ketatunaმე ვიყავი ამ სასტუმროში
http://www.pensionciudadela.com/ მინიმულურ ფასად. მართალია ძაააალიან მოკრძალებულია, ძველი შენობის მესამე და მეოთხე სართული უკავია, ლიფტი არის. არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარე და თბილი გარემოა, ადგილმდებარეობა იდეალური. რამბლამდე ფეხით მივდიოდი, პორტამდე 5 წუთია, მეტროც ახლოსაა.და რაც მთავარია მატარებლები რომლებიც აეროპორტიში და სხვა ქალაქებში მიდიან გადიან ესტასიო დე ფრანკადან, რომელიც ზუსტად სასტუმროს პირდაპირ არის. მოკლეთ ამ რაიონში უნდა ეძებოთ სასტუმრო ეს თუ არ გაკმაყოფილებთ. თან სიწყნარეა რამბლასგან განსხვავებით, ღამით ძილის პრობლემა არ გექნებათ. ჩვენი აივნიდან ტიბიდაბო მოჩანდა ულამაზესი იყო
ეს არის ისტორიული უბნის ნაწილი, ასე რომ ყველა მნიშვნელოვანი სანახაობა გვერდით გექნებათ. კომფორტს რაც შეეხება: საწოლები კომფორტულია, თეთრეული/პირსახოცები იცვლება ყოველდღე. ნომერს ძალიან კარგად ალაგებენ. კვება არ აქვთ, სამაგიეროდ, მაცივარი/მიკროტალგური არის რესეფშენში. თუ ჭურჭელი დაგჭირდათ ყველაფერს მოგცემენ. ასევე ყავა/ჩაი უფასოდ, ისიც რესეფშენში. სიმართლე ვთქვა მე ეს სასტუმრო მხოლოდ იმისთვის მინდოდა რომ დამეძინა. ფეხებს რომ ვერ ვგრძნობდი დაღლილობისგან ავლასლასდებოდი ჩემს ოთახში და ვითიშებოდი, ასე რომ ჩემი მიზანი იყო მინიმალურ ფასად დამეძინა სისუფთავეში და ამის კვალობაზე მე კმაყოფილი ვარ

სასტუმროს პირველ სართულზე კაფეა სადაც ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებენ.
* * *
მოდით ბარემ გიამბობთ ჩემი ესპანური თავგადასავლის შესახებ
თებერვლის ბოლოს გადაწყდა რომ ოცნებების ასრულების დროა. თურმე ოცნებები როცა სრულდება ყელში ბურთი გაწვება და ტირილს იწყებ

მე ასე მომივიდა თვითმფრინავიდან როცა დავინახე საოცნებო ბარსელონა.
სულ მეშინოდა რამე არ გამომრჩეს, ყველაფრის ნახვა და დეტალურად დამახსოვრება მინდოდა.
როგორც უკვე წესად მაქვს, მატარებლითვე მივედი სასტუმრომდე ტაქსის გარეშე. სასტუმრო ზუსტად სადგურის წინ მქონდა აღებული. პირველი რაც გავაკეთე შოკოლადის მუზეუმს ვეწვიე, იმიტომ რომ "ჩემ" ქუჩაზე იყო და იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს

