მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ოლუდენიზზე

2013 წლის ზაფხულის შვებულება გავატარე ამ საოცარ კურორტზე. მართალია ძალიან დავიწვი, მაგრამ საყვარელი ჭორფლებიც მოვიხდინე მხრებზე

)
საქართველოს ტურისტულ კომპანიებს მართლაც არ ქონდა არანაირი ინფორმაცია, მე და ჩემმა მეგობარმაც გუგლით ვიპოვეთ. bookin.com-ით ავარჩიეთ სასტუმრო, მივწერეთ პირდაპირ სასტუმროს ადმინისტრაციას და ჯავშანიც გავაკეთეთ. შეღავათი საკმაოდ დიდი გამოვიდა. მშვენიერი 3* სასტუმრო იყო, თბილი ხალხი და ნორმალური საუზმე (თავიდანვე გადავწყვიტეთ რომ AI არ გვჭირდებოდა).
ბილეთი და ტრანსფერი შევიძინე გაფრენადე 1 კვირით ადრე ტურისტულის დახმარებით (Kera Travel), თბილისი - სტამბული - დალამანი. ამიტომ ცოტა მეტის გადახდა მომიწია (დაახლოებით 650 ლარი ბილეთი 1 ადამიანზე და 30 $ ტრანსფერი ).
დალამანის აეროპორტსი შევხვდით მე და ჩემი მეგობარი ერთმანეთს, ძალიან კომფორულად მიგვიყვანეს სასტუმრომდე და მალევე დავბინავდით.
სასტუმროს მენეჯერი "ლილი" ძლიან საყვარელი გოგო იყო. ნომერიც ნორმალური, ყველაფერი გვქონდა თუმცა მე მაინც ჩემი აივანი მომწონდა, რომელიც ყვავილებში იყო ჩაფლული

3 ტური მოვიწყეთ. ვნახეთ 6 კუნძული, რატომღაც sunset trip-შიც ვიყავით

და რა თქმა უნდა თურქული აბანო.
ფასიანი სანაპირო, რომელის სილამაზეც ალბათ ყველას თვალს ჭრის მართლაც ძლიან ლამაზია

ჩემი პირველი ჰოლიდეი იყო თურქეთში და შემიძლია ვთქვა რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.
სასტუმროს ლინკას მოგცემთ, შეგიძლიათ ლილის მიწეროთ
http://www.turkhotel.net/eindex.asp?i=14 This post has been edited by TWM on 3 Apr 2014, 23:39
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)