პირველ რიგში გააჩნია როგორი ოჯახი შეგხვდება
ეს ნაწილობრივ შენზეა დამოკიდებული და თან არცაა, ქინდერ სიურპრიზივითაა, არ იცი წინასწარ რა ამოგივა

შეიძლება კარგი გეგონოს ოჯახი და ცუდი აღმოჩნდეს ან პირიქით.
გევალება ბავშვის ან ბავშვების სკოლაში წაყვანა-წამოყვანა, სახლის საქმეები, დაპილასოსება, გარეცხ-გაშრობა-გაუთოება. თუ საჭმელების კეთება იცი მაგასაც შემოგტენიან. მოკლედ ყველა ოჯახს სხვადასხვა განრიგი აქვს და ასე ზუსტად ვერავინ ჩამოგიყალიბებს. როგორც ამბობენ უნდა იყო ამტანი, ბევრი საქმის მოსწრება და თავის გართმევა უნდა შეგეძლოს, იმიტომ რო საქმე საკმაოდ ბევრი გექნება.
ზოგადად კონტრაქტში რაცაა გათვალისწინებული ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთება გიწევს, წერია რომ იდეაში 6 სთ იმუშაო მაგრამ თითქმის ყოველთვის აჭარბებ დაწესებულ დროს და ა.შ. ბევრი წვრილმანები აქვს უცხო ოჯახთან თანაცხოვრებას.
შეიძლება ძალიან მძიმე სამსახური გქონდეს ადამიანს, ბევრი სტრესით და ა.შ. მაგრამ საღამოს სახლში მიდიოდე და შენს გემოზე იყო და იმას აკეთებდა რაც მოგესურვება, ოპერობის შემთხვევაში ეს თითქმის გამორიცხულია რადგან მათთან ცხოვრობ და ისინი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან, ამიტომ ფსიქ. მზად უნდა იყო ამისთვის.