გამარჯობა ირანის მოყვარულებო. მე დიდად არ ვეტრფი ამ ქვეყანას მაგრამ ამ ბოლო დროს წასვლის ძალიან დიდი სურვილი გამოჩნდა და იმედი მაქვს ზაფხულის ბოლოს ვესტუმრები სამოგზაუროდ. სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცი და ახლა მხოლოდ მოგზაურობის დაგეგმვის ეტაპზე ვარ. იმედი მაქვს თქვენი დახმარების, როგორც მარშრუტის, ასევე იაფი გზების რჩევით. მთელი მოგზაურობისთვის გათვალისწინებული მაქვს 8–10 დღე.
დავიწყეთ. ესეიგი ჩემი სავარაუდო მარშრუტი არის ეს:
http://maps.google.com/maps?f=d&source=s_d...05,9.876709&z=71) თბილისი – თეირანი (პირდაპირი ფრენა, თანახმა ვარ სხვა გზებზეც).
2) თეირანში დარჩენა 2 დღით და ავტობუსით გამგზავრება ისპაჰანში.
3) გზად ფერეიდანში შევლა.
4) სიპაჰანში დარჩენა 2 დღით და გამგზავრება ისევ ავტობუსით შირაზში.
5) შჰირაზში დარჩენა 2 დღით და ამასობაში პერსოპოლისის და პასარგადის მონახულებაც.
6) აქ მაქვს ორი ვარიანტი:
ა) შირაზიდან შიდა ფრენით დაბრუნება თეირანში და თეორანდიდან ისე გადმოფრენა თბილისში.
ბ) შირაზიდან შიდა ფრენით გადასვლა კიშის კუნძულზე (სხვა გზა არის?) იქ დარჩენა 2 დღე და შემდეგ გადაფრენა თეირანში. თეირანიდან კი ეგრევე თბილისში.
ესეიგი, ველი თქვენგან შესწორებების შეტანას თუ სადმე რამე გამომრჩა.
ასევე გამოცდილი ხალხისგან მაინტერესბს:
1) რამდენად უსაფრთხოა ირანში მარო მოგზაურობა? გოგოსთან ერთად?
2) როგორ ჩავაღწიო თბილისიდან თეირანამდე ფასის და კომფორტის გათვალისწინებით? ატა ეარი მითხრეს, მაგრამ მაგათ საიტს ვერ მივაგენი. ერევნიდან და ბაქოდან რამდენს მომცემს შეღავათს?
3) რამდენად შევძლებ აუცილებლობის შემთხვევაში კონტაქტის დამყარებას (ავტობუსების სადგურზე, სასტუმროში, რესტორანში) სპარსულის ცოდნის გარეშე?
4) როგორც ამოვიკითხე შიდა გადაადგილებისთვის ქალაქებს შორის არის ხშირი და კომფორტული ავტობუსების ქსელი სადღაც 15$მდე ბილეთი. შიდა ფრენებზე რა მეტყვით? შეიძლება წინასწარ დაჯავშნა ონლინით მაგალითად შირაზიდან თეირანში ან შირაზიდან კიშში, ან კიშიდან თეირანში?
5) ჯობია ახალი პასპორტის აღება მერე რომ სხვა ქვეყნებში ირანში ნამყოფიბის გამო პრობლემა არ შემექმნას?
6) და ბოლოს, თავის ბილეთებიან, ჭამიან (იაფ რესტორნებში ან ბისტროებში) და იაფი სასტუმროებიანად (5-10$), რა დამიჯდება მთელი ეს ტური?
ნებისმიერ დამატებით ინფოზე მადლობელი დაგრჩებით. ვისაც რა შეგეძლოთ ის მითხარით ან მომწერეთ.
მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს.
მიმაგრებული სურათი