თუ რატომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი თავად შტატზე გეტყვით ორიოდე სიტყვით.
ნიუ-ჯერსი ეს არის შტატი აშშ-ში, რომელიც მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ნიუ-იორკის შტატი ესაზღვრება, სამხრეთით __ ატლანტის ოკეანე, დასავლეთით __ პენსილვანია.
სახელი — ეწოდა კუნძულ ჯერსის დაცვის სახსოვრად. ნიუ-ჯერსი 1605 წელს კოლონიზებულ იქნა ჰოლანდიელთა მიერ (ახალი ჰოლანდია), 1664 წელს გადაეცა ინგლისს, ხოლო 1787-დან უკვე ამერიკის შტატია.
ნიუ-ჯერსი, ფართობით მე-4 ყველაზე პატარა შტატი და მე-11__ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია ამერიკაში.
მოსახლეობის 76 % თეთრკანიანია, 12% __ აფროამერიკელი, 8,1 % __ ლათინო-ამერიკელი, 3 % __ აზიელი,
ნიუ-ჯერსი მე-3 ყველაზე მდიდარი შტატია ამერიკაში, მერილენდისა და ალასკის შემდეგ.
(შედარებისთვის: ნიუ-იორკი __ მე-16 ადგილზეა, ვაშინგტონი __ მე-12-ზე, კალიფორნიის შტატი __ მე-10-ზე, )
ნიუ-ჯერსის ჩრდილო ნაწილი სულ რაღაც რამდენიმე მილითაა დაცილებული ნიუ-იორკ-სითისგან, ხოლო სამხრეთი ნაწილი __ ფილადელფიის სიახლოვესაა.
ეს არის George washington bridge რომელიც ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკ-სითის აკავშირებს.

ეს კი ნიუ-იორკ-სითიდან ნიუ-ჯერსის გზაზე:

ნიუ-ჯერსიდან არიან : თომას ედისონი, ფრენკ სინატრა, ვუდრო ვილსონი.
ნიუ-ჯერსიში მდებარეობს ივლიგის (ტოპ კოლეჯებიდან) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული __ პრინსტონის უნივერსიტეტი:

ამავე შტატშია __ სათამაშო ბიზნესით ცნობილი__ ატლანტიკ-სითი:

ნიუ-ჯერსის დიდი ქალაქებია — ტრენტონი (დედაქალაქი), ნიუარკი, ჯერსი-სიტი, პატერსონი.

ნიუ-ჯერსის დიდ ქალაქებში ცხოვრება არც ისე პრესტიჟულია, ხოლო __ პატარა ქალაქებში, უფრო სწორად, დაბებში ცხოვრება "ძვირი სიამოვნებაა".



მოკლედ, რატომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა: ნიუ-იორკში 4 წლიანი ცხოვრების შემდეგ, გარკვეულ კომპრომისზე წავედი და მეუღლეს ნიუ-ჯერსიში საცხოვრებლად გადმოსვლაზე დავთანხმდი.
უნდა ვაღიარო, რომ ბავშვიანი ოჯახებისთვის, საცხოვრებლად ნიუ-ჯერსი გაცილებით უკეთესია ვიდრე ნიუ-იორკ-სითი, რადგან ნაკლები ხმაური, ნაკლები სიბინძურე, ნაკლებად გადატვირთული მოძრაობაა და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის __ნიუ-ჯერსიში პარკინგის პრობლემა არ არსებობს
მე Bergen County-ის ერთ-ერთ თაუნში ვარ, აქედან მაჰეტენზე მოსახვედრად 20 - 25 წუთი მჭირდება.
ხალხი ძალიან გულღია და ხალისიანია, ძირითადად თეთრკანიანი ამერიკელები არიან რომლებიც თაობებია უკვე ერთსადაიმავე თაუნებში (დაბებში) ცხოვრობენ. მათ გარდა თვლაშისაცემია კორეელები/იაპონელები, და კანტიკუნტად __ ინდოელები.
არანაირი ტურისტები და "შემთხვევითი ხალხი" აქ შემხვედრია. ისე არ არის, ნიუ-იორკში__ ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს
მოკლედ, ამ თემაში ყველაფერი იქნება მხოლოდ ნიუ-ჯერსის შესახებ (ზოგიერთი რამ, ამ შტატში, მეც ახლა აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა რომ ნჯ-ში ხშირად მიწევდა ჩამოსვლა საქმეზე და ახლობლების მოსანახულებლადაც).
ხშირად, ამერიკაში ჩამომსვლელებს აქვთ შეკითხვა, რომელ შტატში/ქალაქი სჯობს დაბინავება. ამ თემით წარმოდგენა შეგექმნებათ ნიუ-ჯერსის შტატზე. თუ რამე კონკრეტული დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მკითხოთ.
P.S ჩემი თხოვნაა, ვისაუბროთ ნიუ-ჯერსის ირგვლივ (არანაირი შეკითხვები გრინკარტის გათამაშებაზე ან ვიზების
შესახებ please, მაგისთვის არსებობს სპეციალური თემა, გარდა ამისა, ამერიკის თემაც ფაქტობრივად ვიზების თემად გადაიქცა).
მოკლედ,Welcome to New Jersey
This post has been edited by Nila on 29 Nov 2014, 05:23
"When you want to give up just think of the people who would love to see you fail.
Don't give them that pleasure."