მეოთხე ანუ ბოლო დღე.
თბილისიდან სანამ წავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით რომ ხანძთელობას 18 ოქტომბერს მეუფე უნდა ჩამობრძანებულიყო ხანძთაში მრევლთან ერთად და დილის 6 საათზე უნდა ჩაეტარებინა წირვა. ეს ინფორმაცია ჰქონდათ იმ ორ ჯგუფსაც, რომლებსაც შემთხვევით შევხვდით ტაო-კლარჯეთში. ყველა ამ დღისათვის ემზადებოდა.
დაახლოებით 2 საათის გზა გვქონდა ხანძთამდე, ამიტომ დილით 4-ის ნახევარზე გავიღვიძეთ, სწრაფად მოვემზადეთ და ხანძთისაკენ გავემართეთ.
სამანქანო გზა ბოლომდე არ მიდის, ამიტომ ფეხით გავირეთ ბოლო 2 თუ 3 კმ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთულად გასავლელი გზა, რადგან 3 ღამის გამოუძინებელი ფიზიკურად ძალიან დაღლილი ვიყავი. წინდა საღამოს შატბერდში იმ ტყის ჩარბენამ და მერე უკან ამოსვლამ ძალიან დამღალა (არა მარტო მე, მთელი ჯგუფი).
ხანძთაში მისულებმა გავიგეთ, რომ წინა რამით რაღაც უთანხმოება მომხდარა ჩვენებს და ადგილობრივებს შორის (ზუსტად არ ვიცი რა), ამიტომ მეუფეს გადაუწყვეტია წირვის ღამით ჩატარება, რათა კიდევ არ გაეღიზიანებინა მოსახლეობა. წირვა დამთავრებული იყო, რამაც ძალიან დაგვწყვიტა გული.
ეს ჩვენი გზა

გზის გარკვეული ნაწილის გავლის შემდეგ გამოჩნდა ხანძთა.
პირველად ამ ადგილიდან ჩანს


ეკლესია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, 2 წლის წინ გუმბათი ჩამოინგრა.







[B]
* * *
ადგილზე გადაწყდა, რომ ჩვენს მამაოს და კიდევ ერთ მამაოს, რომელიც იქ იყო პარაკლისი გადაეხადათ. იმდენი ქართველები ვიყავით ეკლესიაში ადგილი აღარ იყო.



* * *
იმ აღმართზე ასვლაზე უფრო, მე ჩამოსვლა გამიჭირდა და მახსოვს, როგორც კოშმარი

ისე დაღლილი ვიყავი, დაღმართზე ვეღარ მოვდიოდი და ვისვენებდი

დაბლა ცოტა დავისვენეთ, ცოტაც ვჭამეთ, გონზე მოვედით და წავედით ოპიზას სანახავად.
This post has been edited by M-N on 29 Oct 2009, 14:14