Twisomმახსოვს შენი ამბავი და გამიხარდა რომ ოჯახი იპოვე.
10 და 13 წელი ყველაზე რთული პერიოდია ბიჭებისთვის და აბა შენ იცი, , თავი არ დააჩაგვრინო ბავშვებს
როცა ჩახვალ ეცადე ოჯახმა გითხრას ან დაგიწეროს ზუსტად რა შედის შენს მოვალეობაში. მერე ნაკლები გაუგებრობები იქნება.
ბევრი რაღაც იქნებ არ მოგეწონოს, გაგიკვირდეს, იფიქრო ესენი ვინ არიანო; მაგრამ გულთან ახლოს ნუ მიიტან. სხვა ქვეყანაა, სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტი.
თუ მართლა აუტანელი პირობები არ იქნა, ყველაფერს ლაითად შეხედე. 1 წელიც მალე გავა.
პირველი დღიდანვე ენის კარგად სწავლაზე იფიქრე. ის რაღაც უბრალო ენის კურსები, რასაც ოჯახი აფინანასებს , არ გეყოფა. შენით უნდა ისწვავლო კიდევ ბევრი-წიგნებით, ტელევიზორით, გაზეთებით და რაც მთავარია ბევრი ლაპარაკით.
ისე კარგად მოიქეცი რომ 1 წლის მერე იქნებ მაგ ოჯახიდან უნის სწავლის დაფინანსების ფურცელსაც გამოჰკრა ხელი
ძალიან უნდა მოეწონო რომ ეგ დაფინანსება გაგიკეთონ. თავიდან საერთოდ ნუ დაელაპარაკები მაგაზე, .