Scoorpsoteroგუშინ ჩამოვედი
მე მხოლოდ ლარნაკაში ვიყავი, ამიტომ სხვა ქალაქებზე ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით.
ბინა ვიქირავეთ Airbnb-ზე, 10 დღით.
ლარნაკას აეროპორტი აქვს საკმაოდ დიდი და კარგი, არც ველოდი ასეთს, ქუთაისის აეროპორტიდან რომ გაფრინდები(ასანთის კოლოფი ნამდვილი), ლარნაკას აეროპორტი რაღაც უზარმაზარი გეჩვენება მასთან შედარებით.
კლიმატის მხრივ თავიდან პირველი 2 დღე გაგვიჭირდა, ტენიანობა იყო ძალიან მაღალი და საუნაში გვეგონა თავი

მაგრამ მერე დაიკლო ტენიანობამაც და ისე არ ცხელოდა, 33-34 გრადუსი იყო სტაბილურად. წვეთი წვიმა არ ყოფილა და ზოგადად გვითხრეს, რომ სეზონის განმავლობაში, რომელიც იწყება მაისიდან და გრძლედება ოქტომბრამდე, წვიმები არ იცის.
ზღვას რაც შეეება, წყალი სუფთა იყო, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი პლაჟზე, ქვიშიანი პლაჟია და სიგარეტის ნამწვავები ეყარა ყველგან, ზოგან მზესუმზირის ნაფცქვენები. თან პლაჟი სიგანით ძალიან პატარაა, ფაქტობრივად ქუჩაშია, სადაც 20 მეტრში მანქანები დადიან და არაა არც ეგ სასიამოვნო შენ წევხარ ირუჯები და იქვე ხალხი დადის ქუჩაში. მოკლედ სანაპიროთი ძალიან უკმაყოფილობი დავრჩით, ეგ რომ გვცოდნოდა ლარნაკაში არ წავიდოდით.
ზღვა ძალიან მლაშეა, ბევრად მლაშე ვიდრე შავი ზღვა. ხო, თან წყალი ურეკივითაა, რომ მიდიხარ და კაი ხანი მუხლებამდე გწვდება წყალი, არც ეგ არ მოგვეწონა.
რაც შეეება ფასებს, გააჩნია სად იკვევებით, თუ სულ გარეთ შეჭამთ, მაშინ ძალიან ბევრი დაგეხარჯებათ, რადგნაც კაფეები და რესტორნები სხვა კურორტებთან შედარებით ძვირია კვიპროსზე, მაგრამ თუ ზოგჯერ სახლშიც მოამზადებთ რაღაცეებს, ძალიან დაგეზოგებათ თანხა იმიტომ, რომ პროდუქტები მაღაზიაში იაფია საკმაოდ. კაფეშიც გააჩნია რას აიღებთ, თევზეული და ზღვის პროდუქტები მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აქვთ, მაინც ძვირია, ერთი ცალი შემწვარი ზღვის ლეშა 20 ევრო ღირდა. ისე კი საშუალოდ ერთი პორცია სადილი ერთ კაცს თავისი სასმელით 12-15 ევრო დაუჯდებოდა.
კომუნალურები გადავიხადეთ წამოსვლის დღეს, დენი და წყალი, ორივე ძვირია, ისედაც გაგვაფრთხილეს მაგაზე. ჩვენთან ბეეევრად იაფია იგივე წყალი და სინათლე.
ხალხი მოგვეწონა, ტურისტების მიმართ ყველა დადებითაა განწყობილი, კრიმინალის დონე ძალიან დაბალია, პლაჟზე ვტოვებდით ხოლმე ჩანთებს, ტელეფონებით და საფულით და არასდროს არაფერი დაგვიკარგავს.
ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ლარნაკა არის საოჯახო კურორტი, ძირითადად სულ ოჯახებით იყვნენ დამსველებლები, ახალგაზრდები ნაკლებად, ახალგაზრდები და კლუბები აია ნაპაზე და პაფოსში მოიკითხეთო მერე გვითხრეს

ლარნაკაში ძირითადად ბავშვის ეტლებს დაახრიგინებდნენ და პენსიონერები ისვენებდნენ
აია ნაპაში და პაფოსში გვიან გავიგეთ, რომ ცხოვრება დუღდა

თან ძალიან ლამაზი სანაპირობი და პლაჟები ჰქონიათ, ლარნაკა ვერც მივა ახლოსო
დასათვალიერებლად ლარნაკაში წმინდა ლაზარეს ტაძარია და კიდე ერთი მარილის ტბა აქვთ უცნაური, მეტი არაფერი არაა ისეთი, პროვინციული ქალაქია სამწუხაროდ, მარტო ერთი აეროპორტი უვარგათ.
მოკლედ იმის თქმა შემიძლია, რომ ლარნაკაში მეტი აღარ წავალთ, მაგ ფასად ბევრად კარგ სანაპიროზე დავისვენებთ, არ ღირს ის თანხა მაგ კურორტისთვის.