DORABELLAრამდენი ხნით მიდიხარ?
უგემრიელესი ვენური შნითცელი თუ გინდა დააგემოვნო შტურმთან ერთად, შტაირერ შტუბნს ეწვიე.
თუ დაინტერესდები მერე შემიძლია აგიხსნა რა სად მდებარეობს..

თუ გინდა უგემრიელესი პიცა შეჭამო,ისეთი,როგორსაც რომშიც კი ვერ მიირთმევდი, მიდი პოზაუნეში. კარლ-ფრანცენის უნისთანაა..
მინიპიცცას შეუკვეთავ..

ვერსად ვერ ნახავ ეგეთ გემრიელ პიცას.თან შენ თვითონ ირჩევ შემადგენლობას.არ შეცდე და პატარა ან დიდი პიცა არ შეუკვეთო.ვერაფრით შეჭამ მთლიანად :დ
პ.ს. ძვირი არ ღირს..
შემდეგ..კიდევ შეგიძლია იაკომინიზე მიირთვა კარგი სენდვიჩი. ჰაუფთფლათცზეც,მარა მანდ ბევრი ჯიხური დგას და ზოგგან ვერ აკეთებენ გემრიელს.ასე ვერ მიგახვედრებ სად ჭამო. Jakomini-ზე შეგიძლია მოკლედ. იქვე დაინახავ მაკდონალდსს,მაგრამ არ გირჩევ შესვლას. ძაან ბანძია. არც გემრიელად აკეთებენ (ცხიმში ცურავს ჩიზბურგერი) არც სისუფთავე და კომფორტული გარემოა.ერთადერთი,გაჭირვების ჟამს შეგიძლია მიირთვა ჩიქენბურგერი
თუ არადა ,იქვე იაპონური სწრაფი კვების ობიექტია მკ-ის გასწვრივ და ძაან გემრიელი რაღაცები აქვთ
კაფეები... 1 რამე გემრიელობა AUER-ის უნდა მიირთვა. რომლის,არ აქვს მნიშვნელობა.მთავარია AUER-ი იყოს.
აი, "იმენნა" გრაცულ რაღაცებს გიწერ.:დ
Kleine Zeitung-ის არ იყოს, Auer-იც პირდაპირ გრაცთან ასოცირდება.
კიდე ჰაუფთფლათციდან Uhrturm-ამდე სეირნობისას უძველეს სავაჭრო ცენტრს წააწყდები. აუცილებლად უნდა შეხვიდე. თვითონ ცენტრიც ხომ მოგხიბლავს შიგნით,მარა სულ ზემოთ აყევი კიბეებს და მიადგები კაფეს(შეგიძლია დალიო შტაიერმარკის ძნ კარგი ღვინო,მარა ძვირია მანდ ყველაფერი

),სადაც დაინახავ გასასვლელს აივანზე.რომელიც სინამდვილეში სახურავია და იქედან იშლება ულამაზესი ხედიიიი....
კიდე არის კაი ბარები გრაცში.
აი,ერთი შლოსბერგზეა skybar.შლოსბერგბანით რო ახვალ შლოსბერგზე,იქვეა.
შლოსბერგბანი

ხო,გრაცში ყველაზე ძველ და ასევე ძვირიან

სავაჭრო ცენტრს ადვილად მიაგნებ.შესასვლელი:

პ.ს. კედლებზე ფოტოებიცაა შიგნით K & O-ს დამაარსებების. ერთ-ერთი იმდენად სიმპატიურია,დიდხანს ვერ მოწყვეტ თვალს

:დ
მე ისე მსიამოვნებს ამ ყველაფრის გახსენება,უკვე ჩემი თავისთვის ვწერ მგონი. ჰაჰაჰაჰა // თუ მკითხავ რამეს ასეთს,სად გაერთო,სად წახვიდე,სად ჭამო,რა უფრო გრაცულია და ავსტრიული, გეტყვი ყველაფერს..სიამოვნებით
ახლა ვიხსენებ ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის სახელს და გავგიჟდები კიდეც რომ ვერ გავიხსენო :დ
გამახსენდა : ზაიერსბერგი. ყველაზე დიდია და ყველაფერია ერთად თავმოყრილი.იაფიც და ძვირიანიც.
http://www.shoppingcityseiersberg.at/?lang=en This post has been edited by ninc_lfc on 8 May 2014, 13:38