ოპერობის მერე დარჩენის რამდენიმე საშუალება არსებობს. ესენია: სასწავლო ვიზა - უნივერსიტეტში, ენის კურსებზე
სამუშაო ვიზა - სოციალური სამუშაო (მოხუცთა თავშესაფარში, უპატრონო ბავშვთა ან სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში), სტაჟირება, პროფესიით მუშაობა, "აუსბილდუნგი" და ა.შ.
სასწავლო ვიზის შემთხვევაში აუცილებლად, ვიმეორებ, აუცილებლად გჭირდებათ ან 8000 ევრო ანგარიშზე, რომელიც იყინება და იქამდე ვერ ახლებ ხელს, სანამ ვიზას ვადა არ გაუვა, ან გჭირდება გერმანული ოჯახის, ან საქართველოდან ვინმესგან ცნობა, რომ ის იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, დაგაფინანსოს ერთი წლის განმავლობაში თვეში 600 ევროთი. ნუ ამას თან უნდა ერთვოდეს შემოსავლის ცნობა, ანუ რამდენი აქვს შემოსავალი ამ ადამიანს და გაწვდება თუ არა ამ 600 ევროს თვეში (რათქმაუნდა, ცნობა ფიქტიურია და ეს ადამიანი ვალდებული არ იქნება, მართლა გადმოგირიცხოს თანხა).
რაც შეეხება სამუშაო ვიზას, სოციალური სამუშაოთი ბევრი აკეთებს ვიზას, იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევებში უზრუნველყოფილი ხარ საცხოვრებლით, გაქვს განსაზღვრული სამუშაო საათები, არ ხარ დიდად დატვირთული და თვეში გიხდიან 370 ევროს, ნუ ვიზასაც უპრობლემოდ გაძლევენ მაგ შემთხვევაში.
სხვა სახის სამუშაო ვიზისთვის, ჯერ საქართველოში უნდა წახვიდე და თავიდან გააკეთო საელჩოში განაცხადი და თუ მოგცემენ ვიზას, წამოხვალ ისევ გერმანიაში და იმუშავებ.
NNNNiiiaaaზუსტად ეგეთი სიტუაცია მქონდა პირველ ოჯახში. სამი თვე ვიტანჯე რასაც ჰქვია და ნუ ბოლოს ავდექი, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. გადმოვედი დაქალთან და ნუ მერე ახალი ოჯახი ვნახე და იქ გადავედი უკვე, მარა მაგის გამო მერე პრობლემები შემექმნა, ანუ ის ათი დღე, რაც დაქალთან ვიცხოვრე ჩამეთვალა აქ არალეგალურად ყოფნაში, იმიტორო წინა ოჯახთან კონტრაქტი გავაუქმე და ახალი ოჯახიც არ მყავდა ჯერ, ხოდა კაი ხანი მიდიოდა დავა იმის შესახებ, დავეტოვებინე თუ არა გერმანიაში. ნუ დამტოვეს

შენს დაქალს რაც შეეხება, კარგად დაელაპარაკე და აუხსენი შემდეგი: ვიცი, რო ძნელია ჩხუბი და რამის თქმა იმ ოჯახში, სადაც ცხოვრობ, მაგრამ საკუთარი ნერვების ფასად არაფერი არ უღირს. მე მაგალითად იმ სამ თვეში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც დამემართა (დამეწყო თმის ცვენა, გავხდი, თვალის უპეები ჩამიშავდა, ნუ დეპრესია, უძილობა, ნევროზი, კიდე რაღაც "წიკები" დამემართა(იმდენად მეშინოდა იმ ქალის), რომლებიც დღემდე გამომყვა და ვეღარ ვიშორებ). მოკლედ, ისე არ წამოვიდეს, ჯერ პოლიციაში დარეკოს და აუხსნას სიტუაცია აუცილებლად!!!!! თუ პოლიციაში არ დარეკავს, მაშინ ჯობია ახალი ოჯახის პოვნას დაელოდოს და ისე წავიდეს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ პოლიციაში დარეკავს. რაც შეეხება აგენტს, ჯერ ერთი, გაბრაზდეს და გაიკვანძოს ჰაერში თუ უნდა, კონტრაქტი აქვს აგენტთანაც შენს დაქალს და მაშინ თუ აღარ უნდა თანამშრომლობა, ფული დაუბრუნოს, რაც გადაიხადა შენმა დაქალმა და სააგენტოების მეტი რა არის, ყველა კუთხეშია გახსნილი. არის კიდევ ძალიან ბევრი კარგი ოჯახი, რომელიც ეძებს ოპერს, ასე რომ არ ინერვიულოს მაგაზე, ადვილია ოჯახის პოვნა, მართლა და ეცადოს, რომ ქალაქში ნახოს ახალი ოჯახი. რომელ ქალაქთანაა ახლოს?
This post has been edited by GogonaParalelepipedidan on 22 Sep 2012, 14:47