ხალხნო მოკლედ ესეთი რაღაც ვიპოვე და რამდენად რეალურია?იქნებ მიპასუხოთ ?
AU PAIR in USA - "ფრანი" - Au pair International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ Au pair პროგრამას აშშ-ში.
Au pair-ის მოვალეობაა ბავშვის მოვლა პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.
გამგზავრება ხდება J1 ტიპის ვიზით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეს საშუალება ეძლევა იცხოვროს ამერიკელ ოჯახთან ერთად, გაიუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა და გაეცნოს ამერიკის კულტურას.
Au pair პროგრამა ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს რომლებსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს.
ასაკი- 18 დან 26 წლამდე
ცნობები- მინიმუმ საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი
მართვის მოწმობა სასურველია იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს 0 დან 1 წლამდე ბავშვის მოვლის სურვილი არ ააქვს ან არ შეუძლია
კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა; დადასტურება სტანდარტული ფორმის შევსებით
სამუშაო გამოცდილება- 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთან მუშაობის მინიმუმ 500 ხოლო 1 დან ზემოთ ასაკის ბავშვთან მინიმუმ 200 საათის სამუშაო გამოცდილება. ( უნდა შეეძლოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დახასიათებების წარმოდგენა)
ინგლისური ენის ცოდნა- კარგი ან სრულყოფილი ( ჩატარდება გასაუბრება)
ნასამართლეობის არ ქონა
დაუქორწინებელი / გაუთხოვარი
პროგრამის ფარგლებში მონაწილეს საშუალება აქვს მიიღოს ანაზღაურება ოჯახში საქმიანობისა და მცირე წლოვანი ბავშვების მოვლის მეშვეობით. მონაწილის სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში 45 ხოლო დღეში არაუმეტეს 10 საათით.
Au Pair-ის ანაზღაურება შეადგენს 195 დოლარს კვირაში (780$ თვეში).