mari1989
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 141649
რეგისტრ.: 16-January 12
|
#30725169 · 16 Apr 2012, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავიაკომპანია აირზენას ოფიციალურ ვებ-გვერდზე განყოფილებაში” ჩვენს შესახებ” წაიკითხავთ: -”ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მგზავრების კომფორტზე!” – მე პირადად, ამ სლოგანს სულ ცოტათი შევცვლიდი, ძახილის ნიშნის მაგივრად, ძალიან ძალიან დიდ კითხვის ნიშანს მივაწერდი. მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, აირზენა 1993 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 2005 წლამდე “ფეხი-ფეხზე გადადებული” აკონტროლებდა ქართულ ავიაბაზარს – ფრენის ღირებულებას და ყველანაირ პირობას სხვა ავიაკომპანიებისათვის. ამის გამო, უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში არ შემოდიოდნენ, აირზენა კი ხელოვნურად გაძვირებული ბილეთის სანაცვლოდ უსაშველო მოგებას ნახულობდა და იმასაც კი არ კადრულობდა (ალბათ ამის საჭიროებას ვერ ხედავდა), რომ სერვისი გაეუმჯობესებინა. იმაზე უკვე აღარაფერს ვიტყვი, რომ აირზენას თვითმფრინავებში მომსახურება დღემდე საშინლად არადამაკმაყოფილებელია.
ზოგჯერ მხოლოდ სამარხვო მენიუ აქვთ, ისიც მჟავე კომბოსტო და ჭარხალი, ზოგჯერ მხოლოდ გაზიანი წყალი, – გულით რომ გინდოდეს ჩვეულებრივ წყალს არავინ მოგიტანს. ერთი სიტყვით, თუ ვინმეს გიმგზავრიათ აირზენათი, ეს უკანასკნელი თქვენთვის ალბათ, მხოლოდ უგემურ საჭმელთან და დაბალი დონის მომსახურებასთან ასოცირდება. 2005 წელს აირზენასათვის უკიდურესად არასასიამოვნო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოხდა ქართული ავიაბაზრის ლიბერალიზაცია ანუ შეიქმნა თავისუფალი კონკურენტული გარემო. ახლა ავიაკომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ შემოსვლა, მგზავრებს კი არჩევანის გაკეთება. აქედან გამომდინარე ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი კონკურენცია გაჩნდა, რაც დამეთანხმებით, მგზავრებისათვის საკმაოდ მომგებიანია. იმისათვის, რომ ავიაკომპანიამ ადგილი დაიმკვიდროს, ერთი არჩევანი რჩება – შესთავაზოს მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასი ან უმაღლესი სერვისი, ანდაც ორივე ერთად. აირზენა კი სამწუხაროდ, ვერც ერთს აკმაყოფილებს და ვერც მეორეს. და ალბათ, არც უსაფრთხოების მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, მკაცრი კონტროლი რომ არ ხორციელდებოდეს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რა უნდა ქნას ამ პრობლემების წინაშე მდგარმა აირზენამ? მიეჩვია ფულის კეთებას, ამ სფეროს აბსოლუტურ კონტროლს და ახლა კი შემოიყვანეს ეს უცხოური ავიაკომპანიები! ჯერ მარტო დუბაიში რვაას დოლარად ყიდდა ბილეთს, ახლა კი ფლაი დუბაი 145 დოლარიდან დაფრინავს. ფასს რომ თავი დაანებო, მოსკოვის ფრენებზე იგივე ფასი აქვს, რაც რუსულ ავიაკომპანია სიბირს, მაგრამ მაინც იმას ირჩევენ მგზავრები – უკეთესი და კომფორტული სერვისი. რას აღარ იგონებს, სახელმწიფო მებრძვისო, კონკურენცია ხელოვნურად არის შექმნილი და ჩემი ჩაძირვა უნდათო – თურმე ერთნაირი საბაზრო პირობების შექმნა აირზენასათვის ჩაძირვის ტოლფასია. მე კი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ვერ ვხვდები, რატომ უნდა იფიქროს სახელმწიფომ კერძო ავიაკომპანიის პირად ინტერესებზე, ჩემი, როგორც მგზავრის, ინტერესების ხარჯზე. არც იმდენად პატრიოტი ვარ, რომ ძვირი ქართული ნაგავი მერჩივნოს უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას. გარდა ამისა, აირზენა სახელმწიფოს იმაშიც ადანაშაულებს, რომ საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიებიდან მხოლოდ ქართული ავიახაზები „იჩაგრებიან’’ და იხდიან გადასახადებს. მე ვიცი და მიკვირს, აირზენა რატომ ვერ ხვდება, რომ უცხოური ავიაკომპანიები საკუთარ ქვეყნებში იხდიან გადასახადებს და რეალურად ბევრად უფრო მეტს, თუმცა ეს ნამდვილად არ აისახება ბილეთის ფასზე. და საერთოდ, საინტერესოა ვიცოდეთ რა გადასახადებს იხდის აირზენა ასეთ უსაშველოს და რამდენია მათი წილი ბილეთის ფასში (და უფრო საინტერესოა რა მოგებაზე მუშაობენ?). ასე, რომ ძვირფასო მგზავრებო, ნურავინ შეგიყვანთ შეცდომაში, მთავარი ჩვენთვის ისაა, რომ დღეს მგზავრს შეუძლია აირჩიოს უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული ფრენა.
|