nino877ვიზისთვის გერმანიის საელჩოს მივმართე
forum_irakliზაგრადა 20 ევრო მგონი ზუსტად არ მახსოვს

ოღონდ რიგებია, 6მდე მუშაობენ და თუ ადრე მიხვალ უკეთესი.
სტადიონი არ მინახავს, დამეზარა მობალახებულ ადგილის სანახავად რა წავიდოდა იმ დასაკარგავში.
კასა მილა უნდა ნახო და კასა ბატლო. კასა ბატლოში შესვლა 20 ევრო და გაძლევენ აუდიო გიდს, კასა მილაში 18 თუ 20 ევრო, აღარ მახსოვს.
აკვარიუმი თუ ვინმემ გირჩიოს არ ნახო, დებილობაა

რაში ვთხლიშე 20 ევრო ოღჩ
კიდე უნდა ნახო მონჟუიკის ფანტანი. ნუ სანახავი მანდ რაა, არ ვიცი, მაგრამ ფანტანის ამოჩქეფების მომლოდინეთა რიგს, მოლოდინს და ამოჩქეფების შემდგომ მათ
ბედნიერ სახეებიდან გამომდინარე ვსჯელობ, ნახე მაინც , ეგებ რაიმე სასწაული შენიშნო

ისე ნინათი და ლუით დაიწყო სიმღერა, მხიარული ფანტანია. :ოხრადგვაქვჯორჯიაში:
კიდე ჟოან მიროს მუზეუმი ნახე

მე ვერ მოვასწარი. თუ გაინტერესებს რაღა თქმა უნდა სურეალიზმი.
მონჟუიკის ფანტანთან მოშორებით პლასა დე ესპანიადან რო გაუყვები დგას მიროს ქანდაკება ქალი და ჩიტი. დაგუგლე და თუ დაგაინტერესა ნახვა , იქვე იქნები და შეავლე თვალი.
ნაციონალური ხელოვნების მუზეუმიც არ დაგავიწყდეს , ველასკესია დაცული.
უნდა ნახო გუელის პარკი და გაუდის ცნობილი ხვლიკი. კათედრალი, ბისბეს ხიდი და ქუჩა და ძველი ბარსელონის ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ და დაბინდულ ქუჩებში იხეტიალო.
კიდე რამბლაზე ისეირნე, ბოკერიას ბაზარში შეიხედე და დატკბი ბარსელონით

1000 ლარი მარტო საწოწიალოდ და საჭმელად გეყოფა. სჯობს ცოტა მეტი წაიღო. ტანსაცმელიც თუ გინდა მით უმეტეს.
შენი სასტუმრო სადაა ტერიტორიულად ?

აბა დამილინკე.
This post has been edited by serafita_asuli zevaxisa on 22 Apr 2013, 22:25