ასეთი გემრიელი ბილეთები ცხოვრებაში არ მიყიდია. ბილეთი არის ჩვეულებრივი გემრიელი შოკოლადის ფილა შოკოლადის მუზეუმის შემდეგ სიუდადელას პარკი ვნახე, თავისი მამონტით და უსაყვარლესი ფუმფულა თუთიყუშებით. კასკადური ფანტანი ძალიან მომეწონა. რათქმაუნდა ტრიუმფალური თაღიც ვიხილეთ. მერე რამბლაზე გავისეირნეთ, ცვილის მუზეუმიც მოვინახულეთ.
წასვლამდე რჩევებს ვკითხულობდი და ყველგან ეწერა აუცილებლად "დაიკარგეთ" გოთიკური უბნის ვიწრო ქუჩებშიო დავიკარგეთ და მერე როგორ შევედით ბარსელონას ისტორიის მუზეუმში, შესასვლელში ზურგჩანთა გამოგვართვეს. მუზუმიდან რომ გამოვედით სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდით -"პლასა დელ რეი" -ზე მეფის მოედანი.გამოვედით მზით განათებულ უძველეს მოედანზე სადაც მუსიკა ისმოდა, თბილოდა დავჯექით იკვე კიბეებზე მზეზე გავთბით, ყველაზე ლამაზი მოგონებაა მგონი <3 ვიფიქრეთ რომ აქ ცოტა ვისეირნოთ და ამასობაში მუზეუმის შესასვლელსაც ვიპოვიდით ზურგჩანთის დასაბრუნებლად . ამ სეირნობის დროს ვნახეთ სანტა ეუალიას ტაძარი, რომაული სვეტები, პენსიონერებთან ერთად ვიცეკვეთ მოედანზე, კვირა დღე იყო და საოცრება ხდებოდა, ორკესტრი უკრავდა შუა ქუჩაში და წრეში იდგა 20 -30 ადამიანი და ცეკვავდა ასეთი წრეები ბევრი იყო, ჩვენც სიხარულით მიგვიღეს, გვასწავლეს, გვაცეკვეს

ძალიან სასიამოვნო დღე იყო. რამოდენიმე დღის მერე აღმოვაჩინეთ რომ გოთიკურ უბანში წრეებზე გვივლია და ჩვენი სასტუმროც ამ წრის ცენტრში ყოფილა

ბოლოს როგორც იქნა შესასვლელიც ვიპოვეც იქვე პლასა დელ რეისთან ყოფილა და სასაცილო ის იყო რომ სახლში მეტროთი დავბრუნდით
ვნახეთ გუელის პარკი, მანმდე კი კატალუნიის მოედანი, იქვე ავტობუსის ლოდინში "ელ კორტე ინგლეს"-ში შევისეირნეთ, პიკნიკისთვის გემრიელობები მოვიმარაგეთ. ავტობუსმა პარკის შესასვლელთან მიგვიყვანა. რა მაგარია როცა ყველგან მუსიკაა. პარკში უამრავი მუსიკოსია წამოსვლა აღარ მინდოდა. ვისეირნეთ, ვნახეთ გაუდის საოცრებები აღფრთოვანება არ მყოფნიდა

უკანა გზაზე ის ცნობილი დაღმართი ჩავიარეთ და ვალკარკას მეტროთი დავბრუნდით კატალუნიის მოედანზე და კასა batllo-ს ვეწვით. გაუდი როგორ გარდაქმნიდა მზის შუქს საოცარ ილუმინაციად, როგორ აკეთებდა ვენტილაციას დახურულ შენობაში, მოვისმინეთ უამრავი საინტერესო ინფორმაცია, სუნთქვაშეკრულები დავდიოდით. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ სახლისგან. ამის მერე დავეშვით ფეხით რამბლაზე, მანამდე კი დიაგონალზე კაშკაშა ვიტრინებს ჩავუარეთ ყველა ცნობილი ბრენდი იყო წარმოდგენილი ულამაზეს ვიტრინებში. ისე დაემთხვა რომ ყოველი საღამო რამბლათი სრულდებოდა

არ გამოგვრჩენია ბოკერიას ბაზარიც, კოლუმბის ქანდაკება, ძველი პორტი, ვნახეთ ფლამენკოს შოუ, ეროტიკის მუზეუმიც კი არ დავტოვეთ უყურადღემოდ :დ
ვნახეთ საგრადა, ავედით კოშკებზე, პირდაღებული ვუყურებდი ამ ქმნილებას. შესვლამდე საგრადას წინ დავჯექით პარკში. ძალიან ლამაზი ხედია. პარკიდან სრულად ჩანს ტაძარი და მის წინ პაწაწინა ტბაც

ჯერ მარტო ფასადის დათვალიერებაზე მიდის უამრავი დრო, სიუჟეტები ბიბლიიდან არის აღებული. ქრისტეს ცხოვრება და ჯვარცმა. ყველაფერი სიმბოლიკით არის გაჯერებული. ვნახეთ სკოლა/სახელოსნოც, გაუდის საფლავიც აქვეა. შიგნით ზღაპრული სამყარო დაგვხვდა ვიტრაჟებიდან შემოსული სხვადასხვა ფერის მზის შუქი... ლიფტით ავედით კოშკებზე, მთელი ბარსელონა ჩანს , დაახლოებით ასე გამოვიყურებოდი

პრინციპში ეს გამომეტყველება მთელი კვირა მომყვებოდა

ის დღე ამით დასრულდა, საღამოს 4 საათამდე მოვანდომეთ ბოდიალს და ძალიან დავიქანცეთ
მერე მოვიდა ფიგერასის და ჟირონას ნახვის დრო. პაწაწინა მყუდრო ქალაქებია. მატარებლით წავედით ჯერ ფიგერასში სადაც დალის მუზუმი ვნახეთ. საინტერესო, შთამბეჭდავი და სახალისოც ერთდროულად. მერე ჟირონაში წავედით, ვნახეთ რომაული კედელი, ვნახეთ ტაძარი. მდინარის პირას მოფენილი ფერადი სახლები შთაბეჭდილებას მიტოვებდა რომ ზღაპარში ვარ. ეს შთაბეჭდილებაც გაოცებული სახითურთ სულ თან დამყვებოდა.
მერე ტიბიდაბოს მთაულამაზესია დგილია. უმაღლესი ადგილია ბარსელონაში, საცარი ტაძრით. ავედით ქრისტეს ქანდაკებასთან ზღვის დონიდან 700 მეტრზეა სიმაღლე. ღრუბლები ჩვენს ქვემოთ იყო. ასევე ვნახეთ ტექნოლოგიური მუზეუმი. უზომოდ საინტერესო და სახალისო ადგილია. ცალკე გამოვყოფ ტაძარს "სანტა მარის დელ მარ" ორჯერ მივედით იმდენად მოგვეწონა.
აუცილებლად სანახავთა სიაში მონსერატი იყო. უზომოდ შთამბეჭდავი ადგილია. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მაღლა ხარ. კლდეებში. არის ლეგენდა რომ ამ კლდეებში, გამოქვაბულში იპოვეს ღვთისმშობლის ქანდაკება რომელიც ადგილიდან ვერ დაძრეს და ამიტომ მის გარშემო ტაძარი ააგეს. ამ გამოქვაბულთან მისასვლელი გზა ულამაზესია, მთელ მანძილზე კლდეში არის გაკეთებული სიუჟეტები იესოს ცხოვრებიდან მის აღდგომამდე. ასევე არის მეორე მარშრუტი. საბაგიროთი დიდ სიმაღლეზე ადიხარ და კლდეებს შორის გვხვდებოდა ადგილები სადაც ცხოვრობდნენ ბერები და წმინდანები. საოცარი ხედები, სიმშვიდე, სითბო. ადგილობრივი ფერმერები ყიდიან თაფლს, ყველს, ტკბილეულს. ჩვენც გაგვიმასპინძლდნენ ამ ყველაფრით. მთელი დღე დავუთმეთ მონსერატს.
მონჟუიკი, ესპანეთის მოედანი.თბილი და ტკბილი. საოცარი ხედებით. საღამოს ვნახეთ ჯადოსნური ფანტანები.
რა შემიძლია ვთქვა ამ მოგზაურობაზე, ადრე თუ ბარსელონა იყო საოცნებო, ახლა მინდა მთელი ესპანეთი შევისწავლო , ყველგან მინდა წავიდე. ძალიან თბილი ხალხით, ბევრი ღიმილით, უგემრიელესი საჭმელებით,სანგრიით სითბოთი და ზღვით.