როგორც იცით, დღეს შვედეთს ეწვია მოძღვარი საქართველოდან, მღვდელი სამების საკათედრო ტაძრისა და ძეგვის დედათა მონასტრის მღვდელმსახური, მამა მამუკა თავხელიძე, მგალობლებითურთ. მისი სტუმრობის განრიგი ასე გამოიყურება:
ხუთშაბათი, 4 ივლისი
18.00-21.00 სახლების კურთხევა
პარასკევი, 5 ივლისი
სერბული ტაძარი სტოკჰოლმში უმასპინძლებს შემდეგ ღონისძიებებს:
11.30 ნათლობები სერბულ ტაძარში
13.00-14.00 ტრაპეზი
14.00-16.30 მრევლთან შეხვედრა, საუბარი მოძღვართან, კითხვა-პასუხი, აღსარებები....
პატარა ფილმების ჩვენება ძეგვის დედათა მონასტრისა და ძეგვის ბავშვთა სახლის შესახებ, ასევე, მამაოს მიერ იტალიაში გადაღებული კადრები ანდრია პირველწოდებულის საფლავის გახსნის შესახებ.
ძეგვის დედათა მონასტრის მგალობლების მიერ შესრულდება გალობები და ხალხური სიმღერები.
შაბათი 6 ივლისი
სერბული ტაძარი სტოკჰოლმში უმასპინძლებს შემდეგ ღონისძიებებს:
8:30 საზეიმო ლიტურგია ქართული გალობის თანხლებით
11:30-13.00 ტრაპეზი
ტაძრის მისამართია:Bägerstavägen 68, Enskede Gård
გროვდება მცირედი თანხა საორგანიზაციო ხარჯებისათვის, სურვილისა და შესაძლებლობისამებრ.
პარასკევი დღის შეხვედრებისათვის ტრაპეზი მზადდება უშუალოდ ნათლობისა და ღონისძიებაზე დამსწრეთა მიერ.
მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ:
https://www.facebook.com/ShvedetisKartuliSa...nitsiativoJgupi
სამყაროს 70% წყლით არის დაფარული. დანარჩენს ქოჩორაშვილი ფარავს.