maco79მე მეგონა ტაილანდში მოდიოდი...

სასტუმრო რასაკვირველია ცენტრთან ანუ თავისუფლების გამზირის ან რუა აუგუშტას მიმდებარედ ჯობია აიღოთ. მე სალდანიის მოედანთან ახლოს ვცხოვრობდი და ტაქსით, რომელიც საკმაოდ იაფია, რამოდენიმე წუთში ჩავდიოდი როსიუს, იგივე პერდოს IV მოედანთან, რომელიც რუა აუგუშტაზე გადის და სადაც არაერთი მაღაზია და რესტორანია.
ჩემი გამოცდილება ასეთია, ერთი დღე დავუთმე ლისაბონის ანტიკური ხელოვნების მუზეუმს, ხერონიმოს მონასტერს და ტორე დე ბელემს. სამივე მდებარეობს რუა აუგუშტას ერთ მხარეს, პირობითად რომ ავიღოთ, რუკაზე დახედვით.

რუა აუგუშტასთან არის ლისაბონის ლიფტი, რომელზეც აუცილებლად უნდა ახვიდეთ, ძალიან კარგი ხედი იშლება... მეორე დღეს მოვინახულე დაგრასას მონასტერი, სადაც მინდოდა მენახა ქეთევან დედოფლის წამების ცნობილი სცენა, მაგრამ მონასტრის იმ მხარეს სადაც ეს სცენა არის გამოსახული სპეციალური ნებართვვის გაერშე არ უშვებენ.... იმავე დღეს ვნახე ლისაბონის კათედრალი, ლისაბონის ციხე–სიმაგრე და ალფამას ულამაზესი უბანი.
ლისაბონში ერთი კვირა ვიყავი და შესაბამისად, არ ითვლება ის, რომ ყოველ დღე ცენტრში ან სხვადასხვა უბნებში ვმოძრაობდი. სანახავი არასოდეს დაილევა, ისე როგორც ყველა უცხო ქალაქში, ნებისმიერ ისტორიულ უბანს თუ შენობას, თავისი ხიბლი აქვს...

რუა აუგუშტას ზონაში არაერთი მაღაზიაა, სადაც შეიძლება შეღავათიან ფასებში "იშოპინგო", თუ ძვირიანი ბრენდები გიზიდავს, თავისუფლების გამზირზე მახსოვს არაერთი სოლუდური სალონი, კორტე ინგლესი იყო ჩემს სასტუმროსთან ახლოს, სადაც ასევე ნორმალური ფასები იყო...
ტრანსპორტს რაც შეეხება, მე ტაქსით ვმოძრაობდი. არის ავტობუსი და მეტრო, ასევე ტრამვაიც...
თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებს, მკითხე!
This post has been edited by JSN on 19 Jan 2012, 17:37