადაირია. მთელი 2 დღე შოკში იყო ეს რა ვნახეო და ვინც ურეკავდა სახლიდან, ყველას მაგას უყვებოდა.
სამზარეულოს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერი ნაჭამი მქონდა მოლდოვაში და იგივე იყო. ახალს არაფერს გავუოცებივარ. სასმელებიდან პალინკა გამისწორდა. რატომღაც ძალიან ძლიერი წარმომედგინა, მაგრამ ორნახადი ჭაჭის მერე ლიმონათივით წავიდა ;დ ღვინო ჩვენ ღვინოსთან შედარებით დიდი არაფერი. ლუდი საზიზღობა. განსაკუთრებით სილვა და ტიმოშორეანა. აქაური ნატახტარის პონტში არიან რა. ბერგენბირს ცოტა არაუშავს.
საერთო ჯამში, ღირდა ნადმვილად წასვლა. ვერ ვიტყვი რო ერთერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ვყოფილვარ. მაგრამ წასვლად ნამდვილად ღირს. ^_^ ^_^
უღრმესი მადლობა ყველას რჩევებისთვის. განსაკუთრებით შენ
O,o ^^
andro ph