ravi_shenხო თუ გოგო ხარ რამდენიმე დღის გაცნობილთან არ წახვიდე, ყოველ შემთხვევაში მასთან სახლში არ დარჩე. როცა არ იცი წესიერად ვინ არის და რა არის. გახსოვდეს, რომ არანათესავ ბიჭთან კავშირი დასჯადია. ქუჩაში სიარულისას შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროს და გკითხოს ვინ ხართ ერთმანეთისთვისო, ნუ ეგ უფრო მარტივია, გაგაფრთხილებენ უბრალოდ და გაგიშვებენ, მაგრამ მაინც მზად უნდა იყო, რომ შეიძლება მოხდეს ეგეი რამე. უცხოელი რომ ხარ გაცილებით მსუბუქად მოგექცევიან, ვიდრე ირანელს თუ რამე საოცარი არ დააშავე.
უნდა გეცვას შარვალი ან კოჭებამდე კაბა და ზევიდან არამოტკეცილი გრძელი მაიკა, რომელიც ტრაკს დაგიფარავს. მაიკა ყველაზე მოკლე 3/4 მკლავით შეიძლება იყოს. აუცილებლად უნდა გეხვიოს თავსაფარი, ისე საზღვარზეც არ შეგიშვებენ და იქაც პოლიცია გაგაჩერებს. არ შეიძლება კაცს ხელი ჩამოართვა. ნუ თუ იცნობ მაშინ ხო, მაგრამ არასახალხოდ. თუმცა მე ჩავხუტებივარ კიდეც და ქუჩაში, მაგრამ თუ იქვე პოლიციაა აუცილებლად დაგიჭერს

)
მანქანები ისე დადიან ვერაფერს ვერ გაიგებ ვინ საით მიდის, ასე რომ გზაზე გადასვლის დროსაც ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
ისე ზოგადად საკმაოდ უსაფრთხოა თუნდაც მარტო იყო. თუ წესებს დაიცავ არავინ არაფერს არ გეტყვის და არც არავინ დაგესხმება თავს.
ხო კიდევ ერთი ფული არის ძალიან არამყარი, ასე, რომ პირველივე დღეს არ დაახურდავო მთელი ფული, თორემ შეიძლება ისე გაუფასურდეს, რომ მესამედიღა დაგრჩეს (თუმცა მეთი რაღა უნდა გაუფასურდეს

)) საბანკო ბარათებს ვერ გამოიყენებ, ასე რომ საკმარისი ქეში უნდა წაიღო თან.
სკაიპი, ფეისბუკი და ზოგიერთი სხვა საითი არ მუშაობს და თუ წახვალ შემიძლია ფილტრის გასატეხი პროგრამა მოგცე.
თუ რამე გამახსენდა გეტყვი კიდევ

)
P.ს. არ ვიცი მაგ ბიჭთან რა ურთიერთობა გაქვს, მაგრამ შემთხვევით გათხოვება არ დააპირო, თანაც ირანში, თორემ გაითვალისწინე, რომ ირანული კანონების მიხედვით გათხოვებისას ქალს ავტომატურად ენიჭება ირანის მოქალაქეობა კარგავს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რადგანაც არ ცნობენ ორმაგ მოქალაქეობას. ასევე ირანული კანონის მიხედვით ქალს ქმრის თანხმობის გარეშე არ აქვს ირანის დატოვების უფლება. ასე რომ თუ რამეა ეს გაითვალისწინე, მაგ შემთხვევაში საკონსულოები ვერ შველიან ვერაფერს.
This post has been edited by Baiateo on 3 Nov 2012, 09:37