დღეს ჩემი დასვენების ბოლო დღეა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით მივდივარ უკან. რაც დამაკლდება მზიანი დღეები იქნება და ოკეანე. ოცი დღეა აქ ვარ და ერთი დღეც არ ყოფილა უმზეო. სინტრა-კაშკაის ირგვლივ კარგი კლიმატი და ძალიან კარგი ბუნებაა, ზუსტად ისეთი როგორიც მჭირდებოდა.
შთამბეჭდავი იყო Capuchos მონასტერი.


პენას სასახლეც საინტერესოა, მაგრამ ძალიან ტურისტული.
ყველაზე გასაოცარი ბაღი Quinta da Regaleira-ს სასახლეს ჰქონდა. გამაგიჟა.


საზღვრები არ აქვს ადამიანის ფანტაზიას.
კაშკაისთან აბანოს სანაპირო სანახავად კარგია, ისე კიდე მუდმივად ქარია და მაგ მხრივ ვერ მოისვენებ:

მომენატრება ადრაგას სანაპირო, რომელიც ყველაზე გამორჩეული იყო ყველა ახლო მდებარე სანაპიროებისგან და ევროპის 20 საუკეთესო სანაპიროების რიცხვშია.

დამაკლდება ჩემი აუზი დილაობით და ჰამაკი


ურსას სანაპიროს აღარ ჭირდება ქება. უმაგრესია. კაბო დაროკადან საცალფეხო მისასვლელით. ჩემი სოფლის გზა გამახსენა.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩემს გარდა მგონი წყალში ღრმად არავინ შედიოდა და რაღაცნაირად მიტყდებოდა შორს ყოფნა

სადღაც წავიკითხე პორტუგალიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცურვა არ იცისო, მაგრამ მარტო ადგილობრივები ხო არ იყვნენ? ეგ ვერ დავადგინე მარტო რატო ვიყავი ხოლმე.
ერთი სიტყვით კარგი დასვენება გამომივიდა.
მადლობა პორტუგალიას და ჩემს როლიკს კიდევ
* * *
ხოდა ხო ვთქვი ჩემი ბოლო დღეა თქო და ახლა ჩემი ბოლო საღამოა

ქართული მწვადით დავნაყრდი და პორტუგალიური ღვინით შევთვერი. ჰოდაა ახლა რომანტიული საღამოო

ხოდა ველოდები სავსე კუჭით.


Dა მაინც! ყველაზე მეტად მიყვარხარ საქართველო! არაფერია შენზე ლამაზი!
This post has been edited by oshi on 29 Aug 2014, 16:28