shaknikeninc_lfcმშურს თქვენიიიი!!!
მაინცდამაინც ვენაშია გლობალური დათბობა.
არც კი მოუთოვია ისე, რომ მიწა დაეფარა, არც მიგუნდავია, არც არაფერი.
არა მგონია, აწიც რამე დააპიროს ზამთარმა.
სიმართლე გითხრათ, მე დიდად აღფრთოვანებული აღარ ვარ უკვე ვენით

რა ვიცი, ადამიანის ხასიათს გააჩნია, არ მიყვარს ეს მუზეუმივით ქალაქი, ტუალეტი დერეფნის ბოლოს, დუშკაბინა სამზარეულოში და ზაფხულშიც ყინულივით ცივი კედლები. რაც ჩამოვთვალე ეს ყველაფერი ტიპიურია ვენაში, საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა ასეა მოწყობილი, რადგან ძალიან ძველია, რადგან უკვე ისტორიის საკუთრებაა და არავინ ანგრევს.
ტურიზმის მხრივ მშვენიერია, მოხვალ, დაათვალიერებ, კაი დროს გაატარებ და წახვალ, ფბ-ზე ფოტოებს გამოფენ

საცხოვრებლად კი, რა ვიცი

გადასახადები ყელში გიჭერს, ეს ტელევიზორის გადასახადი, ეს ინტერნეტი, ეს შუქი, ეს გაზი, ეს ტრანსპორტის ბილეთი (ერთი მგზავრობა 2.20 ეურო, მთელი თვის ბილეთი 47 ეურო), საჭმელი და ბინის ქირა ხომ კატასტროფული ფასებია.
ამას დაუმატე ამინდი, სულ წვიმა და სულ ყინვა. მზე რომ გამოდის დღესასწაულია.
ხალხიც ამინდის შესაბამისი, ცივი და არაკომუნიკაბელური.
ენა - ვითომ გერმანული და ამ დროს ძალიან განსხვავებული. ვერ იტანენ გერმანელებს და არც გერმანიის გერმანული უყვართ, ავსტრიული გერმანული კი ბევრნაიარია, ვენას თავისი დიალექტი აქვს, ტიროლს, კერტნერს და სხვა ბუნდესლენდებს - თავისი. ერთ კუთხეს, მეორესი არ ესმის. შვეიცარიის გერმანული კი მთელ ავსტრიაში არავის ესმის, შვეიცარული გადაცემები აქ სუბტიტრებით გადის, არადა რო ჰკითხო, ორივე გერმანულს ლაპარაკობს.
ეხლა სიამოვნებით წავიდოდი ბარსელონაში
მომავალი იწყება დღეს...