NAVIGATIONბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი ეს რამე ახალია შექმნილი? რაღაც 8 თვიანი კურსები უწერიათ, ან ფასი რა ღირს და რა მოთხოვნებია მსურველტათვის არ იცი?
http://bni.edu.ge/geo/study/international-seafaring-centerსაერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი
საერთასორისო საზღვაო მომზადების ცენტრი უზრუნველყოფს:
* მოქმედი ქართველი და უცხოელი მეზღვაურების გადამზადებასა და სერტიფიცირებას;
* საზღვაო სპეციალობის დაუფლების მსურველ მოქალაქეთა მომზადებას საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.
საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში სწავლის ხანგრძლივობაა:
* IX კლასის ბაზაზე - 3 წელი;
* საშუალო განათლების ბაზაზე - 1 წელი.
მეორადი პროფესიის დაუფლების მსურველთათვის მუშაობს 8 თვიანი კურსები, სადაც სწავლობენ 22 წელს გადაცილებული პირები. რვათვიანი კურსებზე მიღება წარმოებს წელიწადში სამჯერ.
ცენტრში კვალიფიკაციას იმაღლებენ და სერტიფიცირებას გადიან მეზღვაურები:
1. თურქეთიდან,
2. საბერძნეთიდან,
3. აზერბაიჯანიდან,
4. უკრაინიდან,
5. სირიიდან,
6. ლიბანიდან.
სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით 2002 წლის 28 მარტს შეიქმნა შპს საერთაშორისო საზღვაო საწვრთნელი ცენტრი ,,მერკური” (ამჟამად - ,,საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი"). ცენტრის სრული დაპროექტებადა მოწყობა თანამედროვე საწვრთნელი სისტემებით განახორციელა ცნობილმა ინგლისურმა კომპანიამ ”Transas Eurasia’’-მ, რომელიც ახორციელებს სატრენაჟორო დანადგარებისა და სისტემების წარმოებას.
საწვრთნელ ცენტრში დამონტაჟებულია:
1. Navi -Trainer RADAR/ARPA/ECDIS Pro 3000
2. RADAR/ARPA Module Simulator
3. Engine Room Simulator ERS 2000/3000
4. GMDSS Simulator TGS 410
5. Liquid Cargo Handling Simulator LCHS 2000
ცენტრში მოქმედებს შემდეგი საწვრთნელი კურსები:
1. ’”კაპიტნის ხიდურზე გუნდური მართვა”
2. ”გემის მართვის მანევრირება” ;
3. ”საგუშაგოზე მორიგეობის სამსახურის ორგანიზაცია”;
4. ”ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა”;
5. ”ხანძართან ბრძოლის გაფართოებული კურსი”;
6. ”პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა”;
7. ”პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა”;
8. ”სამაშველო საშუალებების მართვა”;
9. ”საშიში ტვირთების გადაზიდვა”;
10. ”ნედლი ნავთობით ტანკების რეცხვა”;
11. ”ინერტული გაზების სისტემის გამოყენება”;
12. ”გემის უსფრთხო ექსპლუატაციის მართვა და ზღვის დაბინძურების აცილება”;
13. ”კავშირგაბმულობის გლობალური საზღვაო სისტემა უბედურების შემთხვევაში”;
14. ”სამანქანო განყოფილებაში გუნდური მართვა”.
ტანკერზე სამუშაოების წარმოების სამი სახის კურსები:
1. ტანკერზე სამუშაოების წარმოების გაცნობითი კურსი;
2. ტანკერზე, ტანკერქიმმზიდებზე, ტანკერაირმზიდებზე სამუშაოების წარმოების გაფართოებულიი კურსი;
3. ტანკერზე სატვირთო და საბალასტო ოპერაციების წარმოების კურსი